ბლოგერებისათვის წლის “სავალდებულო” პოსტი

Standard

საერთოდ არ ვაპირებდი ბლოგზე პოსტის დაწერას რა და როგორ ხდებოდა 2011-ში, მაგრამ ახალხანს ფეისბუქზე თინის პოსტი ვიხილე და გადავწყვიტე 2 სიტყვით მოგიყვეთ.

2011 ალექსთან ზარით და ახალი წლის მილოცვით დაიწყო ქეთის სახლიდან. საკმაოდ დაძაბული ზამთარი იყო, გაურკვევლობაში გაიარა რამდენიმე თვემ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას რომ 2011 წლის დადგომასთან ერთად სამსახურიც აღარ გამაჩნია. 2012მდე ეს დარჩა ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემად.  სადაც მივედი (დავყავი რაღაც პერიოდი) არავის თანხა/დაფინანსება არ გააჩნია :( – მგონი ვიღაცამ მაგრად დამწყევლა : ))))

კარიერაში აბსოლუტური უმაქნისობა და დეპრესიის პირას ყოფნა ხდება :/

ოჯახურად.. ჰმ.. დედაჩემმა ყველაფერი დაკარგა რაც ჰქონდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთმა პატარა, გაბოზანდარებულმა, გატუტუცებულმა გოგჩომ (აი ისეთმა, ტუჩებს რომ პრუწავენ ხოლმე) რომელიც დედას მეუღლის შვილია ჯერ ფული მოპარა მერე ოქროულობა. ფულის მოპარვის დროს ფაქტზე წაასწრო და თავისი პატარა და დაიფიცა მე არ ამიღიაო, პოლიციით რო დაემუქრა, მერე აღიარა და ამოიწყვიტა ყველაფერი აღარ ვიზამ მეტსო მაგრამ გავიდა რამდეინმე თვე და დედაჩემის ქორწილში ნაჩუქარი საყურეები, ოქროს/ბრილიანტის ბეჭდები, ცეპი, გიშრის კულონი, ძოწის ბეჭედი და საყურეები, ოქროს ჯვარი… – ყველაფერს დაავლო ხელი და დაახვია. მერე იყო გარჩევები, ისტერიკები, მობრძანდა ამ პატარა ქურდის დედიკო და დადო ფრაზა: “მე ვიცი ჩემი ქეთუსია როდის იპარავს, ეხლა არ მოუპარავს” – აქედან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ არ ვიცი.. მერე ქეთუსიას ბოიფრენდმა დამირეკა და სტრეკლა დამინიშნა, შენ და დედაშენი რაღაცებს აბრალებთ ჩემს შეყვარებულსო, იმ შეყვარებულს რომელმაც მართალია ჩემი თანდასწრებით აღიარა რო მაამმისს ფული მოპარა 14 წლისამ, მერე სახლი რო გაქურდა, მერე ბებიამისს ძველი ბრიალინტის საყურეები რო მოპარა, მერე მეზობლებს ფული და ოქროულობა რო ჩამოართვა, დედაშენს ფული ამოაცალა, მაგრამ ოქროს არ მოიპარავდა და “მოდი აბა გოგო ერთი შემხვდიო” : ))))) მოკლედ…დავიკიდოთ 18 წლის ქურდი არსება, მთავარია, რომ მისთვის კარგად არაფერი წავა იმის შემდეგ რაც ბევრჯერ ჩაიდინა და კიდევ იმის შემდეგ, რაც საშვილიშვილოდ გადამიმტერა. ხანდახან ძალიან მაბრაზებს დედაჩემი, მაგრამ მის წყენას იმ ბავშვს არასდროს დავანებებ, რომელსაც თითქმის ყოველდღე სანაპიროზე სიგარეტით ხელში და ბიჭების კალთაში ხედავენ (თუმცა, მისია, ვისაც უნდა მისცემს).

მერე ერთ ჩემს დაქალთან უთანხმოება მომივიდა. უბრალოდ საწყენია როცა გიყვებიან, გიყვებიან, გიყვებიან, გიყვებიან, გიყვებიან, გიყვებიან, გიყვებიან და შენ უფლება არ გაქვს რამე უთხრა : “არ იცი შენ! ვერ ხვდები შენ! სხვა პონტია ეს!” თუ მე არაფერი არ მესმის, თუ მე სრული გაუგებრობა ვარ, მაშინ რატომ მიყვებიან არ ვიცი… გავატაროთ ესეც..

