დეკემბრის ბოლო კვირა [წლის ბოლო დღე]

Standard

მთელი წელი ველოდებით მხოლოდ ერთ წუთს. გახდება 12 საათი და მორჩა, ისევ უნდა დაიწყოს ერთ წლიანი და მინუს ერთ წუთიანი ერთი წუთის ლოდინი..

დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ერთ წუთს ელოდება – ზოგი სვაროვსკისთვლიანი ბურთის დაშვებასა და ოცნებების ფერადად მოთოვას, ზოგი ირუჯება, ზოგი გუნდაობს, ზოგი კი მხოლოდ ფანჯარასთან ზის და ფიფქების ნაცვლად წვიმის წვეთებს ითვლის რაფაზე..

სხვების მსგავსად ჩემი მწირი შემოსავლითურთ გავედი “საჩუქრებზე”  და მოფუსფუსე, დაბნეული, მოჩქარე ხალხის ლაბირინთებში აღმოვჩნდი [რაღაც დრამატულად ჟღერს :D]. თურმე რამდენი თოვლის ბაბუა დადის ჩემს გვერდით, ზოგს დიდი ბარბის სახლი აქვს ნაყიდი, ზოგს სათამაშო მატარებელი, დიდი თოჯინები.. ხვალ დილას ბავშვები რა ბედნიერები წამოხტებიან ლოგინიდან ყველაზე ადრე! მეც ასე ვიყავი მანამ, სანამ გავიგე, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობდა.. :( სიამრთლე რომ ვთქვა, მეწყინა და ვფიქრობ, რა ვუთხრა ჩემს შვილს [როცა/თუ მეყოლება] – მეც დავახვედრო 1 იანვარს საჩუქრები, თუ თავიდანვე ვუთხრა რომ ეს ყველაფერი არარეალურია, არ არსებობს და მე მითხრას რაც უნდა, ტუ კარგად მოიქცევა მე ვუყიდი.. რომ არ დაელოდოს ყოველ წელს კეთილ თეთრწვერას და რომ გაიზრდება არ გაუცრუვდეს იმედები?!.. ჯერ მაგაზე ფიქრი ალბათ ადრეა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობს თუ გავითვალისწინებთ!!!

წლის შეჯამება:

ფაქტობრივად , კარგი წელი იყო! 2009 მშვენივრად დაიწყო მართალია სკაიპში , მაგრამ მაინც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად :) ! ასევე კარგად წავიდა ასე თუ ისე.. ამ წელს მქონდა ოქროს დაბადების დღეც შეძლებისდაგვარად სასიამოვნო გარემოში აღვნიშნე!  ამ წელს მოვიტეხე ფეხი უკვე მეორედ იმავე ადგილას, სადაც ბავშჳობაში, ცეკვას რომ დავანებე თავი ამის გამო [ვინც არ იცის 9 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს და ერთადერთი რაც საქართველოს ტრადიციებში ყველაეზ მეტად მიყვარს და ვაფასებ – ეს ნაციონალური ცეკვებია] ამ წამსაც სასტიკად მაწამებს ტკივილი [ალბათ ამინდის ბრალია].. ამ წელს გადავედი მესამე კურსზე [თითქოს 2009 რომ არ დამდგარიყო, არ ვიქნებოდი 3 კურსელი lol :D ] ამ წელს გადავიღე ჩემი პირველი რაღაც – სექტემბერში [მართალია შავი მასალაც არ მაქვს დღემდე ნანახი, მაგრამ მაინც ხომ გადავიღე ჩემი ხელით თან! :D ]. 

ამ წელს დავიწყე მუშაობა ბოლო ბოლო სადაც მინდოდა იქ! – საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი და ვარ ფოტორეპორტიორი როგორც იქნა მეღირსა ეს სამსახური!!! მართალია ცოტა – ცოტა რაღაც არის :D , მაგრამ რაც მთავარია ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს!

