sex in Georgia

Standard

“10 წლისამ დავიწყე სექსი” – ამ საძიებო სიტყვებით ჩემს ბლოგზე აღმოჩნდა რომელიღაც იუზერი, არ ვიცი გოგო თუ ბიჭი, მაგრამ ცოტა არ იყოს და გამაკვირვა ამ ამბავმა : ) ))

კაცმა რომ თქვას,  ჩვენს თაობას სიტყვა სექსი აღარ უკვირს (?), მაგრამ რამ უნდა აიძულოს 10 წლის ბავშვი, თოჯინებით ან ჯარისკაცებით თამაშის ნაცვლად სხვა რაღაცებით თამაშობდეს, რატომღაც ვერ ვხვდები.

ისევ ქართულ სტერეოტიპებს რომ დავუბრუნდეთ – როდის “შეიძლება” ინტიმური კავშირი, რა ასაკში და ვისთან, ამას ალბათ ისევ ჩვენი მშობლების თაობა წყვეტს. საქართველოში სექსის წინამორბედად ჯერ გაღიმება, პაემანზე წასვლა ითვლება. საერთოდ, ალბათ ასეც არის, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო არამგონია ამდენად ტრაგიკულად უყურებდეს ამ ამბავს. რატომღაც, წყვილს, რომელიც ერთმანეთს კოცნის – ან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ან ეგრევე ოჯახი უნდა შქემნას. ჩვენთან მიუღებელია ისეთი ნორმალური რამ, რასაც “ერთობლივი თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე” ჰქვია. ადამიანები იხდიან 500 კაციან ღრეობებს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), შემდეგ მიდიან სახლში, აქვთ ასე ნანატრი “პირველი ღამე” და უცებ .. აღმოჩნდება, რომ ინტიმური ცხოვრება არა სიამოვნების, არამედ ტანჯვის ტოლფასია (ერთ-ერთისთვის მაინც). აჩენენ შვილებს, გადის წლები და ეს არც თუ ისე პატარა პრობლემა ძალიან ხშირად ოჯახების დანგრევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცევა.

ამ პოსტს თუ  ჩემი/ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენელი (და მითუფრო “ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი”) კითხულობს, ალბათ რეაქცია სტანდარტული ექნება: – “ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დავიწვა!! (ევილ) პროპაგანდას ვუწევ გარყვნილებას და ჰელოუინს” (რა შუაშია, მაგრამ ახლოვდება და… ).

1-2 წლის წინ ერთ-ერთ ყვითელ გაზეთში წავიკითხე “სტატიის” სათაური – “ქმარმა ლოგინში ბოლომდე გახდა მომთხოვა და ჩემს ძმას ვაცემინე” – ამბობს 3 შვილის დედა. კაცის შეხება არ უნდა მოანატრო ეხლა ამას?!

არ მესმის, რატომ არის სექსი ტაბუდადებული თემა, მართლა კომბოსტოებში ხომ არ გვიპოვნეს! ამ პოსტით არაფრის დამტკიცება მინდა, მხოლოდ მკითხველისგან ვითხოვ პასუხს – გასაგებია, რომ 10 წლის ასაკში სექსუალური კავშირი ვერაა მთლად კარგი ამბავი, მაგრამ როდის არის მისაღები – 18 წლის (როცა სრულწლოვანია მაგრამ “თავში უქრის”), 25 წლის (მაგრამ ოჯახს არ ქმნის), 30 წლის (აქ უკვე ძირითადად პრობლემად ითვლება სექსის არ ქონა) თუ ცხოვრების ბოლომდე ბოქლომდადებულობა და “ქართული ტრადიციების” დაცვა სჯობს?!

 

Advertisements

6 thoughts on “sex in Georgia

  1. ამმ, რატომღაც არ მგონია რომ სექსი ტაბუდადებულ თემათ ითვლებოდეს ჩვენით თაობის ადამიანებში, ან მე მიწევს ისეთ გარემოში და ისეთი ხალხის გევრდზე ყოფნა, რომელთანაც ფრაზა “მე ქალიშვილი” არ ვარ არანაირ გავლენას არ მოახდენს : )

    • ეს შესაძლოა შენს საახლობლოშია ასე და იმიტომ გგონია მთელის აქართველო შენნაირად აზროვნებს, მაგრამ ნამდვილად ცდები:)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s