8
Feb
Posted by Jood Tb_parazitka in დღიური. დატოვეთ კომენტარი
მომინდა ყველაფრის საერთოდ წაშლა. მომიწია, უფრო სწორად. ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყე. სადღაც წავიკითხე “გააკეთე ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია” და დავფიქრდი [ეგეც შემიძია, სხვათა შორის!] – ყველაზე მეტად ტკივილის მეშინია. ჯერ ფიზიკურის, სულიერს ასე თუ ისე შეჩვეული ვარ.
დასაწყისისთვის ორივე ვენა წავირთვი. შემდეგ ძვლებიდან ქვები ჩამომფხიკეს, ნარჩენებზე ახლის აშენებას აღარ დაველოდე – კიდევ მექნება ამის დრო.
წავშალე ჩემი ცხოვრების უკანასნკელი ერთი წელი [ჯერ მესიჯებით დავიწყე]. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, წარსული ისევ მაწუხებს, აწმყოში კი ჰაერში გამომკიდეს და ვერსად მივდივარ. უპოლუსო ჩრდილოეთი მგონია ხანდახან ჩემი თავი…
ზედმეტად რეალისტი ვარ.
საკუთარ თავს არ ვაძლევ არც ოცნების, არც ბედნიერების საშუალებას [ ამ უკანასკნელს შეიძლება არც ვიმსახურებდე]. შეჩვეული ვარ ერთფეროვნებას და მეშინია სიახლეების. სასაცილოა, მაგრამ ძალიან ვგავარ ძველ ქართველ რომანტიკოსებს, გასნაკუთრებით ბარათაშვილს. არადა, სიტყვებმა “რომანტიზმი”, “რომანტიკოსი”, “რომანტიკა”, “რომანტიული” ჩვენს დროში ფასი დაკარგეს. ხშირ შემთხვევაში მოვალეობა და ბუნება ერთმანეთში ერევათ ხოლმე.
სისულელეა ეს ყველაფერი!
იმას ვამბობდი, Continue reading
5
Feb
Posted by Jood Tb_parazitka in სიურეალიზმი. 1 კომენტარი
რაღც უცნაურ სუნს გავყევი. მივდიოდი ფეხშიშველი, მეცვა თეთრი პერანგი და ვცდილობდი გამეგო რატომ ვიყავი მე ერთადერთი მთელს ქუჩაზე, სადაც ყოველთვის მანქანების საცობი იყო. მეზობლის გაზონზე მორიდებით დავაბიჯე. ფეხის გულებზე უსიამოვნოდ მიღუტუნებდნენ ახლადდაცვარული ბალახები. მესიამოვნა და ნაბიჯი შევანელე. ცხვირზე დამეცა შავი ჭვარტლის მსგავსი რაღაც. არ შევიმშნიე და გზა განვაგრძე. შემდეგ ორი დამეცა, შემდეგ სამი… გავცდი მეზობლის სახლებს და დამთავრდა მწვანე ბალახიც. სახლის კიდიდან გავიხედე – ბოლი ასდიოდა რაღაცას, საიდანაც უცნაური სუნი მოდიოდა. გავყევი. ფეხები გამემურა, პერანგი გამიშავდა თავზე კი შავად მათოვდა. ისევ მიკვირდა სიმარტოვე. რაღაცას ფეხი დავადგი, ასაღებად დავიხარე და ხელში თოჯინის თავი შემრჩა, პომადაწასმული, მაგრამ ისიც გამურული. შემეშინდა, ჩავიბღუჯე და ნაბიჯს ავუჩქარე. მივედი საზღვრამდე – ეს ჰგავდა აშკარა ფერების კონტრასტს და მე ვიგრძენი, როგორ გამოვდიოდი ნელ-ნელა სიმწვანედან და როგორ ვაბიჯებდი ჯერ ნაცრისფერ და შემდეგ შავ სამყაროში.
რაღაც იწვოდა. სუნმა წელზე მომხვია ხელები, კისერში დამიწყო კოცნა და Continue reading
31
Jan
Posted by Jood Tb_parazitka in დღიური. 4 კომენტარი
მომეჩვენა, რომ ეს თვე ზედმეტად გაიწელა!!! თითქმის არაფერი საინტერესო… ახლა არ მახსენდება, ყოველშემთხვევაში…
გადავავლე წინა “ბოლო კვირებს” თვალი და მივხვდი, რომ არც ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს. არასდროს არაფერი ხდება, ერთფეროვნებაა [არადა ფერები ფერები ფერები მიყვარს...]. გამოცდებს მოვრჩი [როგორ მოვრჩი ეგ არ ვიცი, სტიპენდია მინდა ჩემი სტუდენტობის მესამე წელია უკვე, მაგრამ რატომღაც ქულებს ვერასდროს ვაგროვებ შესაფერისს..], სამსახურში ისევ ისეა საქმე, ჯგუფშიც არაფერი შეცვლილა, არც პირადში, სხვათა შორის
.
