ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)

Standard

რამდენიმე დღის წინ ჯგუფელებთან ერთად მომიწია გაჩერებაზე დგომა. გაჩერების გადახურულ “სტენდზე” განცხადებებთან ერთად “JunkyBitz”-ის კონცერტის აფიშაც იყო გაკრული და ამაყად ვუთხარი ბავშვებს ჩემი ფოტოა-მეთქი. ჯგუფელმა გოგომ ზიზღით შეხედა ფოტოს და მჭერმეტყველური ფრაზა “დადო”: – ფუ, რას გვანან გოგო, რა არი ეგ! ვერ ვიტან როკერებს! ალბათ იქ მყოფი ჯგუფელი ბიჭების და გაჩერებაზე შეყუჟული ხალხის წყალობით გავატარე ეს რეპლიკა ყოველგვარი ისტერიკის და ლანძღვა-გინების გარეშე (არადა, დიდი სურვილი მქონდა, ღმერთმანი!!!).

გუშინ თსუ 5-ე კორპუსის დიად ეზოში ვიდექი კურსელებთან ერთად და საუბარი ნიჭიერზე ჩამოვარდა. მე და ერთი გოგო ლერი ბექაურის გამოსვლაზე ვსაუბრობდით, რომ როგორიცაა ეგ მისი გადასაწყვეტია, ფაქტია კარგად იცეკვა და ორიენტაციის გამო არ გაუშვეს.. ლაპარაკში ბიჭი ჩაგვერთო რომელმაც ბოლო სიტყვებით გალანძღა, აგინა და რა ვიცი, კიდე რა არსებობს ქვეყანაზე, ყველაფერი უძახა/უქნა იმ საწყალს: – მაგასთან ბავშვები რომელმა ****-მა მშობელმა უნდა მიიყვანოს რაიმეს სასწავლად, რას ისწავლიან *****სგან კარგსო და ა.შ.

ჯგუფელ გოგოს nude photography (შიშველი ნატურა) ალბომი დავათვალიერებინეთ (მე და მეგობარმა). ნახევარი საათის განმავლობაში გაიძახდა, რომ ეს გარყვნილებაა, საშინელება და საერთოდ არაესთეტიური, ხოლო როცა კაცის ნუდი ვაჩვენეთ, იკივლა, თვალებზე ხელი აიფარა და ლამის პირჯვარიც გადაიწერა.

2-3 დღის წინ სტუდენტმა სტუდენტი განსხვავებული აზრის გამო სცემა…

ერეკლე დეისაძის მოკვლას მხოლოდ მისი წარმოსახვითი შემოქმედების გამო აპირებენ მისივე თანატოლები. 

რამდენიმე დღის წინ “მზეზე” ტატუებზე იყო გადაცემა. ერთმა ქალმა დარეკა 1955 წელს მეათე კლასში ვიყავი, ტატუ გავიკეთე და დღემდე არ ვნანობ, რა გჭირთ ხალხო, ვისაც უნდა გაიკეთოს ვისაც უნდა არა და დაანებოს იმას თავი, ვინც ატარებსო…

ეს მხოლოდ იმ მაგალითების ძალიან მცირე ნაწილია, რაც ეხლა მახსენდება…

თუ ხარ მასისაგან ოდნავ სხვანაირი თუნდაც თმის ფერით,  ქცევით, ცხოვრების სტილით, მაშინ საქართველოში გამოდის, რომ არ აკმაყოფილებ  “სტანდარტებს” და “წადი ბატონო ამერიკაში” – ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენზე უფროს თაობას აქვს.. მამათა და შვილთა ბრძოლაში ყოველთვის არის შესამჩნევი აზრობრივი განსხვავებები და სწორედ ამას ვაპროტესტებთ ახალგაზრდები. 

… მაგრამ….

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში საუბარია  19-22 წლის ახალგაზრდებზე, რომლებიც საინტერესოა, ჩარჩნენ თუ არა ჩვენი მშობლების წინანდელ თაობაში აზროვნებით, თუ ცდილობენ “ტრადიციები” შეინარჩუნონ?

ეს ყველა მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო აშკარად და ღიად ვისაუბროთ “ახალგაზრდულ აზროვნებაზე”. საინტერესოა, იმათი აზრი, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს. რომელი მათგანია “ჩარჩენილი” კომუნისტობაში, 71 წლის ქალი, რომელიც ტატუს ატარებს, თუ 20 წლის ბიჭი, რომლიც მზად არის მხოლოდ იმისთვის მოკლას ადამიანი, რომ მას განსხვავებული შეხედულება/ორიენტაცია/სტილი/აზრი/ჩაცმულობა აქვს?

 და მაინც… არის თუ არა დღეს 2011 წელს სექსი და სიგარეტი საზოგადოების 90%ისთვის ტაბუდადებული თემები?

