epn.ge(ახალი ამბების სააგენტო) – სახიფათოა!

სტანდარტული

ვიწყებ ამ პოსტის წერას და თავს აბსოლუტურად თავისუფლად ვგრძნობ ვინაიდან და რადგანაც ბლოგერი ვარ. მართალია ნაკლებად აქტიური და “გაქექილი” ბლოგერების სივრცე/სანაცნობოში, მაგრამ ლოგიკურად მეც მივეკუთვნები ამ უზარმაზარ სოციალურ ქსელს.

სწორედ ამიტომაც, თავს უფლებას ვაძლევ ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე, აბსოლუტურად ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობილი და ინდივიდუალირი (!!!) პოსტი შემოგთავაზოთ.

ეს იყო თბილისში (ც). 2009 წელს 23 ოქტომბერს გახარებულმა დავასრულე დღე – დავიწყე ფოტორეპორტიორად მუშაობა ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსში. 2 თვე სტაჟიორად ვიქნებოდი, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში კი შტატში ჩავჯდებოდი და ხელფასიც დამენიშნებოდა, მაგრამ ოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ იქნებოდა იმ წამისათვის [ანუ 23 ოქტომბერს ზუსტად ვერ ემტყოდნენ რამდენი], რადგან იანვარში ბიუჯეტი თავიდან უნდა დადგენილიყო და გაიწერებოდა ფოტოგრაფის თანხაც – ასე მითხრა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჩხარტიშვილმა [22 წ], მთავარმა რედაქტორმა ირაკლი მანაგაძე მ [25 წ] და ფინანსისტმა თამუნა კიღურაძემ [ახლანდელი newsline.ge-ს დირექტორი]. შესანიშნავი შემოთავაზება იყო იმ მომენტში, რადგან ფოტორეპორტიორად მუშაობის სტაჟი არ გამაჩნდა მანამდე და თანაც, ვიცოდი რომ ეგრევე ხელფასზე არავინ დამსვამდა. 23-შივე გამაგზავნეს ქ-ნ სანდრა რულოვსთან, ქარვასლაში იაპონური თოჯინების გამოფენაზე მიდიოდა. გამატანეს სააგენტოს ქენონი რომლის გონზეც არ ვიყავი, მაგრამ მაინც ნორმალური ფოტოები გამოვიდა [არაჩემთვის!!!]. 25 ოქტომბერი თბილისობა უწევდა, დილას “სამსახურში” რომ მივედი ირაკლიმ მახარა – შენი 3 ფოტო რეზონანსმა იყიდაო! უბრალო სიტყვებით რო ვთქვათ, მაგრად გამიხარდა. – აი, ასე დაიწო ჩემი საექსპრესნიუსო მოღვაწეობა… გავიდა ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი… მიდის შიდა საუბრები ხელფასებზე, ხელშეკურლებებზე, გვაქვს ოცნებები პრესკარტებზე, რამენაირად რომ დავამტკიცოთ ჩვენი მართლა არსებობა ამ სააგენტოში [დაცვებთან ვგულისხმობ…]. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ იმედებად რჩებოდა – )) დრონი მეფობენ და არა მეფენიო და წავიდა ყველა ჟურნალისტი ვინც კი თავიდან იყო. დავრჩით მხოლოდ მე და 2-3 კაცი ძველებიდან. შევიცვალეთ ოფისი [3ჯერ] დაგვპირდნენ პრესკარტებს [ბევრჯერ] ველოდებით ფულის გადარიცხვებს [დიდიხანია] და ასე მიდის ცხოვრება…

მოვიდა 26 მაისი – აღლუმის დღე. 25ში ღამე ნიკა ისტერიულად მირეკავს ხვალ აკრედიტაცია გაქვს გაკეთებული აღლუმი უნდა გადაიღო და 8ის ნახევარზე [დილას] იქ უნდა იყოო. კი დავიჭყანე ერთი იმ დილაუთენია რა ამაყენებს-მეთქი, მაგრამ კაი ბატონო, მივედი. რიგდება ბეჯები და რატომღაც ექსპრესნიუსის სიაში არ ვარ მე, სამაგიეროდ, 5 თვის წინ წასული ჟურნალისტების სახელები ვიპოვე!!! არ მოვერიდე არაფერს და ავტეხე ისტერიკა, დავურეკე ირაკლის, ნიკას, შენც არ მომიკვდე. უი, არ ხარ სიაში? კაი გავარკვევთ – იყო პასუხი და გავიდა ნახევარი საათი. თეონა [ჟურნალისტი] სირცხვილით სად დამალულიყო არ იცოდა, ისეთ დღეში ჩავაგდე იქაურობა. რა ვქნა, არ შემიძია ასე თუ იქცევიან!!! რასაკვირველია, ისევ მე ვიჩალიჩე ის ბეჯიც და ის აკრედიტაციაც. გადავიღე მთელი აღლუმი + ყვავილების ფესტივალი რიყეზე [სიცხეში, მზეში და მტვერში]. მე და თეონა უიმედოდ ველოდებოდით ზარს სააგენტოდან, ეგებ გვითხრან ახლა რა გავაკეთოთო. რო დაგვიკიდეს, ჩვენც დავიკიდეთ და სახლებში წამოვედით. დღემდე 26 მაისის არც ერთი ფოტო არ მოუკითხავთ – საქმიანი ადმინისტრაცია გვყავდა და.. აჰაჰ.. -))))