სამაგიეროდ მეგობრები მყავს კარგი : ) იკა [ძველი "ჯგუფის" ბასისტი] და დათოს [ადიტა] გამოვყოფდი. ორივე განსხვავებულია ერთმანეთისგან – იკა შტერია
)) [არ ეწყინება] საყვარელი და ბავშვური, დათო სულ სხვანაირი, ვერ აღვწერ lol. უფრო ჩემნაირია. ძალიან ახლო და ყოველთვის ყველაფერს მიგებს. არა, იკაც მიგებს
მაგრამ აშკარა განსხვავებებია მათ შორის.. Continue reading
2
Jan
Posted by Jood Tb_parazitka in სიურეალიზმი. 14 კომენტარი
ცა – ვარდისფერი ცის ფერებს არ ჰგავს.
წყალი – ცის ფერებს და შემოდგომას.
ქარი – ხუჭუჭა პუშკინის ძიძას.
ცეცხლი – ვენდეტას როგორც წყლის საზღვარს.
* * *
წარწერა – ძველი და ნესტიანი.
ფურცლები – მოკლული ხისა.
მელანი – გადამდნაროქროიანი
ანაბეჭდები – უკვე აღარ ჩანს…
* * *
გახსნილი ისევე, როგორც სიშიშვლე. Continue reading
31
Dec
Posted by Jood Tb_parazitka in დღიური. 4 კომენტარი
მთელი წელი ველოდებით მხოლოდ ერთ წუთს. გახდება 12 საათი და მორჩა, ისევ უნდა დაიწყოს ერთ წლიანი და მინუს ერთ წუთიანი ერთი წუთის ლოდინი..
დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ერთ წუთს ელოდება – ზოგი სვაროვსკისთვლიანი ბურთის დაშვებასა და ოცნებების ფერადად მოთოვას, ზოგი ირუჯება, ზოგი გუნდაობს, ზოგი კი მხოლოდ ფანჯარასთან ზის და ფიფქების ნაცვლად წვიმის წვეთებს ითვლის რაფაზე..
სხვების მსგავსად ჩემი მწირი შემოსავლითურთ გავედი “საჩუქრებზე” და მოფუსფუსე, დაბნეული, მოჩქარე ხალხის ლაბირინთებში აღმოვჩნდი [რაღაც დრამატულად ჟღერს
]. თურმე რამდენი თოვლის ბაბუა დადის ჩემს გვერდით, ზოგს დიდი ბარბის სახლი აქვს ნაყიდი, ზოგს სათამაშო მატარებელი, დიდი თოჯინები.. ხვალ დილას ბავშვები რა ბედნიერები წამოხტებიან ლოგინიდან ყველაზე ადრე! მეც ასე ვიყავი მანამ, სანამ გავიგე, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობდა..
სიამრთლე რომ ვთქვა, მეწყინა და ვფიქრობ, რა ვუთხრა ჩემს შვილს [როცა/თუ მეყოლება] – მეც დავახვედრო 1 იანვარს საჩუქრები, თუ თავიდანვე ვუთხრა რომ ეს ყველაფერი არარეალურია, არ არსებობს და მე მითხრას რაც უნდა, ტუ კარგად მოიქცევა მე ვუყიდი.. რომ არ დაელოდოს ყოველ წელს კეთილ თეთრწვერას და რომ გაიზრდება არ გაუცრუვდეს იმედები?!.. ჯერ მაგაზე ფიქრი ალბათ ადრეა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობს თუ გავითვალისწინებთ!!!
წლის შეჯამება: Continue reading
20
Dec
Posted by Jood Tb_parazitka in სიურეალიზმი. 4 კომენტარი
მე დიდი ხანია, ბავშვი აღარ ვარ..
გავიზარდე მაშინ, როცა მოდუნებულ ონკანს დასისხლიანებული, კანზეხორცჩამოკიდებული ვუყურებდი.. გავიზარდე მაშინ, როდესაც სულ “მასტუკებდნენ”, როცა ეზოში მრგვალი მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი ციდან ჩამოცვენილი ბომბებისათვის თავის ასარიდებლად., როდესაც ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სწორად თქვა სიტყვები “თვითმფრინავი” და “ჰიდროელექტროსადგური”. დიდი ვიყავი მაშინ, როდესაც არასწორედ, მაგრამ დამოუკიდებლად შევიკარი ფეხსაცმლის თასმები; როდესაც მარტო შევედი ტუალეტში…
გავიზარდე იმ ღამეს, Continue reading
15
Dec
Posted by Jood Tb_parazitka in სიურეალიზმი. 5 კომენტარი
არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ხანდახან მგონია… ხანდახან ვფიქრობ, რომ იმაშიც კი დამნაშავე ვარ, რაც არ ჩამიდენია არასდროს…
მინდა რომ შევქმნა. რაიმე.