Advertisements

41 thoughts on “ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)

  1. მოაზროვნე ნაწილი ყოველთვის უმცირესობაშია, ბრბოს ფსიქოლოგიისთვის კი სხვების დაჩაგვრა აუცილებელი კომპონენტია…
    ადრე ვწერდი, ქსენოფობიის და რასიზმის უმთავრესი მიზეზი ინტელექტის დეფიციტია მეთქი! მგონი, აქაც იგივეს თქმა შემიძლია…

    • ხო, ინტელექტის დონე სახარბიელოდ რომ ვერ გვაქვს ეგ ფაქტია, მაგრამ მე მაინც მიკვირს, ჩვენს თაობას რატომ აწუხებს მაინც ის აზრები, რაც მსოფლიოს 2 საუკუნის წინ მიაჩნდა უცნაურად?!

      • გვანც, განსხვავებული აზრის ქონას მუშა ტვინი უნდა :) ასეთის არქონის შემთხვევაში კი უმრავლესობის აზრზე დარჩენა და დინებას მიყოლა უფრო კომფორტულია… აი, უმრავლესობა რატომ არის ამ აზრზე, მართლა არ ვიცი…

      • მე კიდე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ ჩვენი უფროსი თაობის გადმონაშთია. მაგრამ უფროსები ხომ წარმოადგენენ თვითონ იმ დროს, როცა თუნდაც ეს “როკერობა” იკიდებდა ფეხს.. აბა რაშია მაშინ საქმე… ალბათ მე მაქ ძალიან პატარა ტვინი : ) )) ))

  2. ჩემის მოკრძალებული აზრით არანაირი აზრი არ აქვს მსგავს დემაგოგებთან საუბარს! ეს ორი აზრი კონსენსუსამდე ვერასდროს მივა! რამდენიც არ უნდა უხსნა მსგავს ჩაკეტილ გონებიან ადამიანს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ… ჩემი დაქალის დედა დაქალს ჩემთან მეგობრობას უკრძალავდა შავი ლაქის გამო.. და ყოველ მისვლაზე მეკითხებოდა მწამდა თუ არა ღმერთის… მე კამათს მოვეშვი.. არც პროვოცირებას ვუწევ მაგ არსებებს რომლემსაც ყველაფერი “სხვანაირი” ურჯულოება ჰგონიათ და ყველაფერს გარყვნილებასთან აასოცირებენ… ისევე არ აქვს მაგათთან ლაპარაკს აზრი როგორც წყლის ნაყვას ან იმის გარკვევას კვერცხი იყო პირველი თუ ქათამი.. მქონდა ეგ “ასაკიც” რომ ვალდებულად ვთვლიდი თავს ყველასთვის ამეხსნა : )))) მაგრამ ჰაერში გასროლილი ტყვიასავით იყო ჩემი რეჩები : )))) ამიტომ მოდი მსგავსი რეპლიკების დროს უბრალოდ დანანებით გადააქნიე თავი და ვაი ამის პატრონსთქო გაიფიქრე… : ))) მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები არც ესაა გამოსავალი რადგან უკვე ძალადობაზე გადმოდიან :/:/:/ მოკლედ რა….

  3. გვანც, უფროს თაობაში მოაზროვნე ხალხი საბედნიეროდ, არცთუ ცოტაა და ყველაფრის უფროსი თაობისთვის გადაბრალება, მგონი, არაა სწორი… ასეც რომ იყოს, უბედურება სწორედ სხვისი აზრის გაზიარება კი არა, საკუთარის არქონაა…

  4. ქსენოფობია მხოლოდ უცხოელის მიმართ შიშს (ზიზღს) არ გულისხმობს. უცხოს, სხვანაირის, განსხვავებულის მიმართაც…

    თამარა მართალია. ქსენოფობიის, რასიზმის, ჰომოფობიის და მსგავსი ფობიების მთავარი მიზეზი ინტელექტის ნაკლებობაა. და კიდევ ის, რომ მასაში ათქვეფა კომფორტულია. თითს არავინ მოგიშვერს.

    • ანუ ბოლოს მაინც გადაწყდა, რომ ადამიანების ვიზუალურად, ცხოვრებისეულად და ა.შ. დაყოფა სხვა ადამიანების გაუნათლებლობაზე – უუ..ინტელექტულობაზე მეტყველებს… მაგრამ ამ ე.წ. “ინტელიგენტმა” ხო უფრო მეტი იცის, შესაძლოა.. ვიდრე თუნდაც განსხვავებული ტიპის ადამიანმა, ანუ ვისზეც გვაქვს საუბარი ეხლა.. წარმოიდგინეთ – თეიმურაზები… რა განსხვავებაა მათ შორის?