მუსიკალური მხრივაც საკმაოდ კარგი წელი იყო. თსუში სტუდ. დღეების გამარჯვებული იყო ჯგუფი Blues Session, ბევრი კონცერტი გვქონდა, ამაღელვებელი და კარგი დღეებით…  მაგრამ დამთავრდა სტუდენტურები და დამთავრდა ბენდიც :( მაინც კარგი იყო…

ნოემბრის ბოლოს გაიმართა ახალგაზრდული კონკურსი “სპილო ოთახში”  . კონკურსის შესახებ აღნიშნულ ლინკზე იხილავთ, მაგრამ იმ ლინკზე სამწუხაროდ ვერ წაიკითხავთ იმ პრობლემების შესახებ, რაც გუნდში შეიქმნა. იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო სიტუაცია, იყო ბევრი ნერვიულობა, დიდი სტრესი და საბოლოოდ ამ ყველაფერმა ალბათ ყველა მონაწილეზე (მაგრამ მგონია რომ უფრო მეტად ჩემზე, რადგან ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად ამესახა) დატოვა დაღივით (ომგ რა სიტყვაა ეს!). უკმაყოფილო დავრჩი ნამდვილად იმ შეცდომის, რაც მე ჩავიდინე (ჯგუფის დაკომპლექტებას ვგულისხმობ), ყვეალას ვურჩევ ისეთი ადამიანები შეარჩიოს სამუშაოდ, რომლებსაც იცნობს და იცის რაზე არიან წამსვლელები, მიაქციონ ყურადღება მათ პოტენციალს და თუ მაინცდამაინც სივითი არჩევთ, გუგლ კალენდარს ვხმარობ და ფეისბუქის ფან ფეიჯი მაქვსო რომ უწერია კანდიდატს, დაფიქრდით და სხვისი მოტივაციის წერილიც აიღეთ : )))

ნუ დაიბოღმებით, თქვენი შეცდომების აღიარება ისწავლეთ და ნუ ეტყვით ადამიანს “შენ რომ შეყვარებულს დაშორდები მერე მიხვდები” ან “შენ ცოტახანშ ქმარი გეყოლება, მე კიდევ ისევ ქალების უფლებისათვის უნდა ვიმუშავო”…. არ ღირს, წინ კიდევ არის ცხოვრებისათვის წლები….

ყველაზე კარგი ბოლოსთვის შემოვიტოვე – ჩემი ალექსი.

2011 გაუგებრად დაიწყო მაგრამ იდეალურად მთავრდება.  ბედნიერებისათვის აბსოლუტურად ყვეალფერი მაქვს (ერთი სამსახური არ მიწყობს ხელს). ჩემი ახალი ლეპტოპის (hp probook 4525s) დესკტოპზე მთვლელი დარჩენილ დღეებს ითვლის 21 აპრილამდე (სავარაუდოდ). ქორწილის სამზადისი ალბათ თებერვლიდან დაიწყება ალბათ.. უუჰუ.. ერთი სული მაქვს ქეთის (დედა, რამდენი ქეთ მოხვდა ამ პოსტში) კაბაზე რო წავათრევ, ჯვრისწერა, საქორწილო ალიაქოთი ააა… დარჩა 113 დღე!!!!! ქორწილში ბევრი ხალხი არ იქნება, ჩვენი პირადი მოთხოვნაა მინიმუმამდე დავიყვანთ სტუმრების რაოდენობას, ქორწილი გვინდა და არა ბარდაგი მურთაზი ბიძიებით! : ))

ჩვენი წლისთავი ისე საყვარლად აღვნიშნეთ, საერთოდ, ალექსისგან ბევრი საჩუქრები დამიგროვდა, გულსაკიდს  (იხ. ფოტო ქვემოთ) აღარ ვიხსნი, არც საახალწლო საუკეთესო საჩუქარს. მიყვარს ყველაფერი მისი აქედანაც ვეტყვი ალექს მამაცაშვილო, მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად!!!!

ხვალ ახალი წელია, ჩემს ცხოვრებაში პირველად გავატარებ ამ საღამოს ყველაზე ბედნიერად.

ყველას გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ თქვენც ისეთივე ბედნიერები იყოთ, როგორებიც ჩვენ ვართ!!!! ხო და ცოტა თოვლიც მოსულიყოს, რა იქნება ა? :შ

Advertisements

2 thoughts on “ბლოგერებისათვის წლის “სავალდებულო” პოსტი

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s