ბოლო პოსტი. Hello, 20!!!

Standard

არ მინდა გაზრდა.. ბევრი რამ დამრჩა ბავშვობაში, რის თქმასაც ვერასდროს მოვასწრებ.. არ არის აქ არც ერთი სიტყვა სენტიმენტალური ან ძალად დაწერილი, უბრალოდ მხოლოდ 1 საათი დამრჩა “თინ-ეიჯერობის” და თავს უფლებას ვაძლევ ჩემი ცხოვრება მთლიანად შევაჯამო.

დავიწყებ სულ თავიდან:

ბაბუამ გამზარდა. პირველი ეს მინდოდა დამეწერა. ვიძინებდი მხოლოდ მის ხელში და დღემდე ვამაყობ ამით. შემიძია ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა მყავს [ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს!]. მისი წყალობით შედარებით ადვილად გადავიტანე უ-მამ-ობა. რა იყო მე მესურვა და არ მქონოდა. სამაგიეროდ მე “ქოშები” მიმქონდა ხოლმე სახლის კარებთან ბაბუას მოსვლის დროისთვის [დაახლოებით საღამოს 5-6 საათი] დღეს იგივეს ბაბუა აკეთებს და ყოველთვის გული მტკივა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა სიბერე, უსუსურობა… არ ვიცი…. ბევრი რამ მაკავშირებს, უფრო სწორად, მთელი 20 წელი ბაბუასთან. დღეს თავისი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა, დამიდგა გვერდით და ხელები ოდნავ გაშალა [წეროებს რომ ვთამაშობთ ხოლმე, ისე] და მეუბნება: აი ამხელა იყავი 20 წლის წინ, მხოლოდ ჩემთან იძინებდი… – მინდოდა მეტირა ამ სიტყვების გაგონებისას. თავი შევიკავე…

ბაღშიც ბაბუამ მიმიყვანა, იქიდან გამოვყავდი, რაღცებს ყიდულობდა… მოკლედ, მისი წყალობით ასე თუ ისე ვგრძნობდი ბავშვობას…

ბაღში მეგობრებიც მყავდა   : D ერთს მინდია ერქვა და ისეთი განსხვავებული იყო ეს სახელი ჩემი ყურისთვის, სულ მაინერესებდა როგორი იყო მინდია, არა ბიჭი კი არა, აი ისე, მინდია.. : D მერე ჩემი სახელი არ მომწონდა. მინდოდა სალომე ან თორნიკე მრქმოდა. საბოლოოდ გადამიარა ამ ახირებამ.

ბაღში მე და ჩემმა მაშინდელმა მეგობარმა ერთ დღეს ვისწავლეთ თასმების შეკვრა, მართალია მე არასწორად ვკრავდი, მაგრამ მაინც იკვრებოდა და დიდად არც ეგ მანაღვლებდა…

ვერ ვიტანდი საჭმლის ჭამას! [არც ეხლა ვგიჟდები, ნუ არ მეტყობა, მაგრამ მაინც : D ] მასწავლებელი ქვიშის საათს მიდებდა და სანამ ჩაიცლება უნდა ჭამოო – რა თქმა უნდა არ ვჭამდი და ბურდღუნით მაგდებდნენ სასადილო ოთახიდან.

