ერთი დღე (ყოველდღიური სიურეალიზმი)

Standard

ერთი დღემოდით ახლა ჩავატარებ აღრიცვას და ვინც არის მიპასუხოს “ვარ”

სიცივე – ვარ

ტკივილი – ვარ

ღამე – ვარ

მარტოობა – ვარ

ცრემლი – ვარ

ყვირილი – ვარ

გოდება – ვარ

მოლოდინი – ვარ

იმედგაცრუება – ვარ

კიდევ ერთი დღე – ვარ

კარგია, კარგი დასწრებაა….

ახლა ვინ არ არის:

იები – დაჭკნნენ მასწ.

სიყვარული – ავად გახდა მასწ.

სითბო – გაციებულია

ყურადღება – ოოო ეგ ისეთი დაბნეულია, ალბათ მისამართი შეეშალა და სხვასთან წავიდა ა

მბიცია – მაგას სძინავს

ერთად ყოფნა – მაგათმა იჩხუბეს და დასინიაკებულები საავადმყოფოში წაიყვანეს, მასწ!

კარგით.. არაუშავს.. აბა, რა გვაქვს დღეს გაკვეთილად? – ბიძია ზეროს რომ ატლანტიდიდან წერილი მოუვიდა, იქ გავჩერდით, მასწ!

– მას, რა წერია იმ წერილში?

– მართლა გიჟია ბიძია ზერო?

– ზერო თუ სიცარიელეს და ნულს ნიშნავს, მასწ, მაშინ რატომ დაარქვეს მისმა მშობლებმა ასეთი სახელი, ჰა, მაასწ?!

ბავშები კითხვას მისვამენ. მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო ჩემი დაუმთავრებელი ნოველის შესახებ….

– მას! მას! მას! ეხლა სიყვარულმა დამიმესიჯა, ისაო.. საბუთები გადამაქვს სკოლიდანო და მერე შემოგივლით დაგემშვიდობებით ყველასო და ისაო.. მასწი მომიკითხეოო…


ერთი…

ორი…

სამი….

(გუდოკი)

Advertisements

8 thoughts on “ერთი დღე (ყოველდღიური სიურეალიზმი)

  1. ესეც სევდიანი სთორი :( მეც იმდენ აბსენტს ჩამოვწერდი ……

    და კიდე სახელ -ზორო-ზე მოწეონა ”ზერო თუ სიცარიელეს და ნულს ნიშნავს, მასწ, მაშინ რატომ დაარქვეს მისმა მშობლებმა ასეთი სახელი”–კარგი იყო!

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s