ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

- კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…