სამყარო “ჩემს” ირგვლივ (პოსტი ეგოისტებისთვის)

Standard

რადგან ამ პოსტის კითხვა დაიწყე, მაშინ ალბათ რაღაც დოზით მაინც ეგოიზმი დევს შენში. გგონია, რომ სამყარო შენს ირგვლივ ან ტრიალებს, ან უნდა იტრიალოს. შეიძლება ამას არ ამჟღავნებ სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი ყოველთვის უფრო მეტს ითხოვ, ვიდრე გაქვს.. – შენს თავთან მაინც…

აი ავიღოთ უბრალო მაგალითი, ჩემი წინაკვირეული დაკვირვებიდან. სახლში საკმაოდ გვიან ვბრუნდებოდი. გლდანში ვცხოვრობ და ხანდახან “მარშუტკების” პრობლემაა ხოლმე, განსაკუთრებით 11 საათის მერე.. სანამ გაჩერებამდე მივიდოდი ერთი სულ ეკლებზე ვიჯექი – მარშუტკა რომ არ იყოს სახლში რით ავიდე-მეთქი. (ლოგიკურად აქ უკვე გამოიკვეთა ჩემი იმ წამისთვის ერთადერთი სურვილი – ჩავჯდე მარშუტკაში). როცა საჭირო ნომერი დავინახე, გამიხარდა და ელვის სისწრაფით პირველივე სკამზე აღმოვჩნდი (არადა ეგ ადგილი არ მიყვარს). სახლამდე დაახლოებით 10 წუთი მინდა და ეს მძღოლი კიდე მისეირნობს ტრასაზე. დამაწყდა ნერვები ცოტაც და ბოლო ხმაზე ვუყვირებდი გაზის პედალი თუ იცი რა არი-თქო. (ანუ იმ პირველ სურვილზე მეტი მინდა ეხლა – მარშუტკა მივიღე და მსურს ისე წაიყვანოს მძღოლმა, როგორც მე მინდა!). ნელ-ნელა უფრო ანელებს და უკან იყურება. მერე ტელეფონს იღებს და რეკავს (არ დაგავიწყდეთ, თითქმის შუაღამეა) ამაზე უკვე მართლა გავგიჟდი, პირი გავაღე რაღაცის სათქმელად და უცებ: “(სახელი) გძინავთ უკვე? ჭიშკარი შეხსნილია და ვინმე არ შემოვიდეს, დაკეტეთ, მე გასაღები მაქვს”.  – რატომღაც შემრცხვა ჩემი ფიქრების. კაცი შუაღამემდე მუშაობს ჩემნაირი დეგენერატების გადასაყვანად და თან ნერვიულობს სახლში როგორ არიან, გზიდანაც ამოწმებს და როგორცკი ჭიშკარი ოდნავ შეღებული დაინახა ეგრევე დაიკიდა მარშუტკაც, ისიც რომ პატრული იქვე იდგა, გადატენილი ხალხიც და ეგრევე ოჯახზე დაიწყო ფიქრი…

ამ მაგალითით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველანი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ, სხვა უკვე აღარ გვადარდებს, მისი პრობლემები, გასაჭირი და ა.შ. არამგონია ამ პოსტით სამყაროს შეცვლა მოვახერხო, მაგრამ ჩემი მკითხველისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩემს გარდა კიდევ არსებობს ვიღაც, რომელსაც ჩვენი ეგოიზმით არ უნდა ვაგრძნობინოთ რომ ჩვენზე დაბლა დგას (თანასწორობის თემასაც შევეხეთ!! : ))) )

Advertisements

4 thoughts on “სამყარო “ჩემს” ირგვლივ (პოსტი ეგოისტებისთვის)

  1. ხშირად ჩამოვსულვარ “მარშუტკიდან” ჩემი გაჩერებისაგან საკმაოდ შორს იმისათვის რომ მეორედ აღარ გამეჩერებინა და საღამოს გვიან რომ ვბრუნდები სახლში და ბოლომდე უწევთ მარშუტკის მძღოლებს ჩემი გადმოყვანა ჩამოსვლისას ყოველთვის მადლობას ვეუბნები ამის გამო მგონი ყველა მცნობს :D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s