ნოემბრის ბოლო კვირა

Standard

ყველაფერს განწყობა სჭირდება.. მათ შორის – მეც… ჩემს ნაწერებსაც, ბევრჯერ წაშლილ ნახატებსაც, შეცვლილ რითმებსაც… თურმე გრძნობებსაც…

ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მოხდა ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში ისეთი, რაც შემეძლო დამეწერა ბლოგზე, ვითომ ვიღაცას აინტერესებს, ანაღვლებს, აფიქრებს… თურმე არაფერი. აბსოლუტური ერთფეროვნების 29 დღე. არავისთვის არაფერია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩემთვის…

სამსახური, ლექციების გაცდენა, ბადურას შენიშვნები, არანაირი “ცნობა” მისგან, ისევ გიტარისტს ვეძებ…

ვიღლები ხოლმე.. განსაკუთრებით საღამოობით, როცა მინდა ვინმეს რამე ვუთხრა, როცა მინდა რომ ამჯერად არა მე მოვუსმინო, არამედ თვითონ გამიგონ სხვებმა..

____

კარგი ჯგუფია ADYTA ! მართალია, მე დიდად არ ვარ მეტალის თაყვანისმცემელი, მაგრამ.. ჯგუფის გარდა ისინი ადამიანები არიან : ) ხო.. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს :  D .. ბოლო 2 შაბათ-კვირა მათთან ერთად მომიწია ყოფნა და რომ იტყვიან “ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობსო” მხოლოდ ეს შემიძია ვთქვა ამ მართლა საყვარელ ხალხზე.. 

___

მინდა რაღაც დავწერო ისეთი, განსაკუთრებული, რომ მონეს “შთაბეჭდილებასაც” კი ვაჯობო..

არ გამომდის…

ხელოვნური ვარ…

ამიტომ, აქ ვწყვეტ წერას და ვეცდები დეკმბრის თვე შედარებით უკეთ გავატარო, რაშიც ეჭვი მეპარება..

ადამიანი ყოველთვის ცოდოა..

მარტო….

___

შემდეგი “დღიური” ახალი წლის ღამეს დაიწერება. ისევ ვიქნები მარტო..

ისევ იზეიმებს მთელი მსოფლიო..

მე კი ვიჯდები ფანჯარასთან, იმედი მაქვს თოვლი მაინც არ დამტოვებს, ვუყურებ და მოვუსმენ “დაე ითოვოსს”, სხვა გამოსავალი ხომ მაინც არასდროს მაქვს..

უკვე 20 წელია… 

Advertisements

2 thoughts on “ნოემბრის ბოლო კვირა

  1. sunwaiting

    რა სევდიანი და მოწყენილი პოსტი იყო :)

    ახლა მივხვდი ჩემი ის პოსტი შემოდგომის ფერების ხანძარზე მართლა შენ შეგეფერებოდა :)

    იცი რაზე ვფიქრობ ხოლმე ხშირად? ნუთუ ადამიანი მართლა მარტოა? …

    არ ვიცი ….

    ჩემ ცხოვრებაშიც ბევრი რამე ხდება ისე, რომ მუდმივად ვრწმუნდები ერთშიც და – მეორეშიც.

    ნუ, აღმართ-დაღმართები ყველგანაა რა :)

    პ.ს. “ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანბით ადამიანობს ადამიანო” აი მე ასე ვიცოდი :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s