პარიზული მოდა-სახლის უკან ბედნიერი ხიდი

Standard

ამ ბოლო დროს პარიზის სიყვარული განსაკუთრებით შემოვიდა მოდაში. მეც მიყვარს. ოღონდ სხვანაირად.. არა პარფიუმერულად, არა ეროტიულად, არა ეიფელურად, არა მოდურად, არა ედიტ პიაფურად, არამედ სხვაგვარად… მინდა, ერთხელ მაინც ფარდები გადავწიო და ეიფელი დავინახო, წვიმიან დღეს გარეთ გავიდე და Non, Je Ne Regrette Rien-ის ფონზე მოკლენაცრისფერშარვალიანმა, პაჯებიანმა, თეთრსაროჩკიანმა და გაცვეთილბერეტიანმა ყვავილების გამყიდველმა ბიჭმა წითელი ვარდი მაჩუქოს.

რამდენი ხანია, ბედნიერი არ ვყოფილვარ… მე მაქვს ყველაფერი, მყავს ყველა, ადამიანი, რომელსც ვუყვარვა – რაც მეგონა, რომ სულ მაკლდა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ყოველ წამს ბედნიერად მაქცევს ადამიანს…

სულ მეგონა, რომ სახლის უკან პატარა ხიდი აუცილებლად ბედნიერებისაა. როცა იქ ვდგები, კარგად ვგრძნობ თავს და მინდა, რომ ჩემ მიერ გამოგონილი ეს მითი ყველასთვის რეალობად იქცეს, ჩემს მეხსიერებაში კი ასე უდარდელად დარჩეს.

“მე არაფერზე ვწუხვარ” ეს მეოცნებენის დასკვნითი სცენაა. ყველა ადმაიანი გამოუსწორებელი მეოცნებეა არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის.. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, მაგრამ ჩემთვის დღეებსა და ციფრებს კვლავ ისეთი ფერი აქვთ, როგორადაც ბავშვობაში გავაფერადე. ბედნიერებაც შევღებე ერთხელ, არ ვიცი რატომ, მაგრამ წვიმისფერი უფრო მომეწონა მისთვის..

ოდესმე მეც წავალ პარიზში, სანამ გაბმული გუდოკი გამომაღვიძებედს და ალბათ იქ დამთავრდება ფიქრებშიწერომანია. გონებრივად ხანდახან მგონია, რომ ერთ დიდ რულონზე ვარ დაწერილი, შემდეგ წყალში ჩაგდებული და მზეზე ალაგ-ალაგ ამომშრალი, მელანგადღაბნილი!!!

და ბოლოს. ლოგიკურად, ანუ სულელურად მინდა დავუსვა ყველაფერს წერტილი, ოღონდ მანამდე ნაცრისფერი ოცნებებიდან ერთ-ერთს მაინც მოვაჭრი ფრთებს – ბავშვობიდან ეგოისტი ვარ…

Advertisements

4 thoughts on “პარიზული მოდა-სახლის უკან ბედნიერი ხიდი

  1. იმიტომ, რომ, მომავალს ერთი დადებითი თვისება გააჩნია- არასოდეს არის ისეთი, როგორადაც წარმოგიდგენია. პარიზიც ასეა, შენ შენი პარიზი გაქვს, ის გიყვარს და შეიძლება სულ დაგენგრეს მტელი პარიული ოცნებები რომ ნახავ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s