  5. საერთოდ მასა ყოველთვის რიყავს განსხვავებულ ადამიანებს,არ ვიცი ეს უინტელექტობის ბრალია თუ კომუნუსტობაში ჩარჩენილობის,მაგრამ ფაქტი სახეზეა.უფროს თაობასაც მიუძღვის ამაში ბრალი.სამწუხაროდ,აზრის თავისუფლება ვერ დამკვიდრდა საქართველოში,აგრესიის გარეშე…

    • xo magram, aramgonia mshoblebis brali iyos, roca 20 wlis gogo ambobs “fu ras gvanan ver vitan rokerebso” da eg mxolod misi piradi mosazreba ar aris rogorc chans. anda roca bichi ambobs mzad var imito movkla ro is pidarastiao. mamatmavlebi 18e saukuneshi veris abanoebshi banaobdnen da 21-shi kide mainc ukvirt. mainc vfiqrob ro ert did nexvshi vart da martla didixani ver amovalt aqedan.. mtlad mshoblebis taobas nu davabralebt yvelafers, ramis ukanali ro gvqondes, tvitonac shevcvlidit, mara uaresi komunistebi gamovdeqit, vidre chveni mshoblebis da imati mshoblebis taobebia.. yevic… ya tak….. du-ma-iu.. : ) ) imho

  6. სექსი არის ალბათ ტაბუდადებული თემა, თუმცა, დამოკიდებულება ამ თემისადმი ბევრად შეიცვალა უკანასკნელ წლებში. რაც შეეხება სიგარეტს _ ეს თემა ტაბუდადებული რატომაა? მე არ ვფიქრობ ასე :)

  7. ადრე სექსი “არ არსებობდა”, ახლა ყველა სექსზე ლაპარაკობს. იმდენად ყველა ლაპარაკობს, რომ თემა ხაჭაპურივით მარტივი, მოსაწყენი და პრიმიტიული გახდა.

    რომ მოუსმინო, ყველა ექსპერტია, თუმცა, მჩხავანა კატაზე ანდაზაც არსებობს და რამდენიმე ბრძნული ანეკდოტიც.

    • დღემდე ქორწილამდე სექსი და გოგო სიგარეტით მაინც :ბლინკ: სმაილივითაა… გასაგებია ჩვენი უფროსი თაობის შეხედულება ამაზე (?) მაგრამ როცა 19 წლის ბიჭი ამბობს ჩემი ცოლი ქალიშვილი თუ არ იქნება გავეყრებიო, რა ვიცი……….

  8. ok, aketebt zustad imas, rasac akritikebt.. tuki vigac seqsze xmamagla ar saubrobs imas ar nishnavs rom chamorchenilia da rac sheexeba leris, mas akritikebs adamiani, romelsac gansxvavebuli orientacia ar xiblavs da shen mas akritikeb, imitom rom es ar mowons.. saerto jamshi arc ert tqvengans ar sheudzlia sxvisi azris pativiscemas. upro adekvaturi iqneboda azris gamoxatvis xerxebze rom gesaubra. is ro vigacas sheni sayvareli jgupi ar mowons imas ar nishnavs rom ugemovnoa, da es dzalian tamami natqvamia. da “gansxvavebulta” umravlesoba rom “pontis” gamo “gansxvavebulobs” magaze dametanxmebit, imedia.. or mxares rom aqvs dadebiti da uaryopiti taviseburebebi es sruliad bunebrivi movlenaa.. titis gashveraze ki, gamshverma unda idardos, rom meti zrdiloba ar gaachnia.. da isev seqsi, 21 saukuneshi rom seqsi kidev gansaxilveli temaa eg upro mikvirs me, ra ver gamoarkviet neta..

    • საერთოდ მანდ ის არ წერია რომ მე ვაკრიტიკებ ვინმეს : )) აქ წერია საკუთარ აზრს როგორი ფორმით გამოხატავენ თუნდაც ორიენტაციის თუნდაც “განსხვავებულობის” (როგორც შენ ახსენე) ამბავში. არსად მიწერია მე რო რაც მე მომწონს ის ყველას უნდა მსოწონდესთქო, მაგრამ როცა ხალხით გატენილ გაჩერებაზე დგახარ და ყვირიხარ “ფუ რას გვანან ვერ ვიტან როკერებს” ეგ მგონი აზრის გამოხატვაზე მეტია. ანდა მაშინ როდესაც მზად ხარ “ეხლა აქ რომ გაიაროს მართლა მოვკლავ ცემით” თქვა ადმაიანზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობ. და შენი ე.წ. “შენიშვნები” რატომღაც არასამართლიანად მიმაჩნია მე პირადად

  9. teo

    yovel wuts yovel nabijze mxvdeba msgavsi shemtxvevebi da arasdros mifiria amerikashi wasvlaze erti yvelas azrs gav….ri.vin ras mizavs mcemen momklaven meti ra unda miqnan es gansxvavebaa religias shefarebul snobebsa da chems shoris.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s