ბოლო შეხვედრა

Standard

– გიყვარვარ? – როგორც იმ რუსულ სიმღერაშია, პასუხად “აგა” რომ უნდა მიიღო. ამჯერად სიჩუმე. შორიდან ისმის მანქანების ხმა, დაგუდულად და ურითმოდ ძგერს გული განაჩენის მოლოდინში.

-გიყვარვარ? – განმეორებითი შეკითხვა. პასუხი პირველივე კითხვაზე უკვე ნათელია, მხოლოდ ბეჭდის დასმაა საჭირო მეტი კონკრეტულობისათვის.

მოაჯირს დავეყრდენი და თავი ხელზე ჩამოვდე. ვიგრძენი, როგორ დაძაბულად გადიოდა დრო. წლებად მეჩენებოდა მაჯის საათის თითოეული წამი. ასე მეგონა მხოლოდ ჩემთვის მოიგონა ღმერთმა ეს დრო, რომ ყველაზე არასასურველ მომენტში დაუსრულებელი გზატკეცილივით გაიჭიმოს!

-მითხარი რამე! – რა თქმა უნდა, აქაც ვიცოდი პასუხად სიჩუმეს და მხოლოდ ცივ თვალებს რომ მივიღებდი.

ცოტა ხნის შემდეგ:

ორი უგრძნობი სხეული გაურკვევლად მოძრაობს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს. მოძრაობები წააგავს კოცნას, ნა-ძალად-ევ ალერსს. არ გამოვიდა…

-არ გიყვარვარ, ხო? –  პასუხი გარდაუვალია

-ალბათ მხოლოდ შეჩვევა…..

და მერე ნაბიჯები….

დიდი ხნის შემდეგ:

ჩემში გრძნობა მხოლოდ ტკივილს ტოვებს. მოგონებებით. სევდანარევი ღიმილით. ცრემლებით. გაურკვეველი აწმყოთი…. არადა, მიზეზი არ მიმიცია უნდობლობის, მეგონა, ყველაფერი კარგად იყო.. გამოცდილება რომ არ გექნება ადამიანს! სიცარიელეს ვგრძნობ უცნაურს. და მეშინია… ისევ მარტოობის. რომ უბრალოდ არ ვიცი რა იქნება ხვალ.

სახლისკენ გზაში ბევრი სისულელე ვცადე. მთავარია ჯერ აქ ვარ! მთავარია, რომ

მიყვარხარ…

და სმაილი.. : )

Advertisements

4 thoughts on “ბოლო შეხვედრა

    • კი. მართალია ყველაფერი ეხლა კარგადაა, მაგრამ წამიერი “გაელვება” იყო მსგავსი რაღაცის ხოდა 2 თუ 3 საათიანი მონაკვეთი ეგეთი იყო ავდექი და დავწერე.. მაინც.. :დ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s