ოფისი ისევ შევიცვალეთ – ზაფხულია, ცხელა არაადამიანურად. ხან მვდიოდი, ხან არა – მკვდარი სეზონი. ბოლოს როგორც იქნა გავბედე ვიკითხე – ხელფასი როდის მეღირსება მეთქი. პასუხად ისევ ის მოვისმინე რაც 6 თვის წინ –  აგერ ა.. ბიუჯეტი დამტკიცდება მალეო.. პრეს კარტების მტკივნეულ თემასაც შევეხე და ნუ შეგვიჭამე გული არ გვაქ მაგისი ფული რომ ეგენი გავაკეთოთო [მინდა შეგახსენოთ, თითო დაახლოებით 10 ლარამდე ეღირება…]. ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა და კარები გამოვიხურე.

ზაფხულში ბათუმში გეი პარადს ვდარაჯობდი. დავსდევდი ამ უღმრთო რუპორიან ვითომ მღვდლებს, ქუჩის აქციებს რომ მართავენ წირვის ნაცვლად და მიუხედავად იმისა, რომ არც ეკლესიაში შევსულვარ აპარატით და არც ვინმესთვის გადამიღია [ცხელ წერტილს ველოდებოდი, შეტაკებები და ა.შ.], ერთმა თეთრწვერა კაცმა ცოტა დააკლდა და აპარატს გადამალეწავდა დატოვე აქაურობა სასწრაფოდ, არ მაინტერესებს არც თქვენი მედია არც მედეაო. ვინატრე მეთქი სად არაა ტელევიზია!!! და ბათუმიდან ექსპრესნიუსში გადმოვცემდი ყველაფერს, რაც ხდებოდა. სტატიაც დაიბეჭდა, ნიუსებიც დაიდო და მოკლედ, ჟურნალისტობასაც კარგად გავართვი თავი.

მოვიდა სექტემბერი. გამწარებულმა შევაბიჯე ირაკლის ოთახში და ხელფასი მოვითხოვე. მეორე დღს დამიბარა და სიახლე მახარა  –  მე და ნიკამ გადავწყვიტეთ თითო გადაღება ათი ლარი, ოღჴნდ მე დაგირეკავ როცა დამჭირდებიო. ისეთი ინტენსიობით რომ მევლო გადაღებებზე , როგორც საინფორმაციო სააგენტოს ფოტორეპორტიორები და როგორც თვითონ მე, ადრე დავდიოდი, დღეში მინიმუმ 3 ადგილას, კარგი ჰონორარი გამომდიოდა თვის ბოლოს. სექტემბრიდან დღემდე კი მხოლოდ 5გან გამიშვეს – )) ჟურნალისტისგან გავიგე “ზედმეტი ხარჯი არ სჭირდებთ, სტაჟიორებს ატანენ სააგენტოს აპრატსო”…

