ბოლო შეხვედრა

Standard

– გიყვარვარ? – როგორც იმ რუსულ სიმღერაშია, პასუხად “აგა” რომ უნდა მიიღო. ამჯერად სიჩუმე. შორიდან ისმის მანქანების ხმა, დაგუდულად და ურითმოდ ძგერს გული განაჩენის მოლოდინში.

-გიყვარვარ? – განმეორებითი შეკითხვა. პასუხი პირველივე კითხვაზე უკვე ნათელია, მხოლოდ ბეჭდის დასმაა საჭირო მეტი კონკრეტულობისათვის.

მოაჯირს დავეყრდენი და თავი ხელზე ჩამოვდე. ვიგრძენი, როგორ დაძაბულად გადიოდა დრო. წლებად მეჩენებოდა მაჯის საათის თითოეული წამი. ასე მეგონა მხოლოდ ჩემთვის მოიგონა ღმერთმა ეს დრო, რომ ყველაზე არასასურველ მომენტში დაუსრულებელი გზატკეცილივით გაიჭიმოს!

-მითხარი რამე! – Continue reading

თბილისი-სინათლის ქალაქი და დაბრუნება 90-იანებში

Standard

დაახლოებით 1 კვირის წინ იდეურად ნოსტალგიური მაგრამ წამყვანის მხრივ ამაზრზენ საავოტრო გადაცემა “პროფილში” 90-იანი წლები გაიხსენეს. უფროს თაობას (როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე) ალბათ მოეწონა და თვალზე ცრემლი მოადგა ვადრისფერხალათიანმოტანტალე მაია ასათიანის და წითელი “კერესინკის” ყურებისას, მაგრამ იცით… 90იანი წლები 2011ში კიდევ არ დამთავრებულა…

არა, იმას არ ვამბობ, რომ ისევ მმკ გვმართავს, ან სკოლებში ფეჩისათვის დამრიგებლები მოსწავლეებისაგან “შემოწირულობებს” აგროვებენ, მაგრამ უშუქობა დღესდღეობით მაინც ნერვებისმომშლელ პრობლემად რჩება…

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ლოგიკურად მეჩვენებოდა დენის მოსვლის და წასვლის დროს დედის გინებები მეზობელი კორპუსებიდან (არც ჩემი აკლებდა). გავიზარდე და ახლაც არ დამკარგვია ზ/აღნიშნული ლოგიკურობა.

გლდანის მეექვსე მ/რ-ში ვცხოვრობ და დიდად არ მადარდებს თბილისის უბნებად დაყოფა. ერთადერთი პრობლემა ხანდახან მაშინ მექმნება, როცა სადმე ვარ და მერე ტრანსპორტზე ვღელავ მეტროდან სახლამდე როგორ ავიდეთქო, სხვა მხრივ არ ვუჩივი, პლატოს გლდანი მირჩევნია (პლატოელებთან ბოდიში : )) ), მაგრამ ახლა ჩემს აზრს ოდნავ უკან გადავწევ და რამდენიმე ფოტოს დათვალიერების ბედნიერებას მოგანიჭებთ… : ))) Continue reading