დეკემბრის ბოლო კვირა [წლის ბოლო დღე]

Standard

მთელი წელი ველოდებით მხოლოდ ერთ წუთს. გახდება 12 საათი და მორჩა, ისევ უნდა დაიწყოს ერთ წლიანი და მინუს ერთ წუთიანი ერთი წუთის ლოდინი..

დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ერთ წუთს ელოდება – ზოგი სვაროვსკისთვლიანი ბურთის დაშვებასა და ოცნებების ფერადად მოთოვას, ზოგი ირუჯება, ზოგი გუნდაობს, ზოგი კი მხოლოდ ფანჯარასთან ზის და ფიფქების ნაცვლად წვიმის წვეთებს ითვლის რაფაზე..

სხვების მსგავსად ჩემი მწირი შემოსავლითურთ გავედი “საჩუქრებზე”  და მოფუსფუსე, დაბნეული, მოჩქარე ხალხის ლაბირინთებში აღმოვჩნდი [რაღაც დრამატულად ჟღერს :D]. თურმე რამდენი თოვლის ბაბუა დადის ჩემს გვერდით, ზოგს დიდი ბარბის სახლი აქვს ნაყიდი, ზოგს სათამაშო მატარებელი, დიდი თოჯინები.. ხვალ დილას ბავშვები რა ბედნიერები წამოხტებიან ლოგინიდან ყველაზე ადრე! მეც ასე ვიყავი მანამ, სანამ გავიგე, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობდა.. :( სიამრთლე რომ ვთქვა, მეწყინა და ვფიქრობ, რა ვუთხრა ჩემს შვილს [როცა/თუ მეყოლება] – მეც დავახვედრო 1 იანვარს საჩუქრები, თუ თავიდანვე ვუთხრა რომ ეს ყველაფერი არარეალურია, არ არსებობს და მე მითხრას რაც უნდა, ტუ კარგად მოიქცევა მე ვუყიდი.. რომ არ დაელოდოს ყოველ წელს კეთილ თეთრწვერას და რომ გაიზრდება არ გაუცრუვდეს იმედები?!.. ჯერ მაგაზე ფიქრი ალბათ ადრეა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობს თუ გავითვალისწინებთ!!!

წლის შეჯამება: Continue reading

გავიზარდე.. სულ არ გავზრდილვარ.. (მოგონებების სიურეალიზმი)

Standard

მე დიდი ხანია, ბავშვი აღარ ვარ..

გავიზარდე მაშინ, როცა მოდუნებულ ონკანს დასისხლიანებული, კანზეხორცჩამოკიდებული ვუყურებდი.. გავიზარდე მაშინ, როდესაც სულ “მასტუკებდნენ”, როცა ეზოში მრგვალი მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი ციდან ჩამოცვენილი ბომბებისათვის თავის ასარიდებლად., როდესაც ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სწორად თქვა სიტყვები “თვითმფრინავი” და “ჰიდროელექტროსადგური”. დიდი ვიყავი მაშინ, როდესაც არასწორედ, მაგრამ დამოუკიდებლად შევიკარი ფეხსაცმლის თასმები; როდესაც მარტო შევედი ტუალეტში…

გავიზარდე იმ ღამეს, Continue reading

ადამიანო! რას წარმოვადგენ? (ჩემებური სიურეალიზმი)

Standard

არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ხანდახან მგონია… ხანდახან ვფიქრობ, რომ იმაშიც კი დამნაშავე ვარ, რაც არ ჩამიდენია არასდროს…
მინდა რომ შევქმნა. რაიმე.
სხვებისთვის, ხალხისთვის, ჩემი თავისთვის, მეორე მესთვის…
მინდა დავხატო, დავხატო ის სამოთხე, რომელსაც მე ვხედავ ყოველ ღამე, ჩუმი ლოცვისას. მინდა გამოვიყენო ყველანაირი ღია ფერი, დავწერო მუსიკა და მისი თანხლებით ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ლამაზია სამოთხე, მაშინ როდესაც აღარაფერი გაქვს რომ იფიქრო, აღარაფერი გაქვს, რომ გეტკინოს.. როდესაც არ გაგაჩნია გრძნობები, როდესაც ყოველ წამს ეშვები დაბლა თითო საფეხურით და იმსხვრევა შენი უკანა ნაბიჯები.. მინდა ან შევქმნა, დავხატო, დავუკრა, დავწერო ისეთი რამ, რაც მიაღწევს სხვამდე, რაც გააგებინებს თუნდაც ერთს, რომ მე ვარსებობ.. ვარსებობ არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ადამიენების გვერდით. რომ მეც გამაჩნია ბებერი, გაცვეთილი გრძნობები..
ხანდახან ვწერ, ვწერ.. Continue reading