ბაღის პერიოდთან ყველაზე ცუდად მისი დამთავრება მახსოვს. ერთი მწვანე კაცუნა მყავდა ამოჩემებული, რო დაარტყამდი ხელს ჭყიპინებდა, ხოდა სულ იმით დავდიოდი ერთი პერიოდი.  დადგა დღე, როცა “დიპლომები” უნდა გადმოეცათ ჩვენთვის, ჩავმწკრივდით რიგში და ველოდებით როდის მოვა ჩვენთვის ხელის ჩამორთმევის დრო. მივედი დირექტორთან ახლოს, რაღაც ყუთანი კაცი მეუბნება ჩიტი გამოფრინდება ეხლაო, საიდან უნდა გამოფრენილიყო ის ჩიტი ვერ მივხვდი მაგრამ მიხაროდა ჩემს მწვანე სათამაშოსთან ერთად გაფრენილ ჩიტს რომ დავინახავდი. ვინ დამაცადა! გამომგლიჯა ხელიდან ამ საზიზღარმა ქალმა და სუ ჭყიპინით დავარდა ძირს. საბოლოოდ სურათიც აცრემლებულთვალებიანი გამოვიდა, მართალია პროფილით, მაგრამ გეფიცებით ის შეგრძნება დღემდე მახსოვს. ეს იყო პირველი, როცა რაღაც მეწყინა და დღემდე იმავეს განვიცდი როცა ვინმე რამეს მაწყენინებს ხოლმე, ისევ ბავშვურად მტკივა გული და თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავებას ვცდილობ..

ისევ სენტიმენტალიზმი.. არა, არ გვინდა….

დადგა სკოლის დრო. რა საკვირველია, ისევ მახსოვს ფიქრები როცა უნდა გათენებულიყო [მგონი] 2 სექტემბერი – ხვალ სკოლაში მივდივარ, ხვალ დიდი გოგო ვხდები! სკოლა, აქ ხომ დიდები დადიან! – ზუსტად ამაზე ვფიქრობდი მთელი ღამე , კინაღამ გავათენე მზის ამოსვლის მოლოდინში…. სიმართლე ვთქვა, მთელი 11 წლიდან ბევრი არაფერი მახსოვს.. ახლა შეიძლება ამას ჩემი კლასელებიც კითხულობენ [მეტი არაა ჩემი მტერი], მაგრამ ძალიან მალე დავივიწყე სკოლა და იქ გატარებული დღეები. ალბათ ასე მინდოდა და იმიტომ! 11 კლასის ბოლოს ბოლო ზარისთვის ისევ ისე ბაღის წყანასავით მეწყინა, როცა ყველამ უარი მითხრა ბოლო ზარის გაკეთებაზე.. ხოდა აღარ მინდოდა არც სკოლა, არც კლასელები…

თუმცა, იყო რაღაც სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტები…

სკოლაში მეც ვთამაშობდი შეყვარებულობანას. 3-4 კლასში ერთჳ კლასელი ბიჭი ორ გოგოს გვეპრანჭებოდა და მეოთხე კლასის ბოლოს ორივესთან ერთად ხელგადახვეული ფოტოც აქვს გადაღებული. ხშირად ვათვალიერებ ფოტოებს და მსიამოვნებს იმ მომენტების გახსენება.. ერთ კლასელს თავში კევი ჩავაწებე! არა, ცელქი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უბრალოდ მინდოდა გამომეცადა რა გრძნობა იყო, როცა ვიღაცას თავში კევი აქვს. მეორე დღეს თმაშეჭრილი მოვიდა ის ბიჭი სკოლაში , დედამისმა მოიყვანა და სულ კანკალით გავდიოდი გარეთ, დედამისმა არაფერი მითხრას რატომ ჩააწებე ირაკლის თმებში კევიო : D . მერე იყო 5-ე კლასი, იქ ერთი სიმპატიური კლასელი გვყავდა, ესეც მე და ისევ იმ მეორე გოგოს ერთად გვაბამდა – )))) კაი დრო იყო – )))))) მერე მეცხრე კლასში მომწონდა ერთი რიჟა ბიჭი. პარალელური კლასელი. მაგრამ სკოლიდან გააგდეს და დღემდე არ ვიცი მისი ასავალ-დასავალი : |

ასეთი იყო ჩემი სკოლის დროინდელი “რომანები”, რომლებიც არც დაწყებულა და შესაბამისად ვერც ვერასდროს დამთავრდება – ))

ცოტა ეროტიკასაც შემოვიტანდი ამ პოსტში, მაგრამ მგონი არ მინდა – ))) !!!

