თბილისური მოდა

Standard

ლუბა

მოკლედ.. დღეს მეტროთი მგზავრობისას გადავეყარე ფრიად საინტერესო ფაქტს. ერთდროულად შემოვიდა ერთმანეთისათვის სრულიად უცნობი 3 გოგო, ერთნაირი თმის სტილით, ერთნაირი შარვლებით, ზედებით, ფეხსაცმლით, დაპრუწული ტუჩებით და სხვა აქსესუარებით. მართალია, თბილისი (და ზოგადად საქართველო) ძალიან პატარაა ე.წ. მოდის განვითარებისათვის, მაგრამ, დავიჯერო ტვინით და გემოვნებითაც განუვითარებლები ვართ?

ჯერ იყო და, აიპოდების/მპ3 და ა.შ. გულზე ჩამოკიდება იყო მოდაში, მერე მიხვდნენ რომ აღარ უკვირდა არავის და ჯიბეში გადაინაცვლა (თავიდან მობილურსაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, თუ გახსოვთ), ახლა პატარა მკერდის წინ ადგილი ბუებმა შეავსეს. ესეიგი, გაუგიათ, არ გაუგიათ, იციან თუ არ იციან ამ ფრინველის დანიშნულება დედაბუნებაში, ყველას ან ყლინჯად აქვს ჩამოკონწიალებული, ან უშველებელი ბეჭედი უკეთია ისეთ პატარა თითებზე, რომ ხელი აღარ ჩანს, ან კიდევ ლამისაა თვითონ გაბუვდეს ო_0

აღარ მაქვს საუბარი ამ ფიფქებზე და ირმებზე გაჭედვაზე, ზამთრის მოსვლასთან ერთად. მეც დიდიხანია (რამდენიმე წელია) ეს ირმებიანი ჯემპრი მინდა, მაგრამ ამათი შემხედვარე ფრინველებს ცხოველები მიჰყვა და არც ირემი მინდა, აღარც სანტაკლაუსი ზევიდან :/

მართლა გულწრფელად მიკვირს. თბილისში რატომ არავის გააჩნია ინდივიდუალურობა? ან თუ გააჩნია ნამეტანი გადაინდივიდუალურებულია და შუბლზე აწერია “მე განსხვავებული ვარ და მაკოცე ****ეო”, ან კიდევ ვისაც მართლა არამსგავსი სტილი აქვს, ან “პიდარასტია”, ან ლეზბიანკა : /

გასაგებია ეს მოდა, ფეშენი, ბიჭოლა და ამბები, მაგრამ რატომ აცვიათ გოგოებს ეს ოხერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სიარული რომ არ იციან და ფეხებს სტკენთ?

არ შეიძლება, უბრალოდ ყველა ვიყოთ ის, რაც ვართ? ვერავინ დამაჯერებს, რომ სიამოვნებას ანიჭებს ინკუპატორის წიწილასავით რომ გამოიყურება….

Advertisements

8 thoughts on “თბილისური მოდა

  1. მართლა გულწრფელად მიკვირს. თბილისში რატომ არავის გააჩნია ინდივიდუალურობა? ან თუ გააჩნია ნამეტანი გადაინდივიდუალურებულია და შუბლზე აწერია “მე განსხვავებული ვარ და მაკოცე ****ეო”, ეპიკ ))
    ჩემი მუდმივი წუწუნის თემა :დ

  2. Xapaxypa

    ძვირფასო ჯუდ . ვერ დავიკვეხნი დიდი მოგზაურის სახელით, მაგრამ გთხოვ მერწმუნო, რომ ტროტუარზე მოსიარულე, ტოკიოსა თუ პარიზში , ტფილისსა თუ კარკასონში , უღიმღამო და ერთგვაროვანია. ჩაცმულობის მიზანია პირველ რიგში დაგიცვას სიცივისაგან, და მხოლოდ შემდეგ ფირმების სარეკლამო ფენოვნად გაქციოს. თუ ჩვენთან მაღალი და ძალიან მაღალი ქუსლების დიქტატურაა, და კიდევ აი იმ ფეხსაცმლის, რომელიც ძაღლის უკანალში ფეხგაყრილების მსვლელობას რომ წააგავს, სხვაგან ჩაჩაჩული ჯემპრების და აწეწილი თმის, ან ეთნიკური ბიჟუტერიის, ან შავი მანიკურის, ან ჯარისკაცის ჩანთების მეჯლისია და ასე უსასრულობამდე. ორიგინალურობა ხშირად ძვირია, ან გამბედაობას მოითხოვს, ან უბრალოდ ტვინის განძრევას, და მოგეხსენება იგი, გონება, მხოლოდ უმცირესობის ხვედრია! შანელიკო ბებია ხომ იმუქრებოდა ყველა ქალს შავებში გამოვაწყობ და ქუჩაში ჩავამწკრივებო, ხო და აი მიაღწია საწადელს, ჩვენ კი თვალები გვეწვის სარაზმო ერთგვაროვნებისაგან! კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! პატივისცემით… Xapaxypa

    • ჰომ.. საინტერესო კომენტარი იყო, პრინციპში არ გეწინააღმდეგები არაფერში, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ლონდონისაგან და პარიზისაგან საკმაოდ განვსხვავდებით : ))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s