როცა ყველაფერი ცუდადაა…

Standard

როცა ყველაფერი ცუდადაა… – პირველ რიგში არ იფიქროთ კალორიებზე და მიირთვით მინიმუმ შავი შოკოლადი, გამორთეთ სენტიმენტალური, რომანტიული და წვიმიანი სიმღერები და დაიწყეთ… :

დაფიქრდით, რატომ ფიქრობთ რომ ყველაფერი ცუდადაა, სამყარო თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდა და საერთოდაც, გამოსავალი სიკვდილიც კი არ არის?! – უნივერსიტეტშია პრობლემები? შეყვარებულს ეჩხუბეთ ან საერთოდ არ გყავთ? სამსახურს ვერ შოულობთ ან საერთოდ წამოხვედით? და სულ ეს არის თქვენი პრობლემების გრძელი სია?! მაშინ გაიღიმეთ! აი ნახავთ ერთი მესიჯი, ერთი მოულოდნელი ზარი და წამში დაგავიწყდებათ ეგ “გადაუჭრელი” პრობლემები…

საკუთარ მაგალითზე გეტყვით :

უნივერსიტეტში საერთოდ ვეღარ დავდივარ ოჯახური პრობლემების გამო, სამსახური არ გამაჩნია და გამომცემლობებს, საინფორმაციო სააგენტოებს თჳთქმის ყოველდღე ვაწუხებ იმეილებით, მეგობრებთან კონტაქტს ვეღარ ვახერხებ, მხოლოდ ინტერნეტსივრცე, მოდელის პარამეტრები რომ არ მაქვს ეგ ალბათ თქვენც იცით, შეყვარებული – ამ მხრივ საქმე კარგად არის. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვცდილობ გავიღიმო. უნივერსიტეტს დავამთავრებ როცა იქნება (იმედია : )) ) სამსახურსაც ალბათ რამეს ვიშოვი (ექსპრესნიუსის მსგავსს არავის ვუსურვებ ოღონდ – თუ მანდ მოხვდით, მაშინ ნამდვილად პრობლემები გაქვთ: დ ), იმედია ოჯახური სიტუაციაც და მეგობრებიც ოდესმე მოგვარდება, ფიზიკურობის რა გითხრათ, პირველივე წინადადებაში მიწერია ცუდ ხასიათზე თუ ხართ ეგრევე შოკოლადითქო (სხვათაშორის შოკოლადი მხოლოდ სექსუალური პრობლემების მოსახსნელად არაა კარგი (თუ ამ კომენტარის გაკეთებას დააპირებს ვინმე), ბევრ რამეშიც ეხმარება ადამიანს), ჩემს საყვარელ ადამიანთანაც იმედია უფრო ათასჯერ კარგად იქნება საქმე (მიყვარხარ!!!).

მოკლედ.. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ერთადერთი რაც შეგვიძლია მართლა გულწრფელად გავუკეთოთ საკუთარ თავებს, ეს უკეთესობისაკენ  ცვლილებების იმედი და განწყობაა. მერე რა, თუ დღეს არ გიმართლებთ, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხვალაც არ ამოვა მზე თქვენთვის? : )

..და როგორც შეყავრებული ტინეიჯერები ამბობენ ხოლმე – გაიღიმე, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი უფრო შეუყვარდეს – მეც იმავეს გირჩევთ. მთავარი ის კი არ არის, სხვა როგორ გხედავთ ან გაფასებთ, მთავარი მხოლოდ საკუთარი თავის რწმენაა და სამყარო ისეთი ფერი იქნება როგორც მხოლოდ თქვენ ერთს გინდათ!

“მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება” ( ვიდეო მინდოდა მაგრამ ვერ ვიპოვე :/ ) 

Advertisements

4 thoughts on “როცა ყველაფერი ცუდადაა…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s