მეგობრებში შეიძლება ითქვას მიმართლებდა. იყო 1, 2, 3 კაცი რომლებმაც გაურკვევლად მაწყენინეს, მაგრამ დიდად არ მიმიქცევია მაშინ ყურადღება ამისთვის…

3 წლის ასაკიდან დავდიოდი ცეკვაზე და ინგლისურზე. ცეკვაზე 9 წელი ინგლისურზე მთლიანობაში 16 ალბათ. ცეკვის პერიოდზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქმა.

ახლა ვინც მე მიცნობს [და ამ პოსტს კითხულობს], დარწმუნებული ვარ, ვერასდროს წარმომიდგენს ისეთს, როგორიც მე მთელი 9 წლის განმავლობაში ვიყავი. ყოველთვის ბოლო, გაჩუმებული, თავდახრილი, რომელიც ითმენს სხვის ყვირილს, სიცილს, ხანდახან შეურაყოფასაც… ცეკვის პერიოდში ჩამომიყალიბდა საკუთარი თავის კომპლექსი, რომელიც ერთადერთია რაც ამ დრომდე – 20 წლის ასაკამდე მომყვა და არ ვიცი ოდესმე დავაღწევ თუ არა თავს მას. გარკვეულწილად ძნელი იყო ჩემთვის იმის ყურება, როგორ ერთობოდნენ სხვა ბავშვები გოგოები ცალკე, ბიჭები ცალკე ხანდახან ერთადაც, და როგორ ვიყავი მე მარტო. არ მყავდა იქ მეგობარი, ერთი გოგო იყო, მარი გეთია [ნეტა როგორაა ეხლა], რომელსაც შედარებით ესმოდა ჩემი და მეც მთელი გულით მიყვარდა ის. თუმცა, ვერ გამოვხატავდი ისევე, როგორც დღეს… ცეკვის ბანაკებში დავიწყე დღიურების წერა. გულის ფორმის დღიური მქონდა, სუნიანი ფურცლებითა და ოქროსფერი ბლოკნოტით და ყველა დღეს ვიწერდი იქ. ბოქლომი გაფუჭდა, დღიური “ტუმბოზე” დამრჩა და ყველამ ყველაფერი წაიკითხა. ყველაფერი რაა… ჩემზე ეწერა უბრალოდ, რომ მინდოდა იქიდან წასვლა, სახლში ყოფნა თუნდაც მთელი ზაფხული ამოვმხვრჩვალიყავი თბილისში, რომ მძულდა საშინლად რეპეტიციები იმიტომ, რომ რამდენჯერმე პლასმასის ბოთლი მომხვდა თავში და მსგავსი ყოველდღიურობა.. მას შემდეგ უფრო შემძულდა ბავშვები და უფრო შევძულდი მათ მე. არ მინდოდა ცეკვა, არ მინდოდა კონცერტები, არ მინდოდა გასტროლები და როგორც იქნა ერთ-ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი კონცერტის წინა დღეს შევეშვი ყველაფერს. ბოროტად მიხაროდა – ზუსტად ვიცოდი, რომ ხაზები აებნეოდათ, შუალედები აერეოდათ და ეს მე მახარებდა. სრულიად ბედნიერმა დავანებე ამ 9 წელს თავი და გადავწყვიტე სხვანაირად მეცხოვრა. დიდი არ გეგონოთ აქ. დაახლოებით 6 კლასელი ვიყავი. გავწყვიტე ყოველგვარი ურთიერთობა ყველასთან და დღემდე არ მაქვს სურვილი მივუბრუნდე ჩემს წარსულს ან ვირტუალურად ან რეალში – საკმარისად ბევრი ტკივილი მომაყენა მან…

შემდეგ იყო რამდენიმე ერთფეროვანი სკოლის წელიწადი. ყოველ ღამე ღმერთს ვეხვეწებოდი რომ ბუნებაში, ბოტანიკაში, ბიოლოგიაში [ყოველ წელს თითო] არ გამოვეძახე მასწავლებელს! – ღმერთიც მისრულებდა თხოვნას!!!

