გავიზარდე.. სულ არ გავზრდილვარ.. (მოგონებების სიურეალიზმი)

Standard

მე დიდი ხანია, ბავშვი აღარ ვარ..

გავიზარდე მაშინ, როცა მოდუნებულ ონკანს დასისხლიანებული, კანზეხორცჩამოკიდებული ვუყურებდი.. გავიზარდე მაშინ, როდესაც სულ “მასტუკებდნენ”, როცა ეზოში მრგვალი მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი ციდან ჩამოცვენილი ბომბებისათვის თავის ასარიდებლად., როდესაც ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სწორად თქვა სიტყვები “თვითმფრინავი” და “ჰიდროელექტროსადგური”. დიდი ვიყავი მაშინ, როდესაც არასწორედ, მაგრამ დამოუკიდებლად შევიკარი ფეხსაცმლის თასმები; როდესაც მარტო შევედი ტუალეტში…

გავიზარდე იმ ღამეს, როცა ვიწექი და ვფიქრობდი: “ხვალ სკოლაში მივდივარ, მე ხომ დიდი გოგო ვხდები!” და თან კედელზე ჩამოკიდულ წმინდა გიორგის ხატს ხელზე დადებულ კოცნას ვჩუქნიდი. გავიზარდე მაშინ, როცა პირველად მიყიდეს საათი და დავინახე, რომ თურმე დრო გადიოდა.. თავი დიდი მეგონა მაშინაც, როცა უფლება მომცეს მარტოკას მევლო სკოლაში. მერე რა, რომ მარშუტი ერთი და იგივე და მომაბეზრებელი იყო, წუთები ქრონოლოგიურად, ჯარისკაცებივით მწყობრად დალაგებული, მე მაინც დიდად ვთვლიდი თავს, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ სულაც არ გავზრდილვარ!..

არ გავზრდილვარ მაშინ, როცა ვაკეთებ სავყარელ საქმეს [სამმაგად!!!], როცა მიყვარს, როცა ვკოცნი, ვეფერები… არც მაშინ არ გავზრდილვარ, როდესაც თანახმა ვარ ჩავეხუტო და ვითამაშო ჩემს ძმებთან ერთად, რომლებმაც არაფერი იციან ჩემზე…

ვხვდები, რომ მე საერთოდ არ გავზრდილვარ და უფრო მეტიც – ხანდახან ვბავშვობ! მსურს ფოტოდან გადმოვიყვანო ცისფერთვალება, წითელ/სველ/აბზეკილდრუნჩიანი, ხელისგულისოდენა სახიანი ბავშვი და… მხოლოდ ვუყურო ცოცხალს, როგორ დადის, ტიტინებს, ინტერესით აკვირდება სამყაროს, პატარა თითებს ადებს მაგნიტოფონს და კითხულობს: “ეშ ლა ალიშ?”..

მე არ გავზრდილვარ არც მაშინ, როდესაც ვიყურები სარკეში და ვხედავ საშინელ არსებას, რომელიც მხოლოდ თვალებით მახსენებს, რომ ოდესღაც არსებობდა, რომ ის არ არის უჩინარი და მიუხედავად მისი სურვილისა, ადამიანები მაინც ხედავენ ქუჩაში მოსიარულეს. ხედავენ, მაგრამ არ ამჩნევენ… მხოლოდ თვალებში ჩანს, რომ ოდესღაც მას სული ჰქონდა, რომ იზრდებოდა, ან სურდა გაზრდა…

მე არ შევცვლილვარ…

შეიცვალა მხოლოდ გარეგნული არსება, ჩემს თვალებს ისევ სურთ ბავშვურად გაზრდა. უარს არ იტყოდნენ ჩაეცვათ დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თვალებზე წაეთხიპნა ყველა ფერის საღებავი და ხელში მობილურის ნაცვლად ტელევიზორის პულტი დაეჭირა იმის დასამტკიცებლად, რომ ის უკვე დიდია! მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში არასდროს მიქნია მსგავსი რამ, ახლა მივბაძავდი ყველა პატარას და ასეთ დათხუპნულს ამიყვანდა მამიკო ხელში თბილი სიტყვებით: “მამას პრინცესა…” და მე სრულიად ბედნიერი ვიქნებოდი იმ რეალობის…

მე არ გავრდილვარ…

ხანდახან მხოლოდ ვბავშვობ…. 

Advertisements

5 thoughts on “გავიზარდე.. სულ არ გავზრდილვარ.. (მოგონებების სიურეალიზმი)

  1. ჩვენ ყველანი ვატარებთ შიგნით ბავშვს, რომელსაც არ უნდა გაიზარდოს))) მომწონხარ… შენგან მოდის ემოციები, რომლებსაც მე ყოველთვის ვკლავ საკუთარ თავში და ისე ღრმად ვმარხავ, თვითონაც მავიწყდება მათი არსებობა… შენც უნდა ისწავლო, თუ გინდა გადარცე ასეთი სულით… მომწონხარ…)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s