მინდა შევცვალო

Standard

მომინდა ყველაფრის საერთოდ წაშლა. მომიწია, უფრო სწორად. ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყე. სადღაც წავიკითხე “გააკეთე ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია” და დავფიქრდი [ეგეც შემიძია, სხვათა შორის!] – ყველაზე მეტად ტკივილის მეშინია. ჯერ ფიზიკურის, სულიერს ასე თუ ისე შეჩვეული ვარ.

დასაწყისისთვის ორივე ვენა წავირთვი. შემდეგ ძვლებიდან ქვები ჩამომფხიკეს, ნარჩენებზე ახლის აშენებას აღარ დაველოდე – კიდევ მექნება ამის დრო.

წავშალე ჩემი ცხოვრების უკანასნკელი ერთი წელი [ჯერ მესიჯებით დავიწყე]. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, წარსული ისევ მაწუხებს, აწმყოში კი ჰაერში გამომკიდეს და ვერსად მივდივარ. უპოლუსო ჩრდილოეთი მგონია ხანდახან ჩემი თავი…

ზედმეტად რეალისტი ვარ.

საკუთარ  თავს არ ვაძლევ არც ოცნების, არც ბედნიერების საშუალებას [ ამ უკანასკნელს შეიძლება არც ვიმსახურებდე]. შეჩვეული ვარ ერთფეროვნებას და მეშინია სიახლეების. სასაცილოა, მაგრამ ძალიან ვგავარ ძველ ქართველ რომანტიკოსებს, გასნაკუთრებით ბარათაშვილს. არადა, სიტყვებმა “რომანტიზმი”, “რომანტიკოსი”, “რომანტიკა”, “რომანტიული” ჩვენს დროში ფასი დაკარგეს. ხშირ შემთხვევაში მოვალეობა და ბუნება ერთმანეთში ერევათ ხოლმე.

სისულელეა ეს ყველაფერი!

იმას ვამბობდი, რომ საკუთარი ცხოვრების წაშლას ვიწყებ. ძალიან მტკივა, ყველაზე ძნელი გაურკვევლობაა, როცა არ არსებობს პასუხები, როცა ცდილობ ჩაეჭიდო და ებრძოლო ცხოვრებას.

ხანდახან ძნელია…

მინდა მჯეროდეს, რომ ხვალ დილით ყველაფერი კარგად იქნება, რომ შევიცვლები, შეიცვლება გარემო, ადამიანები, მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ…

აღარ მახსოვს, როგორია ფერები. არ მახსოვს ნიავის ხმა, მინდა არ მახსოვდეს როგორ უნდა მიყვარდეს… ვცდილობ დავიწყებას…

ბედნიერია ცივი ადამიანი, რომელსაც არასდროს გააჩნია გრძნობები, არასდროს შესტკივა გული ვინმეზე ან საკუთარ თავზე. როგორ მინდა, რომ მეც ვგავდე მათ.. არ იქნებოდა პრობლემები, არ იქნებოდა თეთრი ღამეები, არ იქნებოდა ნერვიული სიცივე… საერთოდ არაფერი არ იქნებოდა და ასე ვიცხოვრებდით მშვიდად მე და დაკეპილი ხორცები დაპროგრამებული ადამიანებივით.

როგორ მინდა, რომ შევიცვალო. არ მიყვარდეს, არ ვფიქრობდე, არ მტკიოდეს, არ ვგრძნობდე…

უმიზეზოდ არაფერი ხდება.. ალბათ გვევალება ასეთები ვიყოთ.

მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ოდესმე ეს ყველაფერი ჩემს სუნთქვასთან ერთად დამთავრდება.. ხანდახან მენანება, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, რომ მე ამისთვის უკვე მზად ვარ…

Advertisements

10 thoughts on “მინდა შევცვალო

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s