უჯვრო სვეტიცხოველი

Standard

დიდიხანია ვჭოჭმანობ მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერას, მაგრამ ეს სტატია ჩემთვის მეტად გულისამრევი აღმოჩნდა. ახლა ფეისბუქზე მედავებიან რატომ იმაზე არ ღიზიანდები ცხოველები ზოოპარკში და სახლებში რომ ყავთ გამომწყვდეულიო. იმ ცხოველებს უვლიან მაინც ან ვიღაცის სანახავად (შემეცნებითი მხარით) იყენებენ და აი ამ საცოდავი ფრინველისგან, რომელიც თავისთვის დაფრინავდა და კაციშვილს ხელს არ უშლიდა რა უნდოდათ, მართლა არ მესმის. და თან კურთხევით!!!! მხოლოდ მე მეჩენება ეს ამაზრზენად?!

ჩემი მცხეთაში ხშირი სტუმრობიდან გამომდინარე, ასევე ხშირად ვხვდები სვეტიცხოველში. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვობიდან, რაც კი ამ ტაძრის არსებობა გავიგე მე ის უბრალოდ მიყვარს. ამ ბოლო თვეებში : ერთხელ შევედი ეკლესიაში და მომვარდა ვიღაც ქალი საშინელი ინგლისურით – ვუდ იუ ლაიკ ე გიუდ? – ამ გამოხდომით (შუა ეკლესიაში) დაბნეული აზრზე ვერ მოვედი და ახლა მეორე მომადგა – ღ(თჟღჟღფეუფჯრპჰე4რ9წ , $ჟ94უფფერჯ , შვილებო (იქ ვერ გავიგე რა უნდოდა, მარა აშკარად არ კითხულობდა მაგ. ღვთისმშობლის ხატი საით კიდიაო) , მეორე წუთას სანთელს ვანთებდი და ვიღაც ახალგაზრდა ქალი მომადგა კიდე რაღაცას ყიდდა თუ რა უნდოდა ვერ გავიგე. მე მეუბნებიან არ შეიძლება შარვლით სიარული, ღვთისმშობელი არ დადიოდა შარვლითო (ქრისტე ხო რას ამბობ ჯიპებით დაჰქროდა) და ამ დროს ტურისტები მიდი-მოდიან და დაჯლაგუნობენ. პატივისცემის ნიშნად ფოტოებს არ ვიღება რასდროს ეკლესიაში, მობილურზე ვიბრაციასაც ვუთიშავ არ დარეკოსთქო და – მიდიიი – ფეისბუქისთვის თუ ადნაკლასნიკისთვის ყველა პოზაში იღებენ ხაებთან ფოტოებს. ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიას კი არა ბაზარს ჰგავს იქაურობა. თუ სწორად მახსოვს, ქროსტემ სწორედ ასეთი ბაზარი მიანგრია და ფარისევლებისთვის ცდილობდა თვალის ახელას. 