მქონდა პერიოდი, როდესაც გაგიჟებული ვიყავი რადიოზე და ერთ-ერთი აქტიური მსმენელი ვიყავი რადიო “ფორტუნა +” – ის. აქ დავიწყე რეკვები და სწორედ აქედან მოდის ჩემი ძველი ნიკი “ტბ_პარაზიტკა” რაც რეალურად “თბილისელ პარაზიტკას” ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ ვიღაც ბათუმელი პარაზიტკაც არსებობდა თურმე და მსმენელებმა შემოკლებით “ტბ” შემარქვეს. არ ვიყავი წინააღმდეგი. იყო რამდენიმე სასიამოვნო დღე, კვირა თვე, წელიწადი რადიოს ხალხთან ერთად. მყავდა მეგობრები და საკმაოდ მიყვარდნენ ისინი. აქვე მყავდა შეყვარებულიც, რომელმაც ზაფხულში მიღალატა, არადა მეუბნებოდა რომ ვუყვარდი, ჩემმა “მეგობარმა” იცოდა ეს, არაფერს მეუბნებოდა და გამოვედი მოტყუებული და მიტოვებული.  ეს ბიჭი რამდენიმე თვის წინ ავარიაში გარდაიცვალა და დარჩა ძალიან ლამაზი მეუღლე და ძალიან საყავრელი პატარა გოგონა, რომლებსაც სიამოვნებით მივიღებდი ყოველ დღე მაგრამ…. შემდეგ ჩემს ერთ-ერთ [დღემდე!!!] საყვარელ მეგობართანაც მოახერხეს ჩემი დაშორება, დააჯერეს ათას სისულელეში და ჩვენი გზები გაიყარა გასული წლის 10 აპრილამდე. მას შემდეგ რადიოსაც ჩამოვშორდი და აღარ მინდოდა არც მსმენელების გახსენება, არც ეთერებში დარეკვა..

ვყვები ჩემი ცხოვრების ისტორიებს და სულ რაღაც ნახევარი საათი დამრჩა “ბავშვობის”. არ მინდა გაზრდა….

 შემდეგ იყო უნივერსიტეტი. პირველი კურსი – ყოველ დღე განსხვავებული, საინტერესო, ახალი… თუმცა არ მინდა ამაზე საუბარი.. მინდა ის მოგიყვეთ, თუ როგორ მეწყინა…

მეგონა, რომ ბევრჯერ მიყვარდა [თუნდაც სკოლის “რომანები” – ))) ] მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ მხოლოდ ბავშვური გატაცებები იყო.. 2008 წლის აგვისტოში [ზუსტად ომის პერიოდში] გავიცანი ერთი ბიჭი. ახლოს ჩემს ხასიათთან, სულთან, იდეოლოგიასთან, ინტერესებთან… 30 დეკემბერს შევხვდით პირველად და ეს იყო ერთადერთი ახალი წელი, როდესაც ვგრძნობდი, რომ მე მარტო არ ვიყავი. ვუსმენდი let it snow-ს, გარეთ თოვდა, საახალწლო განწყობა იყო და მე ვგრძნობდი, რომ ვიყავი თავისუფალი, მე ვგრძნობდი ყველაფერს, რისი შეგრძნებაც შეეძლო არამხოლოდ ადამიანს, არამედ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს. არ ვიცი, რამდენად გამიგებს ამას მკითხველი [ანდა, ეგებ მხოლოდ ჩემი თავისთვის ვწერ : ) ]. მე თქვენ გაგაცანით ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდები და ალბათ მიხვდებით, რომ საკმაოდ ადვილია ვინმემ მაწყენინოს, გული მატკინოს და რაც მთავარია – არ გამომივიდეს ის, რაც მინდა… “ზღაპრები ხომ არ არსებობს, რატომ ატყუებენ ბავშვებს?!”… ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი მძინარე მზეთუნახავი, ძალიან ლამაზი, უბრალო, გაშლილ კაბაში ჩაცმული და მქონოდა სასიამოვნო ხმა, რათა ადვილად გადამეცა გრძნობები ჩემთვის საყვარელი ადამიანისათვის. მაგრამ ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე და ასევე ჩემი ხმის გათვალისწინებით რა საკვირველია ბავშვობაშივე ვთქვი უარე ბავშვობის სულელურ სურვილზე და გადავწყვიტე რეალურად მეცხოვრა. იყო მომენტები როდესაც ვცილდებოდი რეალობას. არ მანაღვლებდა არც ერთი სულიერი არსება მთელს გალაქტიკაში და მხოლოდ იმით ვიყავი ბედნიერი… ვინც ამ სიტყვებს კითხულობს ამ წამს, ის ბოლომდეც ჩავა და რაღც შთაბეჭდილება შეექმნება ჩემზე ვინ ვარ, როგორი ვარ, რატომ ვარ…

