მეც ხომ ქალი ვარ (სუსტი სიურეალიზმი)

Standard

მეც ხომ ქალი ვარდღეს კიდევ ერთხელ დავასაფლავე… შიშველ იატაკზე ჩუმად ისმოდა ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა. წვიმაში ირეკლებოდნენ ჩამოცვენილი ფოთლები.. დაღამებულ შემოდგომაში უპატრონოდ დახეტიალობდნენ ძუკნა ძაღლები…აწმყოც დადგება… პირს დაიბანს სისხლიანი ხელებით…
გარეთ გამოვედი. უაზროდ მივდივარ სადღაც.. დამყვება გრძნობა, რომ მე შეუმჩნეველი ვარ და უფრო ვმშვიდდები. წარმოვიდგენ, რომ მე ვერავინ მხედავს, რომ არავისთვის ვარსებობ და ვცდილობ ადვილად გადავიტანო იმწამიერი ცხოვრება…ხანდახან, ან თითქმის სულ, ავიწყდებათ, რომ მეც ქალი ვარ.. მეტს მოითხოვენ ჩემგან… და მეც ვაკეთებ.. ან ვცდილობ გავაკეთო… ხანდახან, მგონია, რომ საკუთარი ცხოვრება არ გამაჩნია, ხანდახან საკუთარი თავისთვისაც უჩინარი ვხდები…
ვფიქრობ – დავნებდე?..

თავში მიტრიალებს იგივე მელოდია, სიტყვები, ემოცია.. იძულებით ვაქრობ ფიქრიდან და მერე ისევ თავიდან.. დამთავრდება მხოლოდ ჩემთან ერთად, როცა ჩამოვარდება კედელზე მიხატული უკანასკნელი ფოტოლიც… დრო წაიღებს ჩემს მოგონებას, ჩემს მუსიკას (რომელიც არ მაქვს), ჩემს ლექსებს (რომლებიც არ ჩანს), ჩემს ოცნებას (რომელიც აღარ მაქვს)… სამწუხაროა… ბროწეულის ყვავილიც დაენანება ჩემთვის ბუნებას….

და მაინც… ხანდახან მინდა დავიჯერო, რომ მეც ქალი ვარ სულ სრულყოფილი (ან იქნებ ნაკლით?) ოღონდაც… ისევ გავქრები, დავემალები საკუთარ გრძნობებს…

მე არ მივტირი წარსულ სიყვარულს ანდა გარდაცვლილ ….ას. მე მენანება ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ქალობის ხანა…
ხანდახან, მინდა ვინმემ გამიგოს, დავრჩე ყოველთვის ჩემთან. მინდა, რომ ვიყო სუსტი არსება, არავინ არაფერს მოითხოვდეს ჩემგან…

თავიდან ამოვიგდებ დაკრულ მელოდიას, ფურცელზე გადავწერ ლექსს.. არ ველი ვინმესგან უბრალო სიყვარულს, ისევ გავქრები და წარმოვიდგენ, რომ არ ვარსებობ…

მე შევცვლი სამყაროს?

ხანდახან… მეც ხომ ქალი ვარ….

 

Advertisements

One thought on “მეც ხომ ქალი ვარ (სუსტი სიურეალიზმი)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s