ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

– კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…

 

Advertisements

10 thoughts on “ფულზე გაცვლილი რელიგია

  1. ზურა

    საინტერესო მსჯელობაა და ლოგიკური დასკნვნაც ჩარჩოებში მოქცევასთან დაკავშირებით.
    მაგრამ გულიანად გამეცინა როცა ესე დარწმუნებით თქვით რომ ფულზე უწევთ სიარული და ამიტომ გაღიზიანდით :) საიდან დააკსვენით ან/და რატომ დაიჯერეთ რომ ეს ესეა, ეს ძალიან საინტერესოა.
    მოკლედ რომ გითხრათ იეჰოვას მოწმეები არ იღებენ არანაირ ანაზღაურებას ქადაგებისთვის.
    როგორც კი დაგაჯერეს აი მაშინ მექეცით ჩარჩოში და არა როცა კარი მიუჯახუნეთ.
    მე იეჰოვას მოწმე ვარ და მეც ძალიან გამაღიზიანებდა ვინმე რომ ფულს იღებდეს ქადაგებისთვის და ქრისტიანობაზე მელაპარაკებოდეს. თუმცა ესე არიან ფუფუნებაში მყოფი სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირები, მაგრამ მაინც კარს არ უჯახუნებთ ხომ ასეა? :)
    პირიქით სახლში თუ მოვა, პატივისცემით მიიღებთ, გარკვეულ რიტუალს ჩაატარებს და მერე ანაზღაურებასაც მიიღებს და ეს არ ითვლება ფულის გადახდათ…
    ამიტომ არის რომ ქვეცნობიერად იმდენად მიეჩვიეთ რომ ღვთის მსახური ფულს უნდა იღებდეს, რომ ჩვენზეც ავტომატურად იჯერებთ ამ ტყუილს :) და თან პარადოქსულად: ჩვენ რელიგია გავცვალეთ ფულზე… კარგით რაა :)) არ გეწყინოთ მაგრამ ფულის კეთება რომ მინდოდეს თან ღმერთის სახელით საქართველოში დამიჯერეთ “მართლმადიდებლობა” ყველაზე მომგებიანი პოზიციაა :)
    მაპატიეთ თუ რამე არაკორექტულად გამომივიდა.
    პატივისცემით,
    ზურა

    • მართლმადიდებლობა რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნესია აქ, ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგები, იმაშიც დაგეთანხმები რაც აქ დაწერე ერთის გარდა – არ ვიცი ახლა როგორაა საქმე, მაგრამ ადრე ერთ გოგოს ვიცნობდი (ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო) რომელმაც მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა ასე სიარული, რომ ფულს უხდიდნენ, თვითონ მითხრა. თუ მხოლოდ მას შესთანაზეს, ეს არ ვიცი, მაგრამ კარგი ფაქტია, რომ ჩემი აზრი მცხადი აღმოჩნდა )

  2. ზურა

    გვანცა, როგორ გითხრა არ ვიცი სვანაირად, მაგრამ გარწმუნებ არ არის ეგ სწორი ინფორმაცია :/ მაგალითად მე თითქმის 14 წელია იეჰოვას მოწმე ვარ და საკმაოდ “აქტიური” წევრი ვარ და დამიჯერე იმაზე მეტის კეთების შესაძლებლობა მქონია და გამიკეთებია ვიდრე თუნდაც შენი ნაცმობი გოგო. ხოდა მე არასდროს ამიღია არანაირი “გასამრჯელო” ქადაგებაში :) და არც არასდროს გამიგია ვინმეს აეღოს, ძალიან დიდ ამაზრზენობად, საშნელებად, ფარისევლობად და არ ვიცი კიდევ რა სიტყვები ვთქვა ითვლება ჩვენთვის ეგეთი მიდგომა და შესაბამისად გამორიცხულია თავს ვდებ ეგ სწორი ინფორმაცია იყოს.
    შენ წარმოიდგინე და იმ გოგოს პირზეც კი დავადგებოდი თუ არსებობს საერთოდ სადმე როგორც ვითომ იეჰოვას მოწმე და ან მე დავტოვებდი ამ რელიგიას ან იმ გოგოს მოუწევდა აღიარება რომ მოიტყუა და მიზეზებსაც ალბათ იტყოდა გულახდილად :)
    წარმოიდგინე რამდენად აბსურდულია ეგ რომ მე, ჩემმა მეუღლემ, დედამ დამ მეუღლის ნათესავები, ჩემი ახლო ნათესავები, ჩემი დის მეუღლის ნათესავები, ჩემი მეგობრები, მეგობრების მეგობრები და ა.შ. :)) არ ვიღებთ ანაზღაურებას ქადაგებაში ვიღაც გოგომ გადაწყვიტე ფულის გამო “შემოვიდეს” და ფული იშოვა :))) კი არ დავტოვებდი ამ რელიგიას, ა რ ც კ ი შ ე ვ ი დ ო დ ი!!! მძულს ღმერთის სახელით ფულის კეთება…