წყენაზე ვლაპარაკობდი…

მოხდა ისე, რომ ამ ადამიანმა უარი თქვა ჩემზე. და მე გადავწყვიტე ყველას დაწვრილებით  მოვუყვე ეს ამბავი [მიუხედავად ინტერესისა] იმიტომ, რომ ფეხებზე მკიდია სხვისი აზრები… ყველამ იცის რუსული “ოდნოების” შესახებ, სადაც ნაჩვენებია მეგობრის მეგობრები. მომეწონა ერთი საყვარელცხვირიანი გოგო, რომელსაც ფოტო შევუფასე. შემდეგ მომწერა, მივწერე… აღმოჩნდა, რომ “მან” უბრალოდ ისე გაიცნო, ამას კი ვგონივარ მისი შეყავრებული, დამამატა სკაიპში და მეფიცება რომს აერთო არაფერი აქვთ. ამ გოგომ გადაწყვიტა მისი წაშლა და დაბლოკვა არა იმიტომ, რომ მე მინდოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ თურმე შეწუხებამდე სწერს, მას კი არანაირი ინტერესი არ აქვს ამ ბიჭის. ჩემი დიდი ცდის მიუხედავად ერთ დღეს მომწერა დავბლოკეო, რაც ძალიან არ მესიამოვნა იმიტომ, რომ ვიცოდი რა შედეგი მოყვებოდა ამას… გავიდა დრო. ჩვენ კონტაქტი არ გვაქვს [საქართველოში არაა]. სამაგიეროდ მყავს ახალი ნაცნობები [კარგად მიდის ყველაფერი მუსიკალურადაც, სამსახურშიც, ასე თუ ისე უნივერსიტეტშიც…] ახალი მეგობრები.. ერთ-ერთმა შორიდან ნაცნობმა ჩემ მეგობართან რაღც ურთიერთობები გააბა, რომელიც სამიდან არც ერთ მხარეს არ სიამოვნებდა. მე მხოლოდ შუაკაცი ვიყავი უბრალო – ))) ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთი “ნაცნობის”[რომელიც ჩემი მეგობრის შეყვარბეულს ეპოტინებოდა ყველა მხრიდან საიდანც შეიძლება ადამიანს მიუდგე] მეგონრებში ვნახე ეს ადამიანი  და ამ გოგოს გაკვირვებულმა მივწერე შენ მაინც საიდან იცნობ თქო… აქედან დაიწყო დასასრული. ყველაფერი გადაბრუნებულად მივიდა არ არსებულ ადრესატამდე. აღმოჩნდა, რომ თურმე მე მას “მეგობრებს” [რომლებიც როგორც თვითონ ამბობს არაფერს ნიშნავენ მისთვის] ვუფრთხობ. აღმოჩნდა, რომ მე არაფერს წარმოვადგენ და უარი იმიტომაც თქვა რომ მისმა მეგობრებმა ზურგი მაქციეს. ამის მიზეზი კი თქვენსავით მეც ამ მომენტამდე არ ვიცი…

ისევ არ არსებული ქალაქის გაქრობის ისტორიკოსი შევიქმენი – ))) როგორც ხდებოდა აქამდე…

ახლა?

