თბილისური მოდა

Standard

ლუბა

მოკლედ.. დღეს მეტროთი მგზავრობისას გადავეყარე ფრიად საინტერესო ფაქტს. ერთდროულად შემოვიდა ერთმანეთისათვის სრულიად უცნობი 3 გოგო, ერთნაირი თმის სტილით, ერთნაირი შარვლებით, ზედებით, ფეხსაცმლით, დაპრუწული ტუჩებით და სხვა აქსესუარებით. მართალია, თბილისი (და ზოგადად საქართველო) ძალიან პატარაა ე.წ. მოდის განვითარებისათვის, მაგრამ, დავიჯერო ტვინით და გემოვნებითაც განუვითარებლები ვართ?

ჯერ იყო და, აიპოდების/მპ3 და ა.შ. გულზე ჩამოკიდება იყო მოდაში, მერე მიხვდნენ რომ აღარ უკვირდა არავის და ჯიბეში გადაინაცვლა (თავიდან მობილურსაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, თუ გახსოვთ), ახლა პატარა მკერდის წინ ადგილი ბუებმა შეავსეს. ესეიგი, გაუგიათ, არ გაუგიათ, იციან თუ არ იციან ამ ფრინველის დანიშნულება დედაბუნებაში, ყველას ან ყლინჯად აქვს ჩამოკონწიალებული, ან უშველებელი ბეჭედი უკეთია ისეთ პატარა თითებზე, რომ ხელი აღარ ჩანს, ან კიდევ ლამისაა თვითონ გაბუვდეს ო_0

აღარ მაქვს საუბარი ამ ფიფქებზე და ირმებზე გაჭედვაზე, ზამთრის მოსვლასთან ერთად. მეც დიდიხანია (რამდენიმე წელია) ეს ირმებიანი ჯემპრი მინდა, მაგრამ ამათი შემხედვარე ფრინველებს ცხოველები მიჰყვა და არც ირემი მინდა, აღარც სანტაკლაუსი ზევიდან :/

მართლა გულწრფელად მიკვირს. თბილისში რატომ არავის გააჩნია ინდივიდუალურობა? ან თუ გააჩნია ნამეტანი გადაინდივიდუალურებულია და შუბლზე აწერია “მე განსხვავებული ვარ და მაკოცე ****ეო”, ან კიდევ ვისაც მართლა არამსგავსი სტილი აქვს, ან “პიდარასტია”, ან ლეზბიანკა : /

გასაგებია ეს მოდა, ფეშენი, ბიჭოლა და ამბები, მაგრამ რატომ აცვიათ გოგოებს ეს ოხერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სიარული რომ არ იციან და ფეხებს სტკენთ?

არ შეიძლება, უბრალოდ ყველა ვიყოთ ის, რაც ვართ? ვერავინ დამაჯერებს, რომ სიამოვნებას ანიჭებს ინკუპატორის წიწილასავით რომ გამოიყურება….

Advertisements