მარტის ბოლო კვირა [ბზობა]

Standard

დღეს ბზობაა. ეკლესიაში არ ვყოფილვარ. სანთელი კი დავანთე ღამის 2 საათზე გუშინ… anyway – ყველას გილოცავთ, ვინც იღებს მილოცვებს..

რაც შეეხება თვეს… შეიძლება ითქვას, ნორმალური იყო. თებერვლის “დღიურში” მეწერა სიახლეებს ველოდები მეთქი – ცოტა დაუგვიანდათ მაგრამ მაინც.. ვიყიდე ახალი აპარატი Nikon D 3000 , კიტით. მალე შევცვლი ობიექტივს ალბათ… რევც… ხო კიდე… დათოს დაჟინებული თხოვნით რაღაც სულელობა ლიტერატურულ კონკურსში გავაგზავნე ჩემი ნაჯღაბნები. 2 თვე იგეგმებოდა მერიისა და მწერალთა კავშირის მიერ კონკურსის ჩატარება და როგორც იქნა სამეფო უბნის თეატრში დათქვეს დაჯილდოების დღე. სანამ დაიწყებოდა რამდენჯერმე გამიჩნდა იქიდან წამოსვლის სურვილი მაგრამ დათომ წარბი ამიწია :| ნაცნობები ვნახე და… არ მინდოდა ვინმეს გაეგო რომ მონაწილეობას ვიღებდი – რა აზრი ჰქონდა… შედეგად – “აქ იჭერს რადიო” დაიბეჭდა რაღც სულელურ [სარკაზმი] წიგნში. მეორე და პირველი ადგილები კი შესაბამისად დაინაწილეს მერიის თანამშრომელმა და ჟიურის თავმჯდომარის სტუდენტმა (ჰაპპყ). ახლახანს ფოტოკონკურს “ქოოლგაში” მიტანის ვადა ამოიწურა [რა აბდაუბდად მიწერია :| ] არ მივიტანე ფოტოები :| და საერთოდაც! არც ერთ კონკურსში აღარ  მივიღებ მონაწილეობას! ესეც დათოს ხათრით ვქენი :|

ძველი სიახლეები…

სამსახური – ოხ… გაყინული თევზის თვალებივითაა ისევ.. მაგრამ სარგებელსაც ბლომად ვიღებ = )) აკრედიტაციებს ვაკეთებ კონცერტებზე, დავდივარ გამოფენებზე და კულტურული “ქალი” ვხდები თანდათან  [მგონი]. 19 მარტს Uriah Heep _მა ფილარმონიაში კონცერტი გამართა. Continue reading

Advertisements

ზამთრის ბოლო დღე

Standard

არც ეს თვე გამოირჩეოდა რამით სხვა დანარჩენისგან. გათენებას ვერ ვასწრებდი, რომ უცებ ღამდებოდა.. ველოდებოდი  მაინც სიახლეს – რა სულელი ვარ!!! იყო თამაშები, ვითომ რაღცები.. საბოლოოდ კი, რა საკვირველია, მხოლოდ არაფერი. მთელმა ზამთარმა თითქმის დაუნდობლად ჩაიარა.

ეგ არაფერი…

იწყებოდა მუსიკა და მე ვტოვებდი საკუთარ ფსევდო-ოთახს. ვათვალიერებდი უკვე ათასჯერ ნასწავლ კედლებს, ფიგურებს მათზე ისე, როგორც ბავშვები ღრუბლებს და ხანდახან ფანტაზიის დახმარებით ცდილობენ თეთრი ჰაერის სიმრგვალე თავიანთვის მისაღებ რაღაცას/ვიღაცას მიამსგავსონ. მე ბევრჯერ მითქვამს – ისევ ბავშვი ვარ და არ მსურს გაზრდა. დიდები ისე შორს არიან ჩემგან…

“შენ უნდა წასულიყავი, დაანგრიე ჩვენი ოცნებები. ალაგებ ბარგს და ტოვებ სახლს, მხოლოდ წასასვლელი ბილეთი გაქვს, მაგრამ ჩვენს წინ კიდევ ერთი დღეა, შემიყვარე ისე, თითქოს არ გაგვაჩნდეს ხვალინდელი დღე, მომიმწყვდიე მკლავებში და მითხარი რომ გჭირდები, ეს უკანასკნელი დამშვიდობებაა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი დღე გვაქვს წინ” – ამ სიტყვებზე [სიმღერაზე] ერთი ჩემი საყვარელი ადამიანი მახსენდება ხოლმე.. “შემიყვარე ისე, თითქოს არ გვქონდეს მომავალი, მომიმწყვდიე მკლავებში და მითხარი, რომ გჭირდები..” სიმღერის მოსმენასავით ადვილი იყოს, ნეტა ყველაფერი.

საშინელი ხასიათი მაქვს Continue reading