ახლა არაფერი… ახლა უბრალოდ მიდის ცხოვრება ახლის იმედით, ძიებით და ამ ბოლო დროს ხშირი დაღლით…

ოცნება რა მაქვს?

თითქმის არაფერი.. მხოლოდ მინდა, რომ საკუთარი თავის ცოტა უფრო მეტად მჯეროდეს, ვიცი, რომ საკმაოდ მახინჯი ვარ, ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს, მაგრამ ყველას აქვს სურვილის ქონის უფლება…

და კიდევ… მინდა ჩემს ძმებს ვიცნობდე.. რა სასიამოვნოა ალბათ, როცა სკოლიდან გამოგყავს, ნაყინს უყიდი, მერე სახლში ნერვებს მოგიშლის მაგრამ მაინც იცი რომ ის შენი ძმაა, ის შენია და არასდროს დაკარგავ… ისინი ორნი არიან ჩემთვის, მათთვის კი მე უბრალო სიცარიელე ვარ, არ ვარსებობ…

აი, ზუსტად 10 წუთში მე დავიბადები. დავიწყებ ცხოვრებას… ვინ გამოვა, დიდი რომ გავიზრდები?

რა მინდა ცხოვრებაში…

ამ კითხვებზე პასუხები მე უკვე მაქვს, სამაგიეროდ არ ვიცი – ვარსებობ ნეტა ვინმესთვის?.. სრულფასოვნებისათვის მხოლოდ ადამიანი მჭირდება, რომელიც უფრო მეტად დამაჯერებს საკუთარ თავს, ვიდრე ახლა მწამს მისი…

გამარჯობა, სამყაროვ..

ეს მე ვარ….

Advertisements

26 thoughts on “ბოლო პოსტი. Hello, 20!!!

  1. პოსტი ისე დაიწყო რო უცებ ცრემლები მომადგა. საყვარელთვალებიანი ბაბუ წარმოვიდგინე თან ისეწერდი რო ჩემნაირის აბღავლებას რაუნდოდამერე…
    პოსტიბოლომდე ჩავიკითხე.. საინტერესო ხარ
    რაღაციტ ვგავარტ ასემგონია მერე რა რო მე პატარა ვარ XD
    ააიაიის მომენტიცეკვაზე დავდიოდი და დავკომპლექსდიო, მეც ეგრე მჭირდა
    უბრალოდ მე სიმღერაზე დავდიოდი.ძალიან ძალიან მორცხვი ვარ და აქტიურ ბავშვებში დავიჩაგრე და მერე “ნიჟარაში” შევიმალე XDდღესაც ეგრე ვარ , უბრალოდ ზოგჯერ გამოვდივარხოლმე :P
    ჰოომა წარმატებებს გისურვებ ყველაფერში:*

  2. mariam asanidze

    gvancaaa sheni covreba sainteresoa magram arasdros unda dakompleqsde arafrit mercumen da aravis gulistvis,mere ra ro ert vigacas ar uyvarxar,samagierod 10 uyvraxrar, tan shen ar gaq mdzime xasiati dzalian sayvareli da bavshuri xasiati gaq da eg cudi ki ara piriqit arachveulebrivia :* :*

  3. არასდროს არ წამიკითხავს ამხელა მოცულობის პოსტი ბოლომდე, პირველად მოხდა, რომ ბოლომდე წავიკითხე და ძალიან დიდი ინტერესით+ემოციებით. ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო : ) გილოცავ <3

