გარდასახვა

Standard

ეხლა გადავიკითხეჩემი ძველი პოსტები. ისე, უბრალოდ შემოვიხედე ბლოგზე, დამაინტერესა ვინმე გზააბნეული ხომ არ შემოაგდო გუგლმა-მეთქი.. წავიკითე და როგორ შევცვლილვარ ამ 1 წლის განმავლობაში… მივხვდი, რომ ადამიანები თავისით არ იცვლებიან, აუცილებელია რაიმემ იმოქმედოს მათზე. ხანდახან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია რადიკალური ცვლილებებისათვის. პირველ ხაზში დალინკულ პოსტებში მე სიყვარულს ვეძებდი, ახლა კი დღეებს ვითვლი საქორწილო კაბის ჩაცმამდე : ) დიახ. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემი მეგზური იქნება. არა კარიერა, არა ფინანსური უზრუნველყოფა, არაფერია იმის ფასი, როცა იცი არსებობს ადამიანი, ვინც ნებისმიერ წამს შენს გევრდით გაჩნდება.

მოკლედ.. აღარ მინდა სიყვარულზე ბევრი გავაგრძელო, სათუთად პირადია ჩემთვის. ის კი ვიცი, რომ ამ ახალ წელს მარტო არ შევხვდები და ბოლოს და ბოლოს მეც გავიზიარებ იმ სიხარულს, რასაც მთელი თუ არა ნახევარი მსოფლიო ზეიმობს. მიყვარს. ვერ გადმოვცემ, არც მინდა თქმა..

ამ პოსტის  ბოლოს  მე ვნატრულობდი ჩემს ძმებს ვიცნობდე და ვარსებობდე-თქო მათთვის – ესეც ამიხდა და ორმაგად ბედნიერი ვარ…

სამსახურეობრივ საქმიანობას რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა სახლის ბლოგერი ვარ, მართალია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სტაჟირებას ვჯერდები, მაგრამ…. სამყარო ხომ ასეთი მშვენიერია : ) რატომ დავტვირთო იგი სიტყვა “მაგრამით”? : ) მე უბრალოდ ახლა ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და მიყვარხარ შენც, ვინც ამ პოსტს კითხულობს : )

Advertisements

2 thoughts on “გარდასახვა

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s