მარტის ბოლო კვირა [ბზობა]

Standard

დღეს ბზობაა. ეკლესიაში არ ვყოფილვარ. სანთელი კი დავანთე ღამის 2 საათზე გუშინ… anyway – ყველას გილოცავთ, ვინც იღებს მილოცვებს..

რაც შეეხება თვეს… შეიძლება ითქვას, ნორმალური იყო. თებერვლის “დღიურში” მეწერა სიახლეებს ველოდები მეთქი – ცოტა დაუგვიანდათ მაგრამ მაინც.. ვიყიდე ახალი აპარატი Nikon D 3000 , კიტით. მალე შევცვლი ობიექტივს ალბათ… რევც… ხო კიდე… დათოს დაჟინებული თხოვნით რაღაც სულელობა ლიტერატურულ კონკურსში გავაგზავნე ჩემი ნაჯღაბნები. 2 თვე იგეგმებოდა მერიისა და მწერალთა კავშირის მიერ კონკურსის ჩატარება და როგორც იქნა სამეფო უბნის თეატრში დათქვეს დაჯილდოების დღე. სანამ დაიწყებოდა რამდენჯერმე გამიჩნდა იქიდან წამოსვლის სურვილი მაგრამ დათომ წარბი ამიწია :| ნაცნობები ვნახე და… არ მინდოდა ვინმეს გაეგო რომ მონაწილეობას ვიღებდი – რა აზრი ჰქონდა… შედეგად – “აქ იჭერს რადიო” დაიბეჭდა რაღც სულელურ [სარკაზმი] წიგნში. მეორე და პირველი ადგილები კი შესაბამისად დაინაწილეს მერიის თანამშრომელმა და ჟიურის თავმჯდომარის სტუდენტმა (ჰაპპყ). ახლახანს ფოტოკონკურს “ქოოლგაში” მიტანის ვადა ამოიწურა [რა აბდაუბდად მიწერია :| ] არ მივიტანე ფოტოები :| და საერთოდაც! არც ერთ კონკურსში აღარ  მივიღებ მონაწილეობას! ესეც დათოს ხათრით ვქენი :|

ძველი სიახლეები…

სამსახური – ოხ… გაყინული თევზის თვალებივითაა ისევ.. მაგრამ სარგებელსაც ბლომად ვიღებ = )) აკრედიტაციებს ვაკეთებ კონცერტებზე, დავდივარ გამოფენებზე და კულტურული “ქალი” ვხდები თანდათან  [მგონი]. 19 მარტს Uriah Heep _მა ფილარმონიაში კონცერტი გამართა.ბევრი რამე არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია – ეს იყო საუკეთესო შოუ იმათ შორის სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ!!! [გასაკვირი არც არის, პრინციპში =)) ]. ავტოგრაფიც ავიღე [არადა როგორ მეჯავრება ასეთი რაღაცები :| ] და ფოტოს გადაღებაც მოვახერხე. როცა ჯგუფის წევრები ავტოგრაფების დარიგებაში იყვნენ გართულები, მე მათ უკან დავდექი და აპარატი ერთ-ერთ ფოტოგრაფს მივაჩეჩე = )))) ძალიან “გოიმურიც” იყოს შეიძლება, მაგრამ მინდოდა დამეფიქსირებინა ის მომენტი, როცა მე ამ ჯგუფთან ახლოს ვიყავი – ეგებ შემდეგში რამე ხდება და ამნეზია მემართება, ფოტო მაინც დარჩება = ))))))))

სისულელეა რაღაც…

ახალი ნაცნობებიც არიან. განსაკუთრებით ერთ-ერთი ფოტოგრაფი მინდა გამოვყო, რომელზეც ადრე საკმაოდ “ისეთი” წარმოდგენა მქონდა. საინტერესოდ გავიცანით ერთმანეთი: კარგა ხნის წინ დავინახე რედისონში და მთელი საღამო დავსდევდი მინდოდა გადამეღო ფოტოები. 18-55იანი ობიექტივით რას გადავიღებდი! მაინც არ გავტყდი და ფოტოპორტალზე ავტვირთე მისი არც თუ ისე კარგი ფოტო. რა საკვირველია, აგრესია წამოვიდა მისი “ფანებისა” და ალბათ მეგობრებისგანაც. საბოლოოდ თვითონაც გამოჩნდა ირონიული კომენტარით, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის – არ მეგონა იმ საიტზე თუ იქნებოდა დარეგისტრირებული [რატომ არ უნდა ყოფილიყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მოულოდნელი გამოდგა ჩემთვის ეს ყველაფერი]. ვიფიქრე დავიკიდებ და გავატარებ, მაგრამ ზოგადად, რასაც ვფიქრობ და ვგეგმავ, ყველაფერი უკუღმა რო არ გავაკეთო, მოვკვდები ალბათ = )))) ხოდა ასე მიწერ-მოწერაში მივხვდი, რომ ძალიან საყვარელი და უშუალო ადამიანია. მართალია! არასდროს უნდა იფიქრო სხვებზე მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებით და მითუმეტეს თუ ტელეეკრანზე ხედავ მხოლოდ… anyway, I like him much!!!

მე კი მივხვდი მაგას, რომ პირველი შეხვედრა არ არის ადამიანისათვის საკმარისი წარმოაჩინოს თავისი თავი, მაგრამ ეჭვი მაქვს ხალხი, როემლიც ჩემს ირგვლივ ბოდიალობს, ნამდვილად ვერ ჩაწვდა ამას… არსებობს ისეთი ტიპის ჰომოები, რომლებიც საერთოდ ნანახიც არ მყავს [ხო, იქნებიან ეგეთები. ნამდვილად = ))) ], მაგრამ სამაგიეროდ მათგან მოდის ჩემდამი უდიდესი აგრესია. არ მესმის რატომ.. საინტერესოა, რატომ უნდა უთხრა ადამიანს რაღაც უხეშად ან ცუდად, რატომ უნდა სცადო მისი გულის ტკენა, როდესაც საერთოდ გონზე არ ხარ ვინ არის , რა არის, რატომ არის…

უცნაურები არიან მაიმუნების შთამომავლები [თუ ადამის ცოდვის გამგრძელებლები.. დიდი განსხვავება მაინც არ არის ამ ორს შორის :| ]..

ვეჭიდები.. და ვცდილობ ბევრი რამის შეცვლას.. ამ ბოლო დროს პოლონეთი ან გერმანია ავიჩემე – film school-ს ვგულისხმობ… ორივე ქვეყანაში არიან “ნაცნობები”, დამპირდნენ გაგირკვევთ რამესო… მაგრამ მხოლოდ ჩემი თავის იმედად უნდა ვიყო – ვის ვადარდებ! – არც არავის : ) .. თუ ყველაფერი აეწყო, მინდა რომ სექტემბრისთვის აქ აღარ ვიყო, მაგრამ როდის ყოფილა, მე რამეს ვგეგმავდე და ის გამოსულიყო ისე, როგორც მსურს…

ესეც გაივლის..

უმიზეზოდ არაფერი ხდება და ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული…

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s