  4. ამ ბლოგის შესახებ არ ვიცოდი არაფერი,ეს პირველი პოსტია შენი,რომელიც წავიკითხე.
    ძალიან მომეწონა!
    და ძალიან მომეწონე.
    ყველა სიტყვა პირდაპირ გულთან მივიდა და ყველაფერი გავიგე,გაგიგე.
    : )
    უბრალოდ,ბევრი წერე,იოცნებე,ითამაშე,გაიღიმე.
    უზომოდ ბევრ სილაღეს და სიწრფელეს იმსახურებ,ყველანაირ ურთიერთობაში! : )

  5. Provocateur

    თავი ცოტა მაღლა, მეგობარო! ნურავის მისცემ უფლებას, შენი ლამაზი სულის სიმებს უხეშად შეეხოს და ტკივილი მოგაყენოს! ყველაფერი წინ გაქვს, ყურებს ნუ ჩამოყრი. ეს რა თვითშეფასებაა? გახსოვდეს, რომ ლამაზი და მიმზიდველი ხარ და ყველას დაუმტკიცე ეს! მაპატიე ამ დამრიგებლური ტონისთვის. კარგი გოგო ხარ, წერე და წერე. ძალიან საინტერესოდ წერ.

    • მადლობა!!! სიამოვნებიტ გავეცნობოდი შენს პოსტებსაც! გაიხარე სტუმრობისთვის, კითხვისთვის, შეფასებისთვის, კოემტნარისთვის და რჩევისთვის!!!

  6. amiko

    shens zalebshi gasarkvevi xar. shen shegizlia bevrs miagwio. ubralod titqos bolomde gverdshi myopi ar gyavs, kide mgonia sxvistvis aketeb bevr rames da isini ise ar gibruneben rogorc shen mattvis, es adamianis bunebaa, yvelas gonia rom es ase unda iyos da realurad shignidan ar uyureben problemas an saertod cxovrebas. dagla axsene da mgonia kargis ketebit iglebi imitom rom ar gibruneben igives. arasdros ar daigalo sheni axlad shezenili fanis an ravi rogorc piqrob is damarqvi :) rcheva iqneba. megobrebtan dakavshirebit ramdeni saerto gvqonia . neta chemi megobari yopiliyavi . :(. sul axlaxans, mgoni megobari davkarge, vicodi rom davkargavdi da titqos mzad viyavi mara mainc zalian miwirs, tan gogoa. :) . neta iseti adamiani arsebobdes vinc gamigebs, mara mainc subieqturad miyureben.
    xandaxan xalxs tamasshi vyvebi, universitetshi bevrs debili bevrs swavlisgan gagijebuli zogs musikisgan gaijebuli vgonivar. mara damglelia es yovelive, gind win … gind ukan mainc igive rcheba xalxi, bevrs vecade rom adamianebistvis damenaxebina ra iyo mattvis kargi ra cudi , mara mainc im gzas ircheven rasac manamde aketebdnen. albat imitom rom rogorc me mgonia xshir shemtxvevashi subieqturebi matac mase vgonivar.
    bodishi mogawyine , mara kargi adamiani xar da gtxov arasdros danebde gaakete is rac siamovnebas moganiwebs, siamovnebashi kide yvelaze metad siamovnebas siketis keteba moganiwebs, :) mgoni xvdebi rom gmerti mowyalea :) . da gmertis rwmenit icxovre sul da sul grznobde mis shenshi arsebobas da namdvilad yvelaperi kargad iqneba.
    mixaria rom zmebi gyavs me arc zma myavs da arc da. mouare bolomde gava wlebi da samagieros gadagixdian nu ratqmaunda kargi gagebit :) .
    bednieri var rom aseti adamianebi arseboben :) da iamaye im yvelaprit rac gagchnia, rogoric xar da ase shemdeg.

