უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ…

სტანდარტული

არ ვიცი საიდან დავიწყო… ბევრჯერ ვცადე ისევ დამეწერა ჩემზე ან სამყაროზე.. არ გამომდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გრძნობებიც, აზრებიც, მაინც ვერ ვაბამდი თავს სიტყვებს. ახლა კი ვწერ მხოლოდ ჩემთვის.. არ ვიცი რისი გადმოცემა მინდა ამით. ალბათ იმ ფიქრების, რომლებიც ეხლა ტრიალებენ თავში. ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ჩემი ბლოგი, ბევრმა კომენტარი დატოვა აქ, ზოგმა კი პირადად მომწერა რაღაც.. საბოლოოდ კი ყველა ერთ აზრამდე მიდიოდა – რომ მე საკმაოდ კარგი ადამიანი ვარ, რომ არ უნდა დავნებდე და აუცილებლად ვიქნები ბედნიერი ოდესმე… ბანალური სიტყვები, რომლებიც ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა უთხრას თუნდაც არამეგობარს. მაგრამ მაინტერესებს, რეალურად რას ფიქრობენ ადამიანები თუნდაც ჩემზე ან თუნდაც თავის ცხოვრებაზე?

ყოველთვის დგება მომენტი, როცა მე მზად ვარ დავუდგე ნებისმიერს, თუნდაც სრულიად უცნობს გვერდით. მოვუსმინო, ვურჩიო, დავეხმარო.. მაგრამ მე რატომ არ მისმენს არასდროს ვინმე , ეგ ჯერ-ჯერობით ისევ ამოუხსნელ ამოანად რჩება.

ახალ ნაცნობებში, ზოგიერთისთვის, მაგალითად უნივერსიტეტში, “რკინის ქალის” იმიჯივით მაქვს – თუ საქმე საჩხუბარია [სწავლის მხრივ] მე უნდა მივიდე, თუ რამე პრობლემაა – აბა გვანცა, შენ იცი! და ასე.. მიხარია, რომ ხალხს ჩემი იმედი აქვს! ჯერ-ჯერობით არ გამიცრუებია არავისთვის..

ვფიქრობ მეგობრებზე. აი ახლა, ღამის ზუსტად 2 საათზე რომელიმეს რომ დავურეკო და ვთხოვო  მომისმინოს, ვინმე თუ გაიტეხს ძილს ჩემთვის? შეიძლება მომისმინონ და მითხრან ისევ ის ბანალური სიტყვები – რომ მე კარგი ვარ, არ უნდა დავნებდე და ცხოვრება აუცილებლად წინ წავა, მაგრამ რა იქნება მერე? ამით მე უკეთ ვიგრძნობ თავს, როცა მეცოდინება, რომ ამ მეგობარს ერთი სული აქვს როდის მომიშორებს იმიტომ, რომ ეძინება, ან სინამდვილეში სულ სხვა რამეს ფიქრობს და უბრალოდ სიტყვა მეგობრობის გამო იკავებს თავს სიმართლის თქმისაგან? ან საერთოდ, რა არის სიმართლდე, ამ წუთამდე არ ვიცი..

რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში სამკაულებს ვათვალიერებდი.. სამწუხაროა, რომ არაფერი მომწონს ანდა პირიქით.. თავს არ ვაძლევ რაიმეს მოწონების უფლებას, ალბათ იმიტომ, რომ ვიცი მხოლოდ გული დამწყდება რაიმეზე. არა, ბრილიანტები და ოქრო არ მიყვარს, მე ხომ ქალი არ ვარ, ხომ არავინ არის ვინც იზრუნებს იმაზე 1 წუთით მაინც მაჩუქოს სამყარო : ) რა საშინელი სიტყვებია. მტკენს…

სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ძალიან მშურს იმ ჰოლივუდელი ბარბი ქალების, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ რომელ მაღაზიაში წავიდნენ და როგორ დახარჯონ ფული. განა იმიტომ, რომ მათ მეტი ფული აქვთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ბევრს, თითქმის ყველას უყვარს.. ისიც მართალია რასაც იტყვით – ჯობია ცოტას უყვარდე და ერთგულადო, მაგრამ რა იცით თქვენ სხვისი სიყვარულის და გრძნობების ამბავი? თუ იტყვით ისინი მხოლოდ სექსისთვის, ერთი ღამისთვის უნდათო? სამაგიეროთ მათ არ ანაღვლებთ ეგ..

ყოველდღე ვუყურებ ჩემი გისოსებიანი ფანჯრებიდან მზის ამოსვლას და ჩასვლას – არასდროს არაფერი იცვლება: მე ისევ ისეთი გამომეტყველებით ვზივარ მონიტორთან, ხანდახან ვჭუტავ თვალებს მზე რომ მაწვალებს ხოლმე, იშვიათად ვიღიმი გულწრფელად, უფრო ხშირად კი მხოლოდ მაშინ როცა მოწყენილი ვარ ესეც იმიტომ, რომ ადრე ერთმა ძველმა ნაცნობმა მითხრა “როცა ცუდად ხარ გაიღიმე, იქნებ ვიღაცას შენი ღჳმილი შეუყვარდესო”.. არც ეს “იქნებ” დადგა და არც ვინმეა არასდროს ჩემს გევრდით, სარკეში კი საკუთრ დაწითლებულ თვალებს, აწეწილ ჩოლკას, სველ ლოყებს და უაზროდ გაპობილ – ღიმილის მცდელ ტუჩებს ვუყურებ. არ მინდა დავიჯერო, რომ იმ ძველმა ნაცნობმა მომატყუა. მე მაინც ზღაპრების მჯერა…

წყნარი ღამეა ახლა… გრილი ნიავი, ცაზე იშვიათად გამოჩენილი ვარსკვლავები, ოთახში თბილი, დაბალი სინათლე და წყნარი, თითქმის შეუმჩნეველი მუსიკა.. ამ ჰარმონიას მხოლოდ ხანდახან ჩემი სუნთქვა არღვევს. ხო, ხანდახან სუნთქვა. არ იცით? მე ხშირად ვერ ვსუნთქავ. ანუ ჩავისუნთქავ და ვარ ისე, სანამ ფილტვები არ შემახსენებენ ვარსებობთო, მერე ისევ ამოვისუნთქავ და ასე, მიდის ცხოვრება…

იმასაც ვაკვირდები, რომ არასდროს ვიღებ ფოტოებს სიყვარულზე. ერთადერთი გადავიღე მზის ჩასვლა, კუთხეში წყვილი ჩანს და საკმაოდ სასიამოვნო, რომანტიული გარემოა შექმნილი – ფოტოც კარგი გამოვიდა.. მხოლოდ ის ჩემთვის არ გადამიღია.. დედაჩემს მოეწონა კადრი და…. გური შენგელაიამ [ლექტორი მყავდა საოპერატოროში] პირველ კურსზე მითხრა – როდესაც რაღცას იღებ, მას უნდა გრძნობდე, შენი უნდა იყოს, ხასიათს გამოხატავდეს და გიყვარდესო… ვიღებ თითქმის ყველაფერს – ლამაზ ფერებს, პორტრეტებს.. მაგრამ არსად არის სიყვარული ჩემთან. ვიცი, რომ ბანალური ვარ… უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ…

ფოტო, რომელიც ამ ტოპიკის გასაფორმებლად ავირჩიე, საკმაოდ ძველია, მაგრამ ჩემი #1 საყვარელი ფოტო. ის მე მგავს. ქალი, რომელიც გამუდმებით ელოდება ვიღაცას ნაღვლიანი სახით, ქოლგით ხელში – ის წასასვლელად უკვე მზადაა [ჩემოდანიც ჩალაგებული აქვს და ფეხებთან უდევს]. ამ ფოტოში მე ვარ და მასზეც მე ვარ! აუცილებელი არ არის ვიზუალური მხარე, რომელსაც ასე დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენ..

რა გულისამრევია ეს ყველაფერი, რასაც აქ ვწერ.. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის. ეს სიტყვები მხოლოდ ჩემია, თქვენ არ დაგტვირთავთ მათი მოსმენით. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ არავისთან მიკავია რაიმე ადგილი….

ამაზრზენი ვარ მე, იმიტომ, რომ ვფიქრობ ამდენს და იმიტომ, რომ არ მოიძებნება ჩემში ადგილი, სადაც შეიძლება სიძულვილი გავაჩერო….

16 thoughts on “უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ…

  1. :):):):)

    rac davibade masmere mazebari var,vezeb pasuxebs da rac ufro mets vpoulob kitxvebis raodenobac imatebs,yoveltvis mainteresebda rom sxvebic iyvnen ase tu ara?!daaxloebit meshvide klasamde mejera rom yvelas qonda ragac tavisi, rashic tavisuflebas poulobda,turme ase araa,farto masebi moixmaren imas rasac erteulebi qmnian,chemtvis esaa cxovreba,me tu verafers shevqmni verc shevigznob tavisuflebas.martalia zalian michirs umciresobashi yofna,xandaxan vityvi xolme eshmaksac caugia yvelaferi rac tavshi maqvs da mec matnairi viyotqo,magram ase araa,me arvar xorci,armaqvs suli,me maqvs imformacia da es imformacia var me,me maqvs kitxvebi da vezeb pasuxebs,ase gavagrzeleb bolomde.
    vnaxe shimshili,vnaxe sixaruli,zgaparshic vnaxe arseboba,miyvarda gagijebit magram is veragmochda bolomde chemtan,me ki vfiqrob rom masas erteulebis eshiniat,radgan mat gverdit ususuria nebismieri masobrivi ideologia,armcams bibliis,arc yuranis,arc buda da arc piramidebis ieroglifebis,yvelafers agviqvav rogorc imformacias,mcams imis rac me shemizlia,siyvaruli shemizlia iseti umravlesobas romar daesizmreba,fiqri shemizlia iseti didi masa ertad romver ifiqrebs,sxivis anareklsac davinaxav da sheyvarebulis gulsac.
    vtvli rom sxvanairad verc vicxovreb,shemiyvarda mzis amosvla(rac ususurma adamianma mimatova)mzis amosvlisas or rames vgznob:sixarulsac da dardsac.sixaruls radgan fiqrs vagrzeleb da dards radgan mze kidev ufro xiluls xdis adamianta ugunur yofas.
    imasac davushveb rom ugunuri me var da sxva yvela kargad iqceva tu chavtvli rom mat sxvanairad ubralod arsheuzliat.
    da bolos me shevqmni da masa amas miigebs,radgan me shemizlia shevqmna da masas arshuzlia shemotavazebaze uaris tqma.
    yvelas ertrames vurchev ifiqret zalian bevri da shezlebt game sizmrebic ki tavad airchiot.

  2. აჰ.. მოკლედ ინტერესით წავიკითხე ამხელა არდაზარებული და მგონი გულწრფელი კომენტარიც.
    ყველაზე მეტად კი ბოლო ნაწილი მომეწონა – მე ვქმნიდა ვთავაზობ მასას, რომელსაც შეუძლია ამაზე უარი თქვას! დავფიქრდი და მომეწონა, შეიძლება რომ მეც ეგრე ვიყო თუნდაც ჩემი ფოტოებით!!!
    ერთხელ მეგობარს ვუთხარი მე მაშინ აღარ ვივარგებ, როცა გადაღების სურვილი დამეკარგება მეთქი და ახლა ვგრძნობ, რომ კარგახანი ვარგისი ვიქნები ალბათ – )
    უსუსურ ადამიანზე მინდოდა მეთქვა – ეს მხოლოდ გულნატკენი ადამიანის შეფასებაა, როცა შენს გვედით იყო უსუსურად ხომ არ თვლიდი : ) მერე რა, თუ მიგვატოვებენ, შენც ხომ ხედავ მზის ამოსვლას, მერე რა, თუ ყველასთვის ერთდროულად არ ამოდის, ოდესმე დროც მოვა….

  3. :):):):)

    ara vergamige scorad,me vqmni da masa amas kiar irchev ubralod uaris tqma arsheuzlia.
    magalitad vinc masas stavazobs serialebis yirebas.shevtanxmdet rom serialebi yvela ertad didi nagavia,am nagavs masa ararchevs da uyureben 600 seria sizulvils da “bozobas” meeqvsase seriashi vitom siyvaruli imarjvebs :D
    masa rom archevdes ras gebulobs mashin amas aruyurebdnen,anu shemqmneli yoveltvis mogebashia,produqcia ardarcheba gausagebeli.shens nacnobebs gadaxede ramdeni matgani uyurebs dokumentur masalaze sheqmnil filmebs saidanac rame kargis shetviseba sheizleba da ramdeni uyurebs braziliur nagavs :)
    mokled me rac davibade masmere ragacas vacyob an vigoneb xoda masam tu ginda ifiqros rom me mattvis vmushaob,me xom amas vezaxi cxovrebas da ara imas rom vigacas velodo rodis chemtvis rames gaaketebs :)

  4. santeresoa aseti midgomac, me ar mifiqria arasdros, ubralod sheizleba moizebnon admaianebi, romlebic hm rogro vtqva ubralod chaaimasizamen yvelafershi rac aqamde uketebia kacs da atasma romc moiwonos da 1ma tqvas ragac cudi.. yoveltvis cudi ufro midis gultan axlos vidre kargi.. chemtan egea. ravi..

  5. :):):):)

    xo kide rac sheexeba vtvlidi tu ara rom roca chemtan iyo mashinac ususurobda.
    amas aseti pasuxit getyvi:
    me arvtvli rom chems gverdit chemnairi moazrovne unda iyos,ubralod esmodes ras vaketeb chemtvis,mistvis da ras vezaxi cxovrebas,tuginda gadavardnili iyos religiashi,me tu meyvareba ususuric meyvareba da mecnieric,saqme isaa tu shemiyvarebs ise rogorc me sheviyvareb,cuds tu dainaxavs chemshi isac sheiyvarebs?
    siyvaruli cota iseti sakitxia vergaigeb faqtebamde tuar mixvedi.
    me marto erti ram minda sigijemde:myavdes chemi tojina romelsac gavufrtxildebi,meyvareba da mistvis shevqmni imazemets vidre xiluli samyaroa :)

  6. :):):):)

    guli nu getkineba imaze rac aresmit shenshi,yvelas amdeni rom esmodes ganvitarebis zalian did safexurze viqnebodit,faqtiurad gvaqvs dedamicis mosaxleobis 15% shemqmnelebi da 85% momxmareblebi,es momxmareblebi atormuzeben shemqmneleb sakmaod efeqturad manam sanam rame isets armoimoqmedeb rogoricaa magalitad seriali.
    ki gadavekide serialebs magram aba davfiqrdet roca dedamicis naxevarze meti serialebit ertoba an szinavs mashin moazrovneta 15% qmnis modas,musikas,ikvlevs dedamicas,ebzvis kataklizmebs,qmnis transports,da afsuliturad yvelafers rasac ganvitarebad mivichnevt

  7. :):):):)

    gaachniat chemo kargo,piradi cxovreba raaris shentvis esaa sakitxavi tore,chemtvis cxovreba tavisuflebaa,tavisufleba ragac chemi unaris qonas vezaxi,marto moxmarebis unari rom armaqvs da shemizlia chemtvisac da sxvistvisac shevqmna rame esaa chemi bedniereba.ki mesmis zalian kargia roca sheyvarebuli xar adamianze da masac aseve uyvarxar,amaze kargi nagdad araferia,magram aramgonia yvela vinc rames qmnis usiyvarulod aketebdes amas,es erti mtliani rgolia.
    vfiqrob,vaketeb,tavisufleba,siyvaruli da aqedan gamomdinarec vaketeb :)
    tu vinme gansakutrebit giyvars mashin cre ufro scrafad brunavs da xandaxan xdeba rom siyvaruls,fiqrsa da ketebas shoris fiqrs vegar vascreft da gulnatkenebi vrchebit.

  8. :):):):)

    shen erti ram unda gaiazro:shen xar gansakutrebuli,daivicye es tavismchagvreli tavdabloba,iyavi shens tavtan bolomde agiarebuli,damijere adamianebi romlebic fiqroben quchashi ardadian blomad,erteulebi fiqroben da ataseulebi moqmedeben,shen erteuli xar da es imazemaglaa vidre atasi ertad sxva,gnsakutrebuli xar da veravin shegcvlis,zustad shensavit mzesac ki verdainaxavs vinme.

  9. დაგიტოვო კოორდინატები?არც მე მძინავს ხოლმე ღამით) ცხოვრებაში არ არის ყველაფერი ისე, როგორც აღვიქვამთ, ხშირად ღია კარს ვამტვრევთ. სიყვარული აუცილებლად მოვა, იქამდე უნდა ისწავლო, როგორ გიყვარდეს. შენ როგორ გინდა გიყვარდეს? როგორ გინდა ელოდე? არ არსებობენ ცარიელი ადამიანები. შენც გადაიღებ ფოტოებს, რომლებიდანაც გადმოიღვრება სიყვარული. ოღნდ იქამდე უნდა იარო, ისწავლო და როცა იპოვი კოკაინივით ერთი შესუნთქვით შეითვისო))))) შეგნებულად არ ვკითხულობ კომენტარებს, ჯერ მინდა მე ჩემებურად აღგიქვა… იცი, ჯერ მარტივი ბედნიერებებით დატკბი. მაგალითად, რომ მზე ჯერ იდევ ამოდის და შენ ჯერ კიდევ გახსენდება სუნთვის აუცილებლობა. მერე მსუბუქი ფლირტი, მერე მსუბუქი სიყვარული და ბოლოს შენს შიგნითაც აინთება მზე.,.. ,არტოობა იქამდე გრძელდება, სანამ ჩვენ გვინდა… გკოცნი)

  10. sevdiani

    მე მითხრეს ყველას საკუთარი თავისთვის სასარგებლო მოჩვენებები აქვსო. მეც ვცდილობდი მომჩვენებოდა მაგრამ რა უნდა ვთქვა. რაც არ უნდა დავწერო სისულელეა ყველაფერი. როცა ადამიანი ღამით მობილურს არ თიშავს ყოველთვის მოგისმენს და გულწრფელადაც გიპასუხებს თუ სწორედ ის აღმოჩნდები ვის ზარსაც ელოდა : ) გისურვებ გელოდონ მაშინ როცა ტკბილად გძინავს

Leave a reply to :):):):) კომენტარის გაუქმება