სექტემბრის ბოლო კვირა

Standard

კატასტროფა იყო.. ასე მგონია ასეთი ცუდი კვირა არასდროს მქონია…

ჯერ იყო და ლიჩის დაღუპვის ამბავი გავიგე.. ვერაფრით დავიჯერე თავიდან და არც სამძჲმარზე მისვლამდე მჯეროდა.. არ მინდა გახსენება როგორი საზარელი შეგრძნება იყო, როდესაც სადარბაზოში შევედი.. მერე იქიდან ქეთისთან ავედი მაგრამ კიდე ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა.. საღამოს სახლში რომ მოვედი მაშინ დამეწყო კოშმარული წიკები და ისტერიკა.. თანაც, 2 თუ 3 წელი არ ველაპარაკებოდი და ამასაც ზედმეტად განვიცდი ალბათ… :(

მეორე დღეს უნივერსიტეტში გავედი და როგორცკი “მარშუტკიდან” [128 სხვათაშორის] ჩამოვედი ერთი ძველი ნაცნობი [ან იქნებ არც?] დავინახე.. ამ დროს ნინი მირეკავს სად ხარო და იმდენად დავიბენი, რა მექნა არ ვიცოდი. უკნიდან გავატარე და ბოლოს სახელი მაინც დავუძახე.. მიცნო.. ზრდილობის გამო მკითხა აქ რას აკეთებო [თითქოს ფალიაშვილზე ჩემ გარდა არავინ დადიოდეს], გულწრფელად ვუპასუხე უნივერსიტეტში მივდივარ მეთქი, მერე რამდენიმე წამი უხერხული დუმილი იყო.. ალბათ ეს იყო ის მომენტი, როდესაც სათქმელი არაფერია, მაგრამ ძალიან ბევრი არსებობს საერთო.. და მე ეს ვიგრძენი… რას გავაწყობდი? სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდოდა ეს “შეხვედრა”, უფრო შეფეთებას დავარქმევდი, ასეთი გამოსულიყო.. ანდა საერთოდ, რატომ გამოვეხმაურე? რომ არ დამეძახა, მერე ვინანებდი ალბათ…

მერე ბიბლიოთეკაშიც გავედი, როდიან გრეი დავაბრუნე და თამაში ჭვავის ყანაში წამოვიღე.. კარგი ქალია ის ბიბლიოთეკარი, რატომღაც მას რომ ველაპარაკები, კოელიოს მარია მქონია ხოლმე ჩემი თავი [მართალია მარიამდე ბევრი მიკლია, მაგრამ იქ არის ეგეთი ეპიზოდი და…]. მერე იქ ვიღაც მასწავლებელი იყო [აშკარად ეტყობოდა] და ვერაფრით გაეხსენებინა, რა ხდებოდა “დადიანის ასული და მათხოვარში”. რიგში დგომის დროს შინაარსიც მოვუყევი და გულწრფელი მადლობაც კი დავიმსახურე!!!

ეს არ მეყო და საშს მთელი კვირა ვერ ვეხმიანებოდი, სულ გარადბენებზე იყო.. პარასკევს, ანუ დღეს გაფრინდა და… როგორც იქნა გუშინ ვნახე მხოლოდ 10 წუთი კოტესთან ერთად [რამხელა თმა გაზრდია კოტეს, წყალს უსხამს ნეტა? :0 ] შეხვედრას ნუ იტყვით როგორი იყო – ნახევარი საათი გავითოშე ლოდინით! ეღირსათ მოსვლა მაგრამ დამშვიდობება ვერ მოვახერხე.. უბრალოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი ისე, თითქოს მეორე დღეს ჩვეულებრივ ვნახავდი და საღამოს სკაიპში დაველაპარაკებოდი…

წავიდა…

დღეს როგორც იქნა ალბომის კეთებას მოვრჩი, სურათებიც დავბეჭდე ჩემი გადაღებულები და ჩავდე. კარგი გამოვიდა, რომ არ მოვიტყუო. მხოლოდ საღებავი და ქაღალდი არ იყო ჩემი გაკეთებული, დანარჩენი ყველაფერი :] შევკარი, გავაფერადე, დავაკარი, დავახატე და ეხლა სასტუმრო ოთახში მიდევს გამოსაჩენ ადგილას [მეც ეხა იმდენი სტუმრები მყავს…]

დღეს ქუდის ყიდვა მინდოდა, ამირანში გავედი ერთი კი მომეწონა მაგრამ კრასნაია შაპაჩკაო რო იტყვიან, ჰოდა არ ვიყიდე!! სამაგიეროდ ვიყიდე მარკესის მოთხრობების კრებული, სელინჯერს რომ დავამთავრებ მერე დარიო ფოს მეორე პიესასაც წავიკითხავ და მერე დავიწყებ მარკესს…

…ჩემმა ნაცნობებმა ვერ მიცნეს რა მჭირდა არ ვიცი, ნუ ცოტა უჩვეულოდ კი გამოვიყურებოდი – დახვეული თმები, შავად შეღებილი თვალები, ტანგეტკები, ელასტიკები და ზევიტან რაღაც, მოჰიპურო :]] საერთოდ ელასტიკებში არ დავდივარ ხოლმე [არა ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ, სხვანაირი “ელასტიკია :]]] ] და ალბათ იმიტომ.. რევიც.. რას გაიგებ…

რაც უნდა იყოს, მაინც გაფუჭებული მაქვს ხასიათი, ალბათ საშის წასვლის გამო.. ხოოო, ვიცი ვიცი, მაგრამ მაინც…

ამ კვირაში მაინც მოხდა ერთი მოულოდნელი, სასიამოვნო და ნაღვლიანად გასაღიმებელი ფაქტი, მაგრამ უფლებას დავიტოვებ და საიდუმლოდ შევინახავ.. ჩემთვის წმინდად მეჩვენება, არაა აუცილებელი, ყველამ გაიგოს…

რასაკვირველია სოლო გიტარისტსა და ბასისტს ისევ ვეძებ.. ოდესმე გამოჩნდება ვინმე ნორმალური ნეტავ?…

მენატრები, საშ…

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s