იმ ღამეს თოვდა…. (ჩემი რეალობა)

Standard

იმ ღამეს თოვდა… მე საშინლად ვგრძნობდი თოვლის ეულ სითბოს..
მივდიოდი და ფიფქები მაცვიოდა თმებზე, სახეზე, მხრებზე, ტუჩებზე..
ჩემს მარტოობაში კი მსოფლიო ზეიმობდა… ახალ საუკუნეს, ახალ ცხოვრებას, ახალ წელს…
მარტო მივდიოდი და სად, რატომ.. ეს არ ვიცი…
მივდიოდი და სევდიანად, გულისდამწყვეტად ვიღიმოდი. ალბათ, მეც მინდოდა თოვლის ბაბუას
ახდენილი ნატვრა მოეტანა ჩემთან.. მერე მთელი წელი ველოდი თოვლის კაცს და მერე ისევ დაიწყო თოვა…
ისევ დიდი ფიფქები ცვიოდა ციდან და მე ისევ ძველებურად გამოვედი სახლიდან თეთრ ღამეში დასაკარგად..
გარეთ არავინ იყო, მხოლოდ მე, თოვლი და ჩემი ნაბიჯები, რომლებიც მალევე ივსებოდნენ ისე, როგროც გაზაფხულზე ხეები იმოსებიან ხოლმე მწვანედ…
გარეთ არავინ იყო და მეც მარტო ვიყავი ჩემს მარტოობასთან, გასული წლის ფიქრებთან და სახალხო ზეიმთან ერთად..
ადამიანების წესია, როცა ყველაფერი იცვლება, დაბურულ სიტყვებში თითოეული ბგერა ღამის განათებასავითაა…
გულიც იღლება, რაღაც კი უკეთ ჩანს.. საბოლოოდ არ არსებობს არანაირი მსხვერპლშეწირვა, სულები ერთმანეთს ტოვებენ დატყვევებულ სამყაროში და თავიდან იწყება დაბადება.
თავიდან იწყება თოვა,
თავიდან მივდივარ მარტო…
ისევ იგივე ფიქრებით, მეგზური ფიფქებით, ბავშვური ღიმილით..
მერე იბადება ეჭვები ცრემლებთან ერთად.. ახლა ხომ ყველაფერი უკეთ უნდა ყოფილიყო…
მაინც ეწირებიან მსხვერპლად ფიფქები, არ ეშვებიან ჩემს ტუჩებს.. მაგრამ.. ფიფქები….
საყოველთაო ზეიმი, სამყაროს ზრდა, მხოლოდ წლებით დაბერება…
კიდევ მოვა თოვლი…
ისევ გამოვალ გარეთ და დავითვლი ნაბიჯებს, ფიფქებს თმებზე, სახეზე, მხრებზე…
აღარ იქნება მსხვერპლშეწირვა დატყვევებული სულების სამყაროში..
ოდესმე ..
ჩემს ნაკვალევზე ვინმე გაივლის…
ჩემი ფიფქების სითბოს ვიღაცა იგრძნობს …
მე აღარ ვიქნები, თუმცა, დარჩება თოვა.. მარტოსული და თბილი თოვა…..

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s