ბოლოს გადავწყვიტე ჩემი უფლებებისთვის მებრძოლა და ბოლო-ბოლო ფოტოების ორიგინალები რაც მაქვს ნუ გამოიყენებს სააგენტო. ერთხელ ვუთხარი და გაატარეს. მე კი ამ 50 ლარს პრინციპში ჩავუდექი. ადვოკატის თანხლებით მივედი და ჩემს უფლებებს მათთან ერთად ვარკვევდი. როგორც აღმოჩდა, თურმე მე არ ვარ თანამშრომელი, არ ვმუშაობ სააგენტოში, სტაჟიორი ვარ წელიწადნახევარია, არ გადამიღია აღლუმი იმიტორო თჲრმე დამაგვიანდა : )) ამის პასუხად თეონას დავურეკე და ხმამაღლამოსაუბრე ჩავრთე, გავამეორებინე ზუსტად რა მოხდა 26 მაისს და ბოლოს ვუთხარი ასე მიმტკიცებენ მეთქი. მის კომენტას აქ აღარ დავწერ -))) 2009 წლის შემდეგ ფული არ ჩარიცხულა დღემდე, რა თქმა უნდა, არც პრესკარტებისთვისაა საკმარისი და + ამ ყველაფერს, მე უფლებაც არ მაქვს, საკუთარი ფოტოები მივანდო იმას, ვინც დაიმსახურებს. ორიგინალები მე მაქვს, ამბობენ რომ არ ვმუშაობ, თამუნა კიღურაძეზე კი, როცა მოვითხოვე დავურეკოთ და გავარკვიოთ როდიდან ვარ შტატში მეთქი, ასეთი პასუხი მივიღე ჩვენ საერთოდ მაგასთან არ გვაქ კონტაქტი, არც მეგობარი ყოფილა და ნუ მაბრალებ რაღცეებსო [(ც) ირაკლი მანაგაძე]. იგივეს ამბობს გიორგი ფუტკარაძეზე, რაში მაანღლებს მათი აზრი, შენ მხოლოდ 1 თვეა რაც აქ მუშაობ და 50 ლარი 2 კვირა გადავაცილე, რა ამბავს ტეხო.

თურმე, ჟურნალისტები, რომლებიც 3 ტელევიზიაში არიან [საბა გუჯაბიძე, ქართლოს შარაშენიძე და ცირა შერგელაშვილი], ასევე მედიანიუსის კორესპონდენტი ქეთი გიგოლაშვილი, ამბები.გეს ყოფილი ჟურნალისტი ლიკა ჯოჯუა და მეც, რომელიც ნეტგაზეთში ვიყავი 2 თვე, თურმე ამ ყველას რეკომენდაციები ირაკლი მანაგაძემ გაუწია.

ასეა თუ ისე, მე ჩემ თავთან მაინც მართალი ვარ. თითქმის წელიწადნახევრის შრომა წყალში გადახტა და თურმე, არც კი მიმუშავია. ნუ…. ეს ახლა ამბობს მანაგაძე ასე, თორემ იმ აუდიო ჩანაწერში რომელიც მპ3 პლეერში ჩავიწერე, სულ სხვაგვარად ჭიკჭიკებს. ამბობს რო კი მართალი ვარ 2009 წლიდან ვმუშაობ, რომ მასაც კაპიკი არ აუღია საერთოდ, ესმის ჩემი მდგომარეობა და ა.შ.

მოკლედ… ყველას, ვინც ამ პოსტს კითხულობს, ჟურნალისტებს, მედია ამბებით დაინტერესებულ პირებს, უბრალო ცნობის მოყვარე მკითხველებს და ა.შ. ყველას გირჩევთ, ნუ დაიჭერთ საქმეს “ახალი ამბების სააგენტო (????) ექსპრესნიუსთან”, ისინი ნამდვილად ისარგებლებენ თქვენით, თქვენ კი საბოლოოდ არაფერი დაგრჩებათ არც მატერიალური, არც მორალური და ალბათ არც ადამიანური, თუ წყობილებიდან გამოგიყვანეს…

ყველას მადლობა წაკითხვისათვის და იმედია, ჩემს შეცდომას არავინ დაუშვებს, სადაც მიხვალთ თავიდანვე კონტრაქტი მოითხოვეთ და პირობებში გაერკვიეთ, შეიძლება თქვენი სისუსტით და მიამიტობით მხოლოდ საკუთარი საქმე გაიკეთონ.

პ.ს. ახალ წელს გილოცავთ : ) და ბოდიშით თუ შეცდომები იპოვეთ პოსტში, გადამოწმების თავი არ მაქვს -)))

33 thoughts on “epn.ge(ახალი ამბების სააგენტო) – სახიფათოა!

  1. მსგავსი ამბები მომისმენია. გვანც არაერთი ვითომ ,,დასაქმების ცენტრი” არსებობს. მიხვალ, 40 ლარს გამოგართმევენ საქმეს შეგასწავლით და მერე 300–400 ლარი გექნებათო და ერთი კვირის მერე გამოგიცხადებენ თქვენ პირობები ვერ დააკამყოფილეთო. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც რატომღაც არ ისჯება. არადა უკვე წალეკა თბილისი მსგავსმა აფიორებმა.
    რასაც შენ ყვები ესეც კალისკური ნიმუშია. თუმცა მე როგორც იურისტი (მომავალი) გეტყვი, რომ ყოველთვის წინასწარ გაარკვიე პირობები. ხელშეკრულება დადე და სანამ რამეს ხელს მოაწერ პირობები დეტალურად წაიკითხე. სხვა გამოსავალი არ არის.
    გისურვებ ეს იყოს ერთადერთი და უკანასკნელი ასეთი შემთხვევა შენს ცხოვრებასი და ძალიან დიდი კარიერული წინსვლის დასაწყისი:))))

  2. ბესპრიდელ ნუ :| რა ამბებში გახვეულხარ და რამდენი გიწვალია… მაგრამ ყოჩაღ რა :| მე თავს დავხრიდი და წამოვიდოდი ისეთი ჩმორი ვარ ეგეთებში :დ

  3. ketusa

    ara ra tavi chvkiani megona da chemze ufro chvkiani kide shen megone gvanc. nwu nwu es ori “geniosi” rogor mogvatyua am orma aferistma. princpishi me ise wamovedi rac shen zemot dawere eg sul mtlad aseti sicxadit arc ki gamielvebia gulshi imito ro mainc pativi mca da “rekomendacia gamiwia” :D vai vai ra codoa aseti adamiani(ebi) arada ramdeni egeti dadis dges am miwaze. tfui ra. wamo gvanc ajanyeba movawyot an aqcia? ha? aleko shalaberidze da lasha chxartishvili chemze iyos mainc yvela aqciaze daddian da …mere aquc mova da cnobilebi gavxdebit ha?! mere irakli ityvis me rom arao… ase rom ar gvinda iyos :D :D

    p.s daikide ra, magram ar miaweqi princpis saqmea!!!…

  4. თურმე, ჟურნალისტები, რომლებიც 3 ტელევიზიაში არიან [საბა გუჯაბიძე, ქართლოს შარაშენიძე და ცირა შერგელაშვილი], ასევე მედიანიუსის კორესპონდენტი ქეთი გიგოლაშვილი, ამბები.გეს ყოფილი ჟურნალისტი ლიკა ჯოჯუა და მეც, რომელიც ნეტგაზეთში ვიყავი 2 თვე, თურმე ამ ყველას რეკომენდაციები ირაკლი მანაგაძემ გაუწია.

    vaimeee… irakliii… shegicxves tavi… es ram gatqmevina, tu martla tqvi… uih uih uih :) :)) :)))

  5. me var ert erti braldebuli am absurdisa… vici gvanca ramdenic aige da visganac ok magaze sasamartloshi… zalian umaduri xar. tutuci da kidev agrzdis araferi getyoba.. tu vinmes simartle ainteresebs 897 005 005 damireket… unamusobaze komentars ubralod ar vaketeb.. taglitebi saxlshi moikitxet da ojaxebshi (tu gyavd ojaxebi saertod)

  6. ყველაზე ცუდი, იცი, რა არის? ის, რომ საერთოდ არაფერი გამკვირვებია…
    აბა, ამას გადახედე: http://dinamiti.wordpress.com/2010/04/03/unresponsible-boss/
    ამ ამბის გმირებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, მაგრამ საქმისწარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ფაქტობრივად, თითქმის წელიწადია, რაც ეს საქმე გრძელდება.
    უბრალოდ, საქმის ბოლომდე მიყვანა ხშირად ღირსების საკითხია და არა მხოლოდ ფულის აღების სურვილი…

    • წავიკითხე შენი ამბავი… როგორც საკუთარ თავს, ასევე შენც უდიდეს წარმატებას გისურვებ, თჲ რამე სამართალი არსებობს ეხლა საკუთარ თავებზე უნდა გამოვცადოთ!!! შემომიარე, სიახლეებს დავდებ სასმართლოს შესახებ..

      • ეს ჩემს მეგობარს გადახდა, სოლიდარობის ამბავი იყო, უბრალოდ :) :)
        წარმატებები!

  7. ჰო ნუ მიხარია შენ რომ არ გადაგხდა მაგრამ დიდი განსხვავება არაა, ყველა ადამიანები ვართ და ყველას შრომა უნდა დაფასდეს. წარმატებები შენს მეგობარსაც : )

  8. gvanc me ar vici amaze ra dagikomento.piradad mec vmusaobdi epn-si da ar vici me piradad mag saagentodan da adamianebisgan kargis meti araferi maxsovs da kargis mets verafers vityvi.nu gewyineba magram mec vicnob mag adamianebs da cota carmoudgenlad mecveneba matgan aseti qceva:(:(:(

    • როგორი ქცევა ანა შენგან მშვენივრად მახსოვს ბევრი წყენა და სამსახურიდან იმიტომ წასვლა რო ბოლო ბოლო ვერ გაარკვიე შენი ბედი :) მე და ლაკოს ერთად გველაპარაკებოდი ხოლმე ამ მანაგაძესი ვერ გავიგე არც ჩემი გაშვება უნდა და არც მეუბნება დარჩიო და მაპახავებს ტყუილადო.. : ))) ეხლა რატო აჭიკჭიკდი სხვანაირად? : ) მერე რა, რომ ერთ ერთი მათგანის მიმართ არ ხარ გულგრილი, სამაგიეროდ იცი რამდენად სასაცილო იყავი გამხდარი მთელი ეპნსთვის? როგორცკი დარეკავდი იცი რა კომენტარები ისმოდა შენს მიმართ? მეც ხო გითხარი 1-2ჯერ რო არ გინდა, შეეშვი… მარა მაინც.. არ იცი იქ რა ხდებოდა შენს ყოველ ზარზე და აქ შენი პატივისცემის გამო არ დავწერ, პირადში კი მოგწერ ყველაფერს თუ დაგაინტერესებს. მე ხო არასოდეს მომიტყუებიხარ შენ : ) მხოლოდ გრძნობები არ არის, ხანდახან გონებაც საჭიროა ანა :*

  9. ara gvanc.axla aranairi grznobebis gamo ar vcer.ra tqma unda unaklo adamiani ar arsebobs. da mec kargad vici eg yveleferi.ubralod me mag saagentom bevri kargi ram momca.martla. da ar minda es yvelaferi davijero.sul esaa. torem grznobebi didi xania warsuls cabarda.ara sen matyuara adamiani namdvilad ar xar da amitom gafaseb.magram ra vqna im xalxisac dz.madliueri var.profesiulad matgan dz.bevri ram viscavle.ubralod sen kargad ici me rom mand mivedi elementarulad niusis cerac ki ar vicodi. da am adamianebma yvelam irakli managadzem,tamuna kiguradzem,leqso beqaurma da giorgi futkaradzem dz.bevri rame mascavles da me ubralod. dzalian madlieri var mati.cemi camosvlis mere reebic iyo imaze ar vsaubrob.me ubralod imas agvnishnav rom profesiulad matgan bevri ram viscavle. da amit martla vamayob.carmatebebs gisurveb.me verc ertis mxares ver davucer.kargad gamige orive mxares dz.did pativs gcemt.amito mteli gulit gisurvebt am konfliqtis msvidobianad mogvarebas.:):):)

    • ანა არ გეუბნები რომ არაფერი არ გისწავლიათქო. ყველანი უცოდინარები მივიდნენ/მივედით შეიძლება რაღაცაში და ელემენტარული ნიუსის წერა მაინც რომ არ გევსწავლა თჲნდაც 1 წლის განმავლობაში მაშინ მართლა დებილები უნდა ვყოფილიყავით. შენ არ ვიცი რა და როგორ აღიქვამ მაგრამ აქ არსად არ წერია რომ არაფერი ისწავლეს სტაჟიორებმა მეთქი. სიმართლე გითქხრა სხვა და სხვები ნაკლებად მაინტერესებს და უფრო მეტიც ამ შემთხვევაში მაგრად მკიდია. ერთმა ორმა და სამმა ხმა რომ არ ამოიღ(ეთ)ო, მაგიტომ გამოვიდა რო ყველას თავზე დაგვაჯვეს. შენ გსიამოვნებს რო წამოხვედი და ზურგსუკან შენზე კაიფობენ? და რის გამო – არაფერში დანმაშავე რო არ ყოფილხარ და შენი გულწრფელობის გამო. ხოდა რა ვიცი მე მეტი ვერაფერს გეტყვი. მე ჩემი ანგარიში მაქვს მათთან, წელიწადნახევარი ვიმუშავე და ბოლოს მეუბნებიან არ გიცნობო და შენი აზრით ეგ სამართლიანია? და როცა საუბარი 50 ლარზეა : )) ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდე თორე სწავლით ეგრე თუ გინდა ყველაფერს ისწავლი კაცი და მანაგაძე-ჩხარტიშვილის დუეტი საერთოდ არაა საჭირო. რაც შეეხება კიღურაძესა და ფუტკარაძეს, მაგათზე ამბობენ საერთოდ ვინ არიან რა მეგობრები რის თანამშრომლებიო. ეხლა კი ყველაფერი შენით გადაწყვიტე. მე არც მხარის დაჭერა მინდა და არც არაფერი, ეს ბლოგსივრცეა, თავისუფალი აბსოლუტურად და პოსტის პირველ აბზაცშიც წერია რაც სათქმელი მქონდა. რებიატა, დავაიწე ჟიც დრუჟნო : ))) (ზოგიერთს არ ეხება ლოლ )

Leave a reply to ana კომენტარის გაუქმება