2009-ში მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქრო, რომ არსებობს ჩემს ირგვლივ კიდევ სხვა რამ [ხანდახან ვინც].. გავიგე, რას ნიშნავს როცა ხარ თავისუფალი, არ გადარდებს არაფერი ქვეყნად და ეს შეგრძნება მართლა მშვენიერია! შეიძლება ბევრ თქვენგანს უთქვამს ახლა რომ მოვკვდე მზად ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვსო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის ჰაერზე ნასროლი იქნებოდა ეს ფრაზა.. თქვენ იცით, რას ნიშნავს, როცა უბრალოდ უყურებ მწვანეს, გესმის ნიავის ხმა, გრძნობ მას და ფირქობ რომ თავის უფალი ხარ! როცა გიყვარს და მართლა ყველაფერი გაქვს იყო ბედნიერების ზენიტში! ამ წელს შევიცვალე. შემცვალეს!.. მასწავლეს სიყვარული არა კონკრეტული ადამიანის მიმართ, არამედ ზოგადად, სამყარო, ადამიანები, ყველაფერი რაც კი არსებობს უფრო მეტად დავაფასე, უფრო მეტად შევხედე ფერებს.. სამწუხაროდ ვერ გადმოვცემ იმ შეგრძნებებს.. მაპატიეთ.. :(

ბედნიერი ვარ, რომ გასული წლის [თუმცა რამდენიმე საათი დარჩა მის გასვლამდე] განმავლობაში ყოველ დღე, ყოველ წუთას მე ვგრძნობდი სიყვარულს, სადაც არ იყო მოვალეობები, არ იყო უფლებები და იყო თავისუფალი! თავის უფალი!!!!

ეს საშაა.. ალბათ ბევრი ვერ გაიგებს ამ “სიყავრულს”, რადგან არ ჯდება ქართულ “სტანდარტებში”, მაგრამ თუკი ოდესმე ვინმე მიახლოებით მაინც მიმიხვდება სათქმელს არა გონებრივად, არამედ რეალურად, მაშინ თქვენც ჩათვლით, რომ იმ წუთებშჲ მზად ხართ ყველაფრისთვის, რაც კი არსებობს მთელს გალაქტიკაში [თუნდაც ეს წამები 2012 წლის 21 დეკემბერს დაგიდგეთ :D:D:D ]..

მე ამ წელს მიყვარდა!…..

miyvarxar

გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, ბევრნი არიან.. ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა გამოვყოფ ჯგუფ ადიტას – წინა “დღიურებშიც” მიწერია მათ შესახებ.. _________

რაც შეეხება დეკემბრის თვეს. ზოგადად…

მტკივნეული იყო – დასაწყისში ყველაფერი – დასასრულს კი მხოლოდ მოგონებები…

ალბათ აჯობებს, გადმოვაკოპირო წინა თვეების დღიურები, სადაც წერია ისევ ჩემი უდიდესი სურვილის შესახებ!..

მე მიხარია, რომ რობოტი არ ვარ.. მე მიხარია რომ ვარსებობ დამოუკიდებლად, უბრალოდ ჩემებურად….


happy new year…

Advertisements

10 thoughts on “დეკემბრის ბოლო კვირა [წლის ბოლო დღე]

  1. amiko

    bevri wavikitxe sheni da sulierad vpiqrob magla dgaxar bevrtan shedarebit. erti ram mainteresebs , mxolod wera gshvelis tu sarwmunoebac? mec vwer chemtvis da magrad mexmareba mara gmertan siaxlove urpo metad mazlierebs da imxela sitbos vgrznob rom ar vici. da kide madloba shen, mixaria rom vkitxulob shens azrebs , radgan chemtan axlosaa :)

    • mm… madloba pirvel rigshi sheni komentarebisatvis da wakitxvistvis aseve dadebitad shefasebisatvis… wera simartle gitxra ar mshvelis… anu ise modis raa… tavisit – )) gamiznulad ar vaketeb. sarwmunoebas rac sheexeba gmerttan siaxlove exa monazvnobaze ar vfiqrob da simartle gitxra eklesiashi ar davdivar [imitoro modaa] magram gmertis namdvilad mwams da sul ertad vart xolme.. nu ragac ise jgers mara amaze blogze ver visaubreb..

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s