იანვრის ბოლო კვირა [წლის დასაწყისი]

Standard

მომეჩვენა, რომ ეს თვე ზედმეტად გაიწელა!!! თითქმის არაფერი საინტერესო… ახლა არ მახსენდება, ყოველშემთხვევაში…

გადავავლე წინა “ბოლო კვირებს” თვალი და მივხვდი, რომ არც ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს. არასდროს არაფერი ხდება, ერთფეროვნებაა [არადა ფერები ფერები ფერები მიყვარს…]. გამოცდებს მოვრჩი [როგორ მოვრჩი ეგ არ ვიცი, სტიპენდია მინდა ჩემი სტუდენტობის მესამე წელია უკვე, მაგრამ რატომღაც ქულებს ვერასდროს ვაგროვებ შესაფერისს..], სამსახურში ისევ ისეა საქმე, ჯგუფშიც არაფერი შეცვლილა, არც პირადში, სხვათა შორის :).

სამაგიეროდ მეგობრები მყავს კარგი : ) იკა [ძველი “ჯგუფის” ბასისტი] და დათოს [ადიტა] გამოვყოფდი. ორივე განსხვავებულია ერთმანეთისგან – იკა შტერია :))) [არ ეწყინება] საყვარელი და ბავშვური, დათო სულ სხვანაირი, ვერ აღვწერ lol. უფრო ჩემნაირია. ძალიან ახლო და ყოველთვის ყველაფერს მიგებს. არა, იკაც მიგებს :D მაგრამ აშკარა განსხვავებებია მათ შორის.. ერთი სული მაქვს დათოს მულტიკი როდის დამთავრდება (ვაკუუმი ჰქვია). თანაც ხან ისეთ რაღცებს მეუბნება რასაც ცხოვრებაში არ დავიჯერებდი საკუთარ თავზე, მაგრამ ისე შვება რო ნელ-ნელა მარწმუნებს მთლად გადასაგდები რო არ ვარ :D  და არც ბიჭი არ ხარო მეუბნება და მიხარია :D [იკა მეუბნება ბიჭი ხარო :D ნაზი ბიჭი ლოლ ].. მიყვარს დათო! კარგი ადამიანია ნამეტანი :P

მინდოდა ამ თვეში ექიმთან წასვლა, მაგრამ სახვალიოდ ვდებდი სულ.. იქნებ თებერვალში მაინც გავიგო რა მჭირს და რამდენი დამრჩა : )))) !

ეგეც იქნება…

აბსოლუტურად უინტერესო ცხოვრება მაქვს. მთელი თვის განმავლობაში არაფერი ხდება ისეთი, რაც შეიძლება დამამახსოვრდეს. ა, ხო, გამახსენდა! მე და იკა ვიყავით ვიდეოკამერების სანახავად გასულები მაღაზიებში. კამერები ვერა მაგრამ აპარატები ვნახე კარგი :(((( ფულის მოგროვებას ვიწყებ 1 600 მდე! 200 უკვე მაქვს!!! იმედია, მეღირსება ნორმალური ფოტო აპარატი, ინტერპრესის “ფოტოგრაფმა” რომ არ დამიწეროს “ბრძნული” კომენტარები ხოლმე ჩემს ფოტოებზე ლოლ. ყველა რომ ყველაფერში პროფესიონალობას იბრალებს მაგაზე ვგიჟდები ! :|

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თებერვალს ველოდები 2 მიზეზის გამო და თუ ორივე მოხდა, მაშინ თებერვლის ბოლო კვირის პოსტში ცოტა სიახლეს იმედია შემოგთავაზებთ :)


ანდა…

who cares? :)

….

Advertisements

4 thoughts on “იანვრის ბოლო კვირა [წლის დასაწყისი]

  1. CHEMTANAC MASE….SAMSAXURI…SAXLI…INSTITUTI…SAXLI…SWAVLA….TUMCA SIAXLEEBI MAQVS PIRADSHI…MAGRAM ARA CHEMI MXRIDAN….DA MAINC ERTPEROVNEBA….XDEBA XOLME…YOVETVIS MOMAVLIT VCXOVROB….MEC SHENI AR IYOS TEBERVALSHI VELI CVLILEBEBS..TUMCA DGES UKVE 3 RICXVIA…VNAXOT IQNEB SHUA TEBERVLISKEN MAINC IYOS RAME :) WARMATEBEBS DA “MRAVALPEROVAN PEREBS” GISURVEB :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s