დამი-LIKE კონკურსები და მასიური სპამომანია

Standard

ამ ბოლო დროს (რაღა ბოლოა, მაგრამ მაინც) სოციალურ ქსელში მომრავლდა “დამილაიქე” კონკურსები, რომლის წესებიც ძალიან ადვილია – ტვირთავ ფოტოს, შემდეგ კი სპამავ მეგობრებთან , მის მეგობრებთან და მისი მეგობრის მეგობრის მეგობრებთანაც კი, რომ დაგილაიქონ. შედეგად შენ ხდები ან ძალიან მაგარი “როჟა”, ან საჩუქრად იღებ უფასო პლასტიკურ ოპერაციას (რომელსაც ვინდ ა როგორ გიკეთებს კაცმა არ იცის), ან სადმე სამსახურს გპირდებიან ალბათ მაქსიმუმ 130 ლარად თვეში (ეგეც თუ გაგიმართლა).

მე გადავწყვიტე გამომერკვია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამას თვითონ “კომპანიისათვის”. მაგალითისათვის ვიკითხე “თსუ სტუდენტურ თვითმმართველობაში”, თუ რატომ არიდებენ თავს თვითონ გამოარკვიონ გამარჯვებული (ამა თუ იმ ნომინაციაში). პასუხად მივიღე, რომ სურთ მეტი ობიექტურობა, თან ისიც დააყოლეს – “ჩვენს გვერდს დალაიქება არ სჭირდება, ისე შეუძლიათ კონკურსანტის ფოტოს შეფასებაო”.

Altervision Newcomer-ის ორგანიზატორებმა კი სხვა რამ განმიცხადეს – იმიტომ შევცვალეთ თავდაპირველად გამოქვეყნებული კონკურსის პირობები, რომ მერე ჟიურიზე ნაწყენი არავინ იყოსო (ამ შემთხვევაში “თსუსგან” განსხვავებით ეს გევრდი არათუ უნდა დაალაიქო ფოტოს მოწონება რომ შეგეძლოს, არამედ მეგობრებში უნდა დაიმატო). ხოლო თუ რა კონკურსზეა საუბარი, ახლავე მოგახსენებთ.

როგორც იცით, თბილისის მერიამ თბილისობა “ნიუქამერების” კონცერტით გახსნა, რომელიც რა საკვირველია უფასო იყო და სხვა და სხვა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანმა ერთად მოიყარა თავი.


მუსიკალური პროგრამა (ალბათ) შთამბეჭდავი იქნებოდა ამ სტილის მოყვარულთათვის. მე კი იმ გაუგებრობაში სულ შემთხვევით აღმოვჩნდი. საქმე იმაშია, რომ მეგობარმა დამტაგა ალტერვიზიის გვერდზე, სადაც სჭირდებოდათ 5 ფოტოგრაფი, რომელიც გადაიღებდა კონცერტს, შემდეგ კი ამ 5დან აარჩევდნენ 2-ს ალტერვიზია 2012 კონტრაქტით გადასაღებად. მოკლედ, ასეა თუ ისე, ღამე სახლში 12 საათზე მოსულმა სასწრაფოდ დავამუშავე 50მდე ფოტო და ელვის სისწრაფით გადავაგზავნე მაილზე. კონცერტიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ ვიგებ, რომ თურმე არა ჟიური, არამედ ფეისბუქის ლაიქები გადაწყვეტენ ჩემს/ჩვენს ბედს. ჩემმა აღშფოთებამ კი ალტერვიზიის თანამშრომლების (?) მხრიდან მხოლოდ ირონია და გულგრილი დამოკიდებულება გამოიწვია.

ვინც ამ პოსტს კითხულობს, ყველას მინდა ვურჩიო, თუ რაიმე კონკურსში გადაწყვეტთ მონაწილეობა მიიღოთ, არ დასჯერდეთ მხოლოდ იმ პირობებს, რაც ოფიციალურადაა დაწერილი, არ დასჯერდეთ პირად საუბრებს და თუ მაინც “გაებით”, პასუხის მოსმენისას “კონკურსი ჩვენია, ასე გვინდა წესების შეცვლა და სინდის-ნამუსიც ჩვენ გვეხებაო” ნუ გაგაკვირვებთ.

ნურც მეგობრებისათვის მიწერებს დაიწყებთ “აუ დამილაიქე რა გთხოოვ” და ეს მხოლოდ თქვენი რეპუტაციის ამბავია. : )

Advertisements

10 thoughts on “დამი-LIKE კონკურსები და მასიური სპამომანია

    • ხო იცი რა ძალიან არათანაბარი კონკურსია, მე საერთდ ამას კონკურსებსაც ვერ ვუწოდებ, ეს არის რაღც გასართობი. მერე ვიღაც მობილურით გადაღებული ფოტოთი იტყვის მე შენზე მაგარი ფოტოგრაფი ვარ, ამ კონკურსში გავიმარჯვე ლაიქებითო : ) )) ნუ მაინცდამაინც ფოტოგრაფზე არაა ეხლა საუბარი, მაგრამ ძირითადად ამ თემატიკაზეა კონკურსები .

  1. გეთანხმები გვანცა! საშინელებაა და კიდევ ერთი დასტური რომ საქართველოში ვართ (აქ ხომ ყველაფერი დასაშვებია). ჩემამადე არ დადის და ალბათ ვერც ვერასდროს მივხვდები ამ ლაიკ კონკურესბის აზრს. რატომ უნდა დავიჩაგრო მე თუ კი ფბ-ზე ცოტა მეგობარი მყავს და მათხოვრობა არ შემიძლია! მართალი ხარ, არ ღირს ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება! მაგრამ ერთს მაინც ვერ ვხვდები დილეტანტი უფრო შეაფასებს კარგად თუ პროფესიონალი ფოტოგრაფებით დაკომპლექტებული ჯიური. :) წარმატებები!

  2. არაერთხელ შემოგთავაზეთ კონკურსის დატოვება, თუმცა ამაზე პასუხი არ მიგვიღია – თუ ამდენად უკმაყოფილო ხარ, დაგეხია უკან და გამოგეტანა ნამუშევრები ;)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s