სხვებისთვის, ხალხისთვის, ჩემი თავისთვის, მეორე მესთვის…
მინდა დავხატო, დავხატო ის სამოთხე, რომელსაც მე ვხედავ ყოველ ღამე, ჩუმი ლოცვისას. მინდა გამოვიყენო ყველანაირი ღია ფერი, დავწერო მუსიკა და მისი თანხლებით ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ლამაზია სამოთხე, მაშინ როდესაც აღარაფერი გაქვს რომ იფიქრო, აღარაფერი გაქვს, რომ გეტკინოს.. როდესაც არ გაგაჩნია გრძნობები, როდესაც ყოველ წამს ეშვები დაბლა თითო საფეხურით და იმსხვრევა შენი უკანა ნაბიჯები.. მინდა ან შევქმნა, დავხატო, დავუკრა, დავწერო ისეთი რამ, რაც მიაღწევს სხვამდე, რაც გააგებინებს თუნდაც ერთს, რომ მე ვარსებობ.. ვარსებობ არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ადამიენების გვერდით. რომ მეც გამაჩნია ბებერი, გაცვეთილი გრძნობები..
ხანდახან ვწერ, ვწერ.. Continue reading
2
Dec
Posted by Jood Tb_parazitka in სიურეალიზმი. 3 კომენტარი
დამშვიდებულად აბოლებდა სიგარეტს დაძაბული წუთების შემდეგ.. ხან ცარიელ ბალიშს გადახედავდა, ხან საკუთარ მკერდს, ხანაც ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივსა და მის შუაგულში მოთამაშე მტვრის ნაწილაკებს აკვირდებოდა.
ხელი უკანკალებდა, მოუთმენლად ყლაპავდა ბოლს და ჩუმი ხველებითა და ძალაუნებურად აცრემლებული თვალებით უარესად იჩეჩდა თმებს. ეთამაშებოდა პირიდან გამოშვებულ ვერშემდგარ გულებს, თითქმის ბოლომდე ჩამწვარ სიგარეტს თავიდან არტყამდა ნაპაზს.
საფერფლეში ჩაღუნა ქალივით. ადგა. თხელ, შიშველ ტანზე ხალათი შემოიცვა და ფანჯარასთან მივიდა. დაბნეული მზერა ესროლა გალუმპულ ჩჲტებსა და ახლადამოწვერილ მზეს. მობრუნდა. ხალათი გაიხადა და შიშველმა გაიარა ოთახებს შორის. ეძებდა რაიმე ალკოჰოლურს და ოთახიდან ოთახში შიშველ, ოფლიან ნაფეხურებს ტოვებდა მოპრიალებულ იატაკზე.
იპოვა. გახსნა ქილა და მისაღები ოთახისაკენ გაემართა – არავინ დახვდა.. გადაწია წითელი ფარდები და ჯორჯიის შტატის ჰიმნი ჩართო. ჩაესვენა წითელ სავარძელში, აკანკალებული ხელით მოუკიდა მისი სხეულივით წვრილ და მაღალ სიგარეტს და ბოლს იქით ჩუმად დაიწყო მზერა…
Continue reading
29
Nov
Posted by Jood Tb_parazitka in დღიური. 2 კომენტარი
ყველაფერს განწყობა სჭირდება.. მათ შორის – მეც… ჩემს ნაწერებსაც, ბევრჯერ წაშლილ ნახატებსაც, შეცვლილ რითმებსაც… თურმე გრძნობებსაც…
ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მოხდა ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში ისეთი, რაც შემეძლო დამეწერა ბლოგზე, ვითომ ვიღაცას აინტერესებს, ანაღვლებს, აფიქრებს… თურმე არაფერი. აბსოლუტური ერთფეროვნების 29 დღე. არავისთვის არაფერია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩემთვის…
სამსახური, ლექციების გაცდენა, ბადურას შენიშვნები, არანაირი “ცნობა” მისგან, ისევ გიტარისტს ვეძებ…
ვიღლები ხოლმე.. განსაკუთრებით საღამოობით, როცა მინდა ვინმეს რამე ვუთხრა, როცა მინდა რომ ამჯერად არა მე მოვუსმინო, არამედ თვითონ გამიგონ სხვებმა..
Continue reading
10
Nov
Posted by Jood Tb_parazitka in თარგმანები. 2 კომენტარი
ეჭვებით შეპყრობილი ვცხოვრობ უკიდურეს სამხრეთში,
სადაც მკაცრი შენობებში მონებს აქვთ ძალაუფლება.
იღბლიანი კაცები თავიანთ გარყვნილ ქალებთან ერთად
თხელ საბანს აფარებენ ჩვენს მეზღვაურებს.
უკვე ავად ვარ ამდენი ცივი სახის ყურებით,
რომლებიც კაშკაშებენ მაღალი ტელევიზორიდან.
ვაზის ქვეშ ვარდები მინდა ჩემს ბაღში, Continue reading
In My ...