დაახლოებით ერთი წლის წინ სიონის საკელესიო მაღაზიაში მივედი, პატარა ვერცხლის წვრის ყიდვა მინდოდა (ხის ჯვარი მქონდა და გარკვეული მიზეზების გამო ცეპზე ვერ ვიკიდებდი), მაშინ peace sign ყელსაბამი მეკეთა და მის ქვემოთ ქრისტეს ხატი, კიდევ ქვემოთ  გულის ყელსაბამი თუ მსგავსი რაღაც. გამყიდველს ვეკითხები : -პატარა ჯვრები გაქვთ ვერცხლის? – პასუხი არ არის. მერე ფანჯარაზე ვუკაკუნებ – უკაცრავად, პატარა ჯვრები თუ გაქვთ? – შემომხედა, შემიბღვირა და თავი ჩაღუნა. გამიკვირდა და დაბნეულობისგან გავჩერდი. უცებ ამომხედა და რასაც ქვია შემომიღრინა : – შენ აი მაგ ეშმაკისეულის ტარებას გირჩევნია ჯვარი ატარო!!! – და ისევ ჩაღუნა თავი. ღმერთმანი, ეკლესიის ეზოში ვიყავი და ზედმეტი არაფერი მითქვამს გამოვედი, მაგრამ დღემდე სასტიკად გაცეცხლებული ვარ ამ ამბავზე. შე ოჯახაშენებულო, (აქ სიამოვნებით შევიგინებოდი), გეკითხები ჯვარი თუ გაქვს, ესეიგი ლოგიკურად უნდა ვიყიდო და უნდა დავიკიდო ზედ. მერე მეორე, ყოვლად გაუნათლებელო, უცოდინარო და უწიგნურო, რაღაცა წაიკითხე, ინტერნეტში შედი, წიგნი გადაშალე და გაიგე ეს დედანაქაჩი ეშმაკი რა არის და მშვიდობა რა. დიდად განათლებული შეიძლება არც მე ვიყო, მაგრამ იმის ძაგებას როგორ დავიწყებ რაც არ ვიცი!

მე და ალექსი მეტეხის ეკლესიაში შევედით (უფრო სწორად ეზოში, ეკლესიაში შესვლას არც ვაპირებდი [აქაც გასაგები მიზეზების გამო] ). გაზაფხული იყო. აი ის პერიოდი, კეტები, ჯინსები, მაიკა და ზევიდან ჟაკეტი რომ უნდა ჩაიცვა (მიყვარს ეს დრო : ))) ). მაშინ “ახალი შეყავრებულები” ვიყავით და ათას რაღაცაზე ვლაპარაკობდით (ეხლა მითუმეტეს). უცებ ვიღაც ქალი მომადგა გაშმაგებული – შენს გვერდით კაცი მოდის, როგორ აკადრე რომ შარვალი და ეგეთი მაიკა გაცვია (ვინც მიცნობს, მან იცის რომ ცხოვრებაშ დეკოლტე არ ჩამიცვამს ჩემი სტილიდან გამომდინარე) , ამას უხერხულ მდგომარეობაში აგდებ, ვიღაცამ რომ რამე გითხრასო. – ისევ იმიტომ, რომ ეკლესიის ეზოში ვიყავი, ხმა არ ამოვიღე და გავიარე (ოხ ნეტავ სხვა სადმე ქუჩაში შემხვედროდა და იქ ეთქვა, საკადრის პასუხს ნამდვილად გავცემდი!!!).

რამდენიმე წლის წინ ჩემი პატარა ხატი რომ ვაკურთხებინე გლდანის წმ. გიორგის ეკლესიაში, შესაწირავი იქ ჩააგდე შვილოო.

ყველას გთხოვთ, მითხარით სად ხედავთ განსხვავებას ქრისტეს მოსვლის დროისა და ჩვენს დროს შორის? – ეკლესიებში ისევ ვაჭრობა და ფულის ზეიმია, ისევ ცოდვილნი ისვრიან პირველი ქვებს და ჩემი ჩათვლით ისევ ერთმანეთს კიცხავენ.

ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია და რომელშიც ნათელი წმინდა ნინომ შემოიტანა? მე თუ იძულებული ვარ დავემორჩილო ამ საყოველთაო მღვდელომანიას, მათ კანონებს და თვითნებურად შემიშავებულ წეს-ჩვეულებებს, მაშინ მე უარს ვამბობ ამაზე! მე მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს იმ მარაზმობის, რაც ეკლესიაში ხდება. უდიდეს იმედს ვიტოვებ, რომ რომელიმე, თუნდაც ყველაზე პატარა სოფლის ეკლესიაში მოიძებნება ისეთი წვერიანი კაცი, რომელიც უდაოდ ღირსია ანაფორის ტარების.

ამ პოსტში არ ვწერ კიდევ ბევრ რამეს, ზოგი გზა და გზა მახსენდებოდა, ზოგი გამოქვეყნების შემდეგ ამოტივტივდება ჩემს მეხსიერებაში, ზოგზე კი უბრალოდ არ ვთვლი, რომ საჭიროა ლაპრაკი. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი ადამიანი წაიკითახვს და ალბათ იქნება არასასიამოვნო კომენტარებიც, მაგრამ სანამ ჩემს გალანძღვას დაიწყებდეთ თქვენი ფეისბუქი შეამოქმეთ “ყველაზე სიმპატიური მამაოების” ფეიჯი არ გქონდეთ დალაიქებული  : ))))) 

Advertisements

6 thoughts on “უჯვრო სვეტიცხოველი

  1. სტატიას ერთი ნორმალური აზრი შეპარვია – მოწყენილია ფრინველი და აღარ არის ისეთიო… ისე, მეუფის ამბავიც მართალია, რა ვიცი? აბა, სახელს რატომ არ ამხელენ, წეწვაა ხოლმე კურთხევაზე, მეუფის თუ არის, მით უმეტეს :) :)
    შეუგნებელი ადამიანების მეტი რა არის, მართლა რა აუცილებელი იყო იმ ხოხბის დაჭერა…
    ნუ, პოსტში რა პრობლემებიც ახსენე, იმაზე აღარაფერს ვამბობ, ეგეთი ადამიანები დღითიდღე ანადგურებენ ჩემი რწმენის ნამცეცებს…

  2. ამასწინებზე, ბავშვის ნათლია ვიყავი ძველი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში. ნათლობის დასაწყისში მღვდელისთვის შესაწირი ვიღაც კაცმა გამოგვართვა, ნუ არაფერი განსაკუთრებული, თუმცა მაინც გამიკვირდა ცოტა, იგივე მცხეთაში, რო ვიკითხეთ რამდენი უნდა გადავიხადოთო, შესაწირში ჩააგდეთ რამდენიც გინდათო…

    ნათლობის განმავლობაში ვიღაც ქალი დაგვტრიალდებდა თავს, ერთხელ პირსახოცი მიაწოდა მამაოს და რაღაც კიდე ორიოდე უმნიშვნელო კეთილი საქმე ჩაიდინა. ნათლობა რომ დამთავრდა ეს ქალი მომიბრუნდა და მეუბნება შესაწირი უნდა დამიტოვოთო. ვიფიქრე არ იცის ამ ქალმა რო დაგვატოვებინესთქო და დაბნეულმა, კი ვიცი, გადავიხადეთ უკვეთქო მივაგებე, მაგრამ ქალი არ დაიბნა და ის მამაოსი იყო, ჩემთან ცალკე უნდა გადაიხადოთო : )))

    კი ამივიდა თვალები შუბლზე მაგრამ რა უნდა მექნა, შენი არ იყოს ეკესიაში ვიყავი და …

    • :O მართლა? :ო აი ეგეთ სიტუაციებში ჩვენ უფრო გვაქვს მეტი შეგნება, ვიდრე ამ “მომსახურე პერსონალს” :|

      მე ჯვრისწერაზე მაინტერესებდა რაღცეები და მითხრეს რო შენ თვითონ უნდა ჩააგდო რამდენის საშუალებაც გაქვს და არავის არაფერი არ უნდა გადაუხადოო… წესით ეგრე უნდა იყოს მარა რავიცი …
      ცუდი ფაქტების წინაშე ვდგავართ .. :(

  3. სწორედ აი მასეთი ქცევების გამო მასეთი კომენატრების თუ “შენიშვნების” გამო დიდი ხანია ეკლესიაში არ ვყოფილვარ და არც სურვილი გამჩენია. აღარ მწამს არც ერთი რელიგიის.
    ერთხელ “მარშუტკიდან” ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი იმიტომ რომ ქალმა ტვინი შემჭამა იმის თაობაზე თუ რატომ მეკეთა ამონ რას თვალი და არა ჯვარი.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s