  7. salomea

    vaah axla vfiqrob rogor gadmovce chemi emocia
    rom vkitxulobdi frazebs word-is dokumnetshi vinaxavdi da erti gverdi gamovida. am gverds shevinax- es nishnavs rom dzalian momewona
    daviwyot
    ბაბუ
    romelic mec Zalian miyvars
    მინდია
    skolaSi erqva bichs, romelsac movwondi: D da mec eg shegrdzneba mkonda dgemde makvs:D
    მინდოდა სალომე ან თორნიკე მრქმოდა
    salome kide ho, gamixarda:D tornike rato? :D
    ეს იყო პირველი, როცა რაღაც მეწყინა
    Zalian gulwrfelad moitane emocia
    ვეხვეწებოდი რომ ბუნებაში, ბოტანიკაში, ბიოლოგიაში [ყოველ წელს თითო] არ გამოვეძახე მასწავლებელს! – ღმერთიც მისრულებდა თხოვნას!!!
    bolo fraza dzalian magari
    ეს ბიჭი რამდენიმე თვის წინ ავარიაში გარდაიცვალა და დარჩა ძალიან ლამაზი მეუღლე და ძალიან საყავრელი პატარა გოგონა
    tkivili, romelic ar dagaviwydeba:(
    ვუსმენდი let it snow-ს, გარეთ თოვდა, საახალწლო განწყობა იყო და მე ვგრძნობდი, რომ მიყვარდა.
    roca grdznob rom ubralod arsebob…
    “ზღაპრები ხომ არ არსებობს, რატომ ატყუებენ ბავშვებს?!”
    roca cxovreba sheginebul zgapars daemsgavseba unda ecado an zgaprebis agar gjerodes, an axali, ufro uketesi zgapari gamoigono…
    ისევ არ არსებული ქალაქის გაქრობის ისტორიკოსი შევიქმენი – ))) როგორც ხდებოდა აქამდე
    es istoria ver gavige, dzaan chaxlartuli iyo, tumca vxvdebi rasac grdznob…
    ახლა არაფერი… ახლა უბრალოდ მიდის ცხოვრება ახლის იმედით, ძიებით და ამ ბოლო დროს ხშირი დაღლით…
    vinc edzebs, poulobs…
    mixuruli karis win dgomas azri ar akvs, zurgi unda sheakcio da shenc wamoxvide
    ვიცი, რომ საკმაოდ მახინჯი ვარ, ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს
    ar xar maxinji, sisulelea. yvela kali lamazia me ese mjera. unda agitanon da agitanen kidec vinc namdvilad sheniani ikneba’
    აი, ზუსტად 10 წუთში მე დავიბადები. დავიწყებ ცხოვრებას… ვინ გამოვა, დიდი რომ გავიზრდები?
    ubralod momewona es dabadeba
    ვარსებობ ნეტა ვინმესთვის?.. სრულფასოვნებისათვის მხოლოდ ადამიანი მჭირდება, რომელიც უფრო მეტად დამაჯერებს საკუთარ თავს, ვიდრე ახლა მწამს მისი…
    SEn Seiyvareb Sens tavs vinmeshi- es vinme ikneba girseuli mamri:D
    გამარჯობა, სამყაროვ..

    ეს მე ვარ….
    gamarjoba gvanca
    shen bednieri iknebi: ))))))))))))

  8. qiq )

    Gvanca ara? : )) mariam qiqava saisamovnoa ) gigrdzeni da gangicade boLomde.. kargi xar kargi xar kargi xar.. ctoa internetis ambebi ar momewona ragac ver aghviqmav maset arajansagh kamats :S ) momiteve..

    16 wlis var da ase mgonia dzalian didxans vicxovre… didxanas.. odesgac.. rogori kargi xar ! :)) genacvale shen ! <3

  9. nino

    cavikitxe da ragacnairad davigruze,bagis suratze me didi kopi maqvs tvaltan amitom mec profilshi gadamiges da bevri vitire mag dges maxsovs:)da kidev bevri ragac gamaxsenda amis kitxvisas cudi,momwons sheni blogi pirvelad var,magram cavikitxav imitom rom saintereso adamiani xar gvantsa.
    xo kidev ,maxinji ar xar

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s