თბილისი-სინათლის ქალაქი და დაბრუნება 90-იანებში

Standard

დაახლოებით 1 კვირის წინ იდეურად ნოსტალგიური მაგრამ წამყვანის მხრივ ამაზრზენ საავოტრო გადაცემა “პროფილში” 90-იანი წლები გაიხსენეს. უფროს თაობას (როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე) ალბათ მოეწონა და თვალზე ცრემლი მოადგა ვადრისფერხალათიანმოტანტალე მაია ასათიანის და წითელი “კერესინკის” ყურებისას, მაგრამ იცით… 90იანი წლები 2011ში კიდევ არ დამთავრებულა…

არა, იმას არ ვამბობ, რომ ისევ მმკ გვმართავს, ან სკოლებში ფეჩისათვის დამრიგებლები მოსწავლეებისაგან “შემოწირულობებს” აგროვებენ, მაგრამ უშუქობა დღესდღეობით მაინც ნერვებისმომშლელ პრობლემად რჩება…

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ლოგიკურად მეჩვენებოდა დენის მოსვლის და წასვლის დროს დედის გინებები მეზობელი კორპუსებიდან (არც ჩემი აკლებდა). გავიზარდე და ახლაც არ დამკარგვია ზ/აღნიშნული ლოგიკურობა.

გლდანის მეექვსე მ/რ-ში ვცხოვრობ და დიდად არ მადარდებს თბილისის უბნებად დაყოფა. ერთადერთი პრობლემა ხანდახან მაშინ მექმნება, როცა სადმე ვარ და მერე ტრანსპორტზე ვღელავ მეტროდან სახლამდე როგორ ავიდეთქო, სხვა მხრივ არ ვუჩივი, პლატოს გლდანი მირჩევნია (პლატოელებთან ბოდიში : )) ), მაგრამ ახლა ჩემს აზრს ოდნავ უკან გადავწევ და რამდენიმე ფოტოს დათვალიერების ბედნიერებას მოგანიჭებთ… : )))

ეს ფოტოები გუშინ ღამე გადავიღე ჩემი ფანჯრიდან. ბლოგზე შემოქმედებითი კრიზისი მქონდა, რაიმე ახალი პოსტისთვის იდეა კი ზუსტად ამ ფაქტმა მომცა. 20 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს მხოლოდ რამდენიმე კორპუსი მუდამ ითიშება გლდანში. ღმერთმანი, არ ვიტყუები, ფოტოები დაუმუშავებელია, მხოლოდ ზომაში დავაპატარავე მერე ცილი რო არ დამწამოს ვინმემ : )) ჰაჰ…. როგორც კი შუქი ქრება, იწყება გაუთავებელი რეკვები 25 52 52-ზე (თელასი), სადაც მაგრად უნდა გაგიმართლოს, რომ გიპასუხონ. თუ მოხდა სასწაული და ყურმილის მეორე მხრიდან საშინლად ამაზრზენი ხმა გაიგეთ ასეთი ინტონაციით: “აალიიიოოოო” რომლის უკანაც იმალება ტექსტი რა ტვინი იმასქენითო, მერე იწყება უკვე ხელჩართული ბრძოლა გამწარებულ აბონენტსა და თელასის ოპერატორს შორის. დიალოგი დაახლოებით ასეთია: აბონენტი – “1 დღე რომ დავაგვიანოთ გადახდა ეგრევე თიშავთ, რა უბედურებაა, 75 წლიდან მოყოლებული ეს ამბავი ხდება გლდანში!” ოპერატორი: “მუშაობენ ქალბატონო!” ა: “ვინ მუშაობს ერთი დამანახეთ, ჯერ ეხლა ჩაქრა შუქი რანაირად მუშაობენ?!” ო: “გამოსულია ბრიგადა მე რას მეჩხუბებით მე კი არ გამომირთავს თქვენთვის შუქი!” მერე უკეთეს შემთხვევაში აბონენტი ან მსუბუქი ფორმებით იგინება ან ოპერატორი სასწრაფო წესით კიდებს ყურმილს.

90იანი წლებისგან განსხვავებით, 2011-ში უფრო რთულადაა ელ.ენერგიის ჩაქრობა/მიცემის ამბავი. მაშინ არ იყო ის ტექნიკა, რომელიც ახლა თითქმის ყველა ოჯახშია და ერთი ჩვენი თანამოქალაქის არ იყოს “ჩვენ, ამ ნერვოზიან, ასაკოვან ხალხს”, მითუმეტეს თუ კომპიუტერთან ვსხედვართ და “სერიოზულ” თემაზე ვსაუბრობთ სკაიპში, ან ბლოგზე ვამატებთ ჩვენს სიბრძნეებს, უფრო მეტად გვაწუხებს.

პასუხი ვის უნდა მოეთხოვოს ამაზე ჩემთვის გაუგებარია, სადაც ვცადე ყველგან მივაწვდინე ხმა.. ვფქრობ ამ ამბავს ცოტა უფრო სეიოზული სახე მივცე (მედიის კუთხით) და ეგება “გვეშველოს რამე”…

დიდად სახარბიელო პოსტი ვერ იყო, მაგრამ 90-იანები გამახსენდა და… :უსერ:

Advertisements

5 thoughts on “თბილისი-სინათლის ქალაქი და დაბრუნება 90-იანებში

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s