საყვარელს (ჩემი სიურეალიზმი)

Standard

საყვარელსგადავშალე…
ყველაფერს ვიწყებ ახალი ფურცლიდან.. უგულოთა სამეფოდან, შეყვარებულების ხეივნიდან…
ჩამომსხვრეული მინის კოშკების ნატეხებში ძნელად გაირჩევა სიყვარულის, იმედისა და მომავლის ფერები… ყველასთვის მაშველი თვითონ ვითხოვ ვინმესგან დახმარებას.. ველი მხოლოდ უკვე დაძრულ მატარებელს, კვამლისაგან გათეთრებულ ჰაერს, ლიანდაგებიდან აფრენილ მტრედებს…
სევდიანად ვუღიმი ჰაერში ვიღაცას, რომელიც არ ჩანს, მოჭუტული თვალებით ვიწმენდ ცრემლებს და მივდივარ.. ფეხებქვეშ იფშვნება ფერადი შუშები, შიშველ ფეხებში მესობა და სისხლი მომდის უმტკივნეულოდ..
ჩავედი ერთი კიბით ქვევით..
ვიღიმი…
არაფრისმთქმელად ველაპარაკები ჰაერს.. ფეხი დავადგი ერთ გამხმარ ფოთოლს, შემდეგ მეორეს, მესამეს… აღმოვჩნდი გაყვითლებული და გაწითლებული ფოთლების ტყეში..
მივდივარ..
სკდებიან, ტყდებიან, იფშვნებიან უკვე სანეშომპალედ გამზადებული ფოთლები… უკან მომყვება მატარებლის თეთრი ბოლი.
ისევ ვიღიმი.
ლოყიდან ვიწმენდ ცრემლის მომაბეზრებელ წვეთს. ვაგდებ – ის მაინც მოდის, ვტოვებ – ის მაინც რჩება… ფოთლები შრიალებენ, შიშველი ფეხებიდან მესმის მათი სუნთქვა, მკვდრების თამაში…
ჩავდივარ ორი საფეხუტით ქვემოთ, ფეხები მეყინება.
მცივა…
გრძელ, დახვეულ და დაშვებულ თმებზე მეყრება პატარა ფიფქები, თოვლში ვტოვებ სისხლით აკრულ გამხმარ ფოთლებს და ხუთთითა პატარა ნაკვალევს..
ტყე ისევ ისეთია ოღნდ თეთრი, არა, უფრო თეთრი…
სულიერი ჰაერი ხან გვერდზე მომყვება, ხანაც უკან იტოვებს ნაკვალევს და ცდილობს ჩემს ნაბიჯებზე გაიაროს, დაატიოს თავისი სხეული ჩემს ფეხის გულებზე.
შორიდან მესმის ორთქმავლის ძახილი, ვხედავ ფანჯარაზე მიდებულ მოკლე, სწორ, შავ თმებს, პატარა ცხვირს, ცისფერ თვალებს, ლამაზ ტუჩებს… ვხედავ შორიდან ძალიან ახლოს.
ფიფქები მათოვს…
მსურს დავრჩე ზამთარში ან ავიდე ერთი საფეხურით მაღლა ყვითელ ფოთლებთან ოღნდაც არ დავბრუნდები არასდროს დამტვრეულ ფერადშუშებიან სამყაროში..
დამესერა სხეული, შემახმა სისხლი ნაჭრილობებზე… წრეს ვარტყავ საკუთარ და ჰაერის ნაფეხურებს და ვგრძნობ გაჟღენთილ კვამლს, ვგრძნობ წარსულის სურნელს, ვხედავ დამშვიდობების თვალებს, სინანული კი მხოლოდ ერთგან, მონატრება მხოლოდ ერთ გულში.. ზამთარივით ცივი და თბილი გამოხედვები, ერთდროულად დატრიალებული კინოფირები, არეული და ილუზიაშექმნილი კადრები, მომაბეზრებელი წვეთები ლოყაზე, წამწამებზე, დაშვებულ მკერდზე…
ვრჩები ზამთარში.. ძველისა და ახლის გაცნობის დღესთან, სულ ბოლო წელთან…
ვრჩები ზამთარში და მენატრება წარსულის გრძნობა, ღიმილის ხელოვნურად მოძერწვა, თვალების მორიდებულად დახრა და გრძელი წამწამების ფართხუნი რეალობის წინაშე…
ვდგავარ ზღვართან და ვფიქრობ.. კადრები ისევ ირევა ერთმანეთში, ხანმოკლედ გადის დრო… მიდის მატარებელი, ტოვებს კვამლს, ხმაურს და უჩინარ, ჰაერივით მოსიარულე და ცოცხალ სინანულის გრძნობებს….By Liperowsky  

Advertisements

2 thoughts on “საყვარელს (ჩემი სიურეალიზმი)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s