    პ.ს. საინტერესო პოსტები გაქვს როგორც მივხვდი და გადავხედავ დანარჩენებსაც :) გმადლობთ პასუხისთვის.

    • ძალიან კარგი და ძალიან მიხარია, ასე რომ არ არის )

      მადლობ, გადახედე თუ დაგაინტერესებს, თუმცა დიდიხანია ახალი პოსტი აღარ დამიწერია

      • ზურა

        შეგიძლია ანუ კარგად გამოგდის, საინტერესო რამეა წერა, თემებს რა გამოლევს კიდე და წერე შენც :)

  3. maria

    მათე 10:7,8 7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით.
    ეს დაავალა იესომ თავის მოციქულებს რომ უსასყიდლოთ ექადაგათ ადამიანებისთვის. მის მიმდევრებს რელიგიური მსახურებისთვის საფასური არ უნდა მოეთხოვათ.

    პავლეც იესოს მსგავსად უფასოდ ქადაგებდა. 1 კორინთელები 9:18 18 მაშ, რა არის ჩემი ჯილდო? ის, რომ სასიხარულო ცნობას როცა ვქადაგებ, შემიძლია უსასყიდლოდ ვახარო,რათა ბოროტად არ გამოვიყენო ჩემი ძალაუფლება სასიხარულო ცნობაზე.
    პავლეს საკუთარ თავზე და თავის მისიონერ თანამსახურებზე თამამად შეეძლო ეთქვა: „ჩვენ . . . ღვთის სიტყვით არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი“ (2 კორინთელები 2:17)
    იეჰოვას მოწმეები ამ პრინციპიტ მოქმედებენ და არ იგებენ საფასურს ქადაგებისთვის.

  4. გიგა

    წატმოიდგინე ყოველდღე დგები დილით ადრე იცმევ მოწესრიგებულად კლასიკურ ფორმას, გადიხარ სახლიდან და გრძნობ, რომ ხალხი კარგად ვერ გიყურებს გრძნობ რომ ხალხი არა მარტო კარგად ვერ გიყურებს არამედ ზიზღი მოდის მათი მხრიდან.. გიყურებენ, როგორც მტერს თითქოს რამე დაუშავე.. 18 წლის ბიჭი ვარ და ნამდვილად არ არის ადვილი როცა ისეთ ხალხმრავალ ადგილს გადიხარ სადაც ბირჟაა თავშეყრილი და ისეთ რამეებს ყვირიან ხმამაღლა. დამამცირებელ შეურაწმყოფელ ფრაზებს გესვრიან.. მერე ყველა შენ გიყურებს და ფიქრობ ნეტა ახლა მიწა გასკდეს და შიგ ჩავარდე იმხელა სირცხვილს ჭამ მარა მერე გახსენდება რომ იესოს სამყაროში მეორე პიროვნებას ლანძღავდნენ სახეში ურტყამდნენ აფურთხებდნენ და ამის მერე გულში იძახი რომ მე არავინ ვარ და იესომ თუ აიტანა მეც ავიტან.. როცა გადიხარ მსახურებაში ან კარდაკარ.. ხედავ ადამიანს მოდის და გულის ბაგაბუგი გესმის ფიქრობ ახლა უნდა გავაