პოზიტიურად!

Standard

“მომწონს, რომ შემიძლია ვიყო სასიამოვნოდ სასაცილო” – რა შუაშია ეს სიტყვები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას ზოგადად – ჩემთან და სამყაროში…

დავიწყოთ იქიდან, რომ საინფორმაციო საშუალებები კვირაში ერთხელ ერთ გამოშვებას თუ დაიწყებენ სასიამოვნო ამბით. ხან ისევ მიწისძვრებია, ან რადიაციამ ჩერნობილის დონეს მიაღწია თითქმის, 2 კვირაში 5მა ქართველმა 3 თურქი მოკლა (ერთ-ერთი 11 წლის ბავშვი!!!), აგერ დღეს რომელიღაც შეშლილ ჩინელ წყვილს რძე მოუწამლია და ბავშვები დაღუპულან, მსოფლიო მიაქვს ტერაქტებს.. მოკლედ, სულ გადაირია ეს სამყარო, მესამე მსოფლიო ომის საშიშროება რომ აღარ ჩავთალოთ. საფრანგეთში ქალებისათვის ჩადრით სიარული აუკრძალავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და პროტესტის ნიშნად რამდენიმე მუსლიმმა ქვეყანა დატოვაო.. ისე, ეს კანონი მესიამოვნა კიდეც რაღაცნაირად.. ალბათ ჩემი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ იმ ქალსაც ხო სწამს კაცო თავისი მუჰამედი.. ნუ მოკლედ… იდარდონ საფრანგეთში მცხოვრებმა მუსლიმმა ქალებმა, მე რა.. : )) ისე, ერთ ჩადრზე არ ვიტყოდი უარს, მაინტერესებს რა მუღამი აქვს, ვინმეს თუ მოეპოვება, შეუძლია მისახსორვოს ^.^

___o___

უკანასკნელი ორი კვირაა სასტიკად ვნადირობ პრესასა და ინტერნეტ მედიაზე – ებიჭო, ფოტორეპორტიორი არავის გინდათ ? ვისაც არ ყავს იმას გდახდა არ უნდა ბატონო და ექსპრესნიუსივით იპარავენ ფოტოებს, რა ანაღვლებთ! : X ტაბულა, ლიბერალი, პრაიმ ტაიმი, საინფორმაციო სააგენტოები…. – ვის გინდათ თანამშრომლობა შემომთავაზოთ?  არა… ეს ხუმრობა იქით იყოს და.. მართლა მჭირდება ნორმალური სამსახური…

ნუ.. საბოლოოდ როგორც არის..

მივხვდი, რომ მე მსოფლიოს ნამდვილად ვერ შევცვლი.. (რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს გამჭრიახობა! : )) ომი იმედია არ დაიწყება, დედები შვილებს აღარ მოკლავენ, მე ნორმალურ სამსახურს ვიშოვი და ალბათ სამყაროც ცოტახნით ამოისუნთქავს. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ – არც იყოს და არც ვიმედოვნოთ?!!

პოსტისთვის ყველანაირად დადებითი ფოტო შევარჩიე (ნუ… გარდა იმისა რომ <3 ეს ადამიანი ). ხანდახან რაღცებს ვართულებთ, ვიქმნით პრობლემებს და მერე დიდ დროს ვხარჯავთ არ არსებული რაღაცის გამოსწორებაში. უბრალოდ, ჯობია ვიცხოვროთ პოზიტიურად, ხომ არავინ იცის, ხვალ რა გველოდება.. : )

“ვნებათა მსხვერპლნი რომ არ გავხდეთ, ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ერთი კვირის სიცოცხლე გვედოს წინ” პასკალი

Advertisements

8 thoughts on “პოზიტიურად!

  1. მხოლოდ ნეგატიური ემოცია, ნიჰილიზმი, დეპრესია, სასოწარკვეთა ყველა მხრიდა:( მართალი ხარ სამწუხაროდ

    მეც ვეძებ უკეთეს სამსახურსს და დადებით ემოციებს:)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s