2010 წლის ბოლო პოსტი

Standard

სიმართლე ვთქვა, დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამ წლის ბოლო პოსტი ბლოგზე. ცოტახანი მოვიცალე [დაკავებული ვარ ნამეტანი -)) ] და მაინც გადავწყვიტე რაც მახსოვს ისინი მომეყოლა თქვენთვის..

წინა წლის “ბოლო პოსტი” არც თუ ისე ბედნიერი იყო.. გაჟღენთილი სენტიმენტალიზმით [არადა არ!] და მოწყენილი სმაილებით.. ამ წელს ცოტა სხვაგვარად ვასრულებ!!

თითქმის ყველაფერში წინსვლაა – ეს მიხარია. მრავალფეროვანი იყო როგორც კარიერული ასევე პირადი ცხოვრებაც [ნუ დავკონკრეტდებით ამ უკანასკნელზე : )) ], რამაც თითქმის ბევრი რამის ხალისი დამიბრუნა. ერთი ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე ამ წელს, რომელსაც დარწმუნებული ვარ მთელს ცხოვრებას დავუკავშირებ. მისი წყალობით მოვეგე გონს და ნორმალური ადამიანივით აზროვნება დავიწყე !! ა ბტონო, ფოტოც! – ))

პირადზე არ ვკონკრეტდები მეთქი!! – )))

კარიერას რაც შეეხება…. ოოოხ…!!! 2009 -ში ბედნიერი რომ ვიყავი სამსახური ვიშოვე , არიქა მომილოცეთ მეთქი, სულაც არ ყოფილა საქმე ასე მარტივად! ახლა დავრწმუნდი, რომ მეც, ქეთიც [გიგოლაშვილი] ყველა ყოფილი და ახლანდელი ჟურნალისტები თუ “ჟურნალისტები” ნამდვილად უთავმოყვარეო არსებები ვართ და ვიყავით! საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსი,” რომლის “მთავრობაც” მოკლებულია ყველანაირ მორიდებას, ადამიანურ გრძნობებს, მიდგომას, დაჟე სინდისსაც კი! ერთი წლის განმავლობაში როგორც თქვენ მიიღეთ სარგებელი, ისე ჩვენ [ნუ მე და ქეთიმ ყოველშემთხვევაში]. სარგებელში ხელფასს ვგულისხმობ. რაღაც გამოცდილება შემძჳნა, რა თქმა უნდა. ყველა ახალი სამსახური ერთი ნაბიჯით წინ გვწევს, მაგრამ თუ საკუთარი თავი გიყვართ, აქაურობას ინტერნეტითაც კი არ გაეკაროთ [სრულ პოსტს ამაზე მოგვიანებით, იანვრის თვეში “დოკუმენტების” კატეგორიაში შემოგთავაზებთ, თვალ-ყური ადევნეთ ბლოგს!!!].

________

ბევრი რამ მოხდა 2010-ში: ყველაფერი კარგად მიდიოდა. ნუ.. ინი და იანივით!  -)) მაგრამ კმაყოფილი ვარ ამ წლის. იმ ადამიანებისაც, რომლებიც ძველმა წელმა შემძინა [განსაკუთრებულად ქეთი მდინარაძე მინდა გამოვყო!!!!!], და საერთოდ.. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

ახალი სამსახური, ახალი საუკეთესო მეგობარი, საყვარელი ადამიანი [სავარაუდოდ -))) ]. ნუ, მართალია ჩემი გარეგნობა და ფიგურა დიდად ვერ შეიცვალა [თმის ყოველ კვირა ჭრას თუ არ ჩავთვლით -))) ] , მაგრამ მაინც არაფერს ვემდური საკუთარ თავს.

მიყვარს ჩემი ფოტოები, მიყვარს ჩემი ნიკონი [რომელიც მგონი ცოტა აჩმახებს ბაო-ბაბის [ბავშვთა ცენტრია, 1 თვე ვმუშაობდი და ხელფასი რო მომცეს არ მჯეროდა თუ მართლა მეღირსა -)) ] გადამკიდე, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგადაა…

შემოგთავაზებთ ფოტოებს 2010 წლის ცხოვრებიდან :

მე და ქეთი. ბათუმი. ვთევზაობთ. კაი დღეები იყო <3

ქ მე, ქეთი და ლუდი -)) 2010ში სმაც დავიწყე. ნუუუ…. მართალია ყლუპ-ყლუპად, მარა მაინც -)))

uriah heep-ის კონცერტზე ვიყავი. წინა პოსტებში კი მეწერა, მაგრამ 2010ს მიეკუთვნება და… :$

სეც მე და ქეთი ისევ ჰიპების კონცერტზე [გიგოლაშილი ქეთი]. ამისთვის სულ ერთჳ იყო ქუჩის ბიჭებთან მივიდოდა მსოასმენად, თუ ჰიპებთან -))

ეთოს ქორწილი. მიყვარს ეს ფოტო <3

სუ. ჩემი ჯგუფი. მომავალი რეჟისორები. წლის ერთ-ერთი ფავორიტი ფოტო [ჩემთვის]. უბრალოდ ხარისხი ჰქონდეს უეკთესი, მთლად გადასარევი იქნებოდა, მაგრამ აი აი აი აი უძალიანესად მიყვარს ეს ფოტო და მომკალით თუ გინდათ!! -))))

ეს ქორთიარდში. რაღაც ხდებოდა და… აღარ მახსოვს -)) დრონი.გე ეპნ.გე მედიანწეს.გე პირველი.გე რაღაც და კიდე ეპნ -)))

მე და ეგო ბათუმში. მიყვარს ეს ადამიანი უძალიანესად!!!!

ბაო-ბაბში თანამშრომლები

ესენი უბრალოდ მეები 2010 წლის კოლექციიდან. 1-2 ფოტო რა…

მე გოგა და გიო [ჩვენის აამაყო სტარი -)) ] კაი დღე იყო <3

ისევ მე და გიო. თბილისი ივენთ ჰოლი. ჯაზ ფესტივალი

ეს მიკია. თუ სწორად მახსოვს ბრაზილიიდან. მაგარი ადამიანი იყო <3 მარმარილოსგან და ინდური მელნისგან [მგონი ეგ იყო არ ვიცი ზუსტად] სიმბოლოებს აკეთებდა.. ბუდა მაჩუქა და სულ ყოველთვის მიკეთია. მიყავრს ასეთი კარგი ადამიანები….

________

მოკლედ… როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან კმაყოფილი ვარ 2010 წლით… იყო პრობლემები და ვისურვებდი, რომ 2011 -მა უნაკლოდ ჩაიაროს ჩემთვისაც და თქვენთვისაც. ზუსტად 1 საათში ახალი წელია. ყველას გილოცავთ!!!

Advertisements

8 thoughts on “2010 წლის ბოლო პოსტი

  1. “ექსპრესნიუსს” ერთი ისეთი ძვირფასი კადრი აღმოვუჩინე, რომელთან შემთხვევით ნაცნობობას ჩემი ცხოვრების შავ ლაქად ვთვლი:):):)
    შესაბამისად, არც ვეკარები ინტერნეტითაც კი :) :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s