თვითნებური კრიტიკოსები

Standard

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ცდილობენ რაღაცაში კიდევ დამატებითების [!!!] მონახვას. ვთქვათ, ნახატში, ფოტოში, ფილმში… გავა წლები და ე.წ. “კრიტიკოსები” ამტკიცებენ, რომ ყველაფერი იციან, ესმით შემოქმედის შინა-გან-ობა და ჩვენ, უბრალო მოკვდავნი ვერ ვხედავთ ტილოს, ფირის, ეკრანის, სიმის, სტროფის იქით არსებულ სიურეალობას, თუნდაც სულაც არ მიეკუთვნებოდეს აღნიშნულ სფეროს.

მე არ მესმის, რატომ მაიძულებს სკოლაწითელდიპლომზედამთავრებული [არ შემშლია, ერთად დავწერე!], იმიჯისათვისსათვალემორგებული, ნახევრადმელოტი ან მოგრძოთმიანი, ახალგაზრდობა-სიბერის ზღვარზე მყოფი ორფეხი დავინახო ის, რაც ავტორს შეიძლება აზრადაც კი არ მოსვლოდა. ბავშვობაში ნანახი უბრალო რაღაც, ან განცდა, მოგონება “დიდობაში” შეიძლება ზოგისთვის შედევრად, ზოგისთვის უბრალო ჰაერად აქციო. ამ უბრალოებას კი, რომელიც საკმაოდ ნაკლებია ჩენს დროში, იმხელა კუდებს გამოაბამენ ხოლმე – “ოოო, უმეცარნო!!! თქვენ ვერც კი ხვდებით, თუ რაააამხელა აზრი, რამხელა ემოცია, მთელი მსოფლიოს სათქმელი ჩადო ავტორმა ამაში! ოოო!!!” – და მიდის მერე უნიჭო მსახიობობანას თამში ეკრანზე ან გაზეთის ფურცლებზე. არადა საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბურთი გაუგორდა!!! არა, შეიძლება მართლაც-და ის “ჩადო”, რასაც ეს  “კრიტიკოსი” ამტკიცებს, მაგრამ ვაი, და ის კაცი/ქალი ახლა საფლავში ბრუნავს ამ “ჩადება-ამოღების” დროს?!

შეეშვით სხვისას!!! და შექმენით საკუთარი, თუ შეგიძლიათ!!! კრიტიკა ყოველთვის ადვილია, მთავარი არა სხვისი შეცდომების, არამედ საკუთარი ნაკლის დანახვაა. მე არასდროს დავხაჯავ დროს იმის მოსმენაზე, ვისაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია და უაზროდ მიმტკიცებს თეთრზე შავს [ინი და იანს არ ვგულისხმობ] სხვაა, როცა ბევრი გაქვს ნანახი, მაგრამ სხვანაირად უყურებ სამყაროს, როცა ერთს, მაგრამ მაინც ბოლომდე შენსას ქმნი…

მეც მიყვარს კრიტიკა და საკმაოდ ადვილადაც ვუდგები სხვებს შეცდომების მითითებისას, სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ, რომ მე ის შეცდომა არასდროს მომივიდოდა [თუმცა სხვა მაქვს უამრავი – ))) ].

და ბოლოს… სულაც არ ვცდილობ “მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა”ში ომის დაწყება დავინახო მაშინ, როდესაც უბრალოდ მშვენიერი დილაა…

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s