სემ (სემისეული სიურეალიზმი)

Standard

სემისეული სიურეალიზმიშენებურია ეს ყველაფერი…..

პარიზის ნავების ბუნდოვანების სიყვითლე გიყვარს..
სიმარტოვესთან მარტო დარჩენა,
მასთან, ვნება, ალერსის განცდა…

ნაცრისფერი კორპუსის ლურჯი აივნის სიმარტოვის სახლი,
მის ჰაერთან აივანზე ჯდომა…მეც შემაყვარე…
თუმცა მანამდე უკვე

მიყვარდა…

სიმარტოვეა სიმარტივე შენი ფიქრების.

ასე მარტივად და
თანაც ძნელად რბიან დღეები..

დრო გადის,

დრო გადის და შენ პარიზში ალბათ დარჩები…

მე ნანახი მაქვს, შენი საძინებლის ცისფერი ფერი.

სილამაზის დედაქალაქი სიყვარულის ქალაქის ხედით.
მე ნანახი მაქვს შენი ფიქრები, როდესაც გძინავს..

შენს აივანზე..

სიმარტოვესთან..

აქ მხოლოდ მე ვარ…

როცა გაქრება ჰაეროვანი შენი სიტყვები,

მაშინ იქნება იპოვო გრძნობაც..

ძნელია, როდესაც არავის უყვარხარ და თანაც სძულხარ…

მე ნანახი მაქვს შენი თვალები, გაბოლილ ოთახში,
როდესაც თოვდნენ..

შენს ოცნებებში ჩაძირული ჭაობის ნავი..

ყვითელი ხალხი…

შენებურია ეს ყველაფერი რასაც აქ გიწერ..

და მე დაგპირდი….

სემ…

 

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s