ძირითადად გენდერი. და… შიდსიც….

Standard

ერთობ გაურკვეველი სათაურია, არა? ეგ არაფერი, ახლავე აგიხსნით ყველაფერს ^_^

25 ნოემბერს ფეისბუქზე ბლოგერების გვერდზე შემთხვევით წავაწყდი კონკურსსპილო ოთახშის” ლინკს/განაცხადს/ბლაბლაბლა. ჩავიკითხე, მომეწონა, გავაგზავნე… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღე საკმაოდ მძიმე უნდა მქონოდა, იმ ღამეს გვიანობამდე ისევ სოციალურ ქსელში ვიჯექი : ))

დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირეკავს და მეუბნება, რომ ლიდერად შემარჩიეს და ხვალ დილის 12 საათზე ტრენინგზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ მე ხომ 27 ში 2 საათზე “მცხეთა-მთიანეთის რაიონულ საინფორმაციო ცენტრში” გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი (უკვე მეორედ დამირეკეს, ასე ვთქვათ მეორე “შანსი” მომცეს (პირველადაც ვერ მვოახერხე მისვლა), ასე რომ ორგანიზატორს უარი ვუთხარი. შევედი ისევ კონკურსის გვერდზე და თავიდან ჩავიკითხე პირობები. შედეგად დაახლოებით 2ის წუთებზე გავაუქმებინე გასაუბრება და ისევ ორგანიზატორს დავურეკე არიქა მოვდივარ არ ამომშალოთთქო. აქაც გაუგებრობა მოხდა – თურმე უკვე სხვა ჩაუსვამთ ჩემს ადგილას.. რაღას გავაწყობდი, ერთგან უარი ვთქვი, მეორეგან ისევ უარი და დავრჩი ფორევა ელოუნივით.

მაგრამ… 

მეორე დღეს ისევ ზარია ჩემს ტელეფონზე და მხიარული ხმა მამცნობს რომ ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა და რაც შეიძლება მალე უნდა გამოვცხადდე ტრენინგზე. მოკლედ. მივედი.. სიტუაცია საკმაოდ საინტერესო დამხვდა – გამიხარდა ჩემს მისვლამდე ორიოდ სიტყვა უთქვამთ ჩემზე მონაწილეთათვის, ასე რომ უცხო ალბათ არავისთვის ვყოფილვარ : )

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ბევრი რამ გავიგე გენდერზეც, აივზეც და შიდსზეც, საბოლოოდ კი თემები ამოვარჩიეთ რომელზეც უნდა გავაკეთოთ ესსე, ფოტორეპორტაჟი და ფლეშმობი/აქცია/პერფომანსი (ეს უკანასკნელი მე 6 დეკემბერს მომიწია, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემეხმიანონ : ) ).

ჩემი თემა საკმაოდ საინტერესოა – “ომი ქალების წინააღმდეგ”, შესაბამის ინტერპრეტაციით და ინტრიგნული ქვეტექსტებით. გუნდიც მემგონი კარგი მყავს, პრიზებიც  (როგორც უკვე გაეცანით) შთამბეჭდავია. მოკლედ, მოტივირებულნი ნამდვილად ვართ : )) მაგრამ, ჩემი აზრით მთავარი გამარჯვება არაა, თვითონ პროცესი, ქმედება, საინტერესო რაღაცების გაგება/შესწავლა და ურთიერთობები, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

ჩემს უკან კიდევ 9 კონკურენტი ჯგუფია ასევე საინტერესო თემებით და ულევი იდეებით (ალბათ :დ ), ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და მათ, ვინც წელს არ/ვერ მიიღეს კონკურსში მონაწილეობა ვეტყვი, რომ 1 წლის შემდეგ უფრო ხშირად ადევნონ ჩვენს საყვარელ ფბს თვალი, რა იცი, რა ხდება : )))

Advertisements

3 thoughts on “ძირითადად გენდერი. და… შიდსიც….

  1. Beka Gabro

    :) ძალიან თბილი პოსტია, ძალიან კარგ კონკურსზე. გისურვებ წარმატებებს და ბეევრ პოზიტივს ამ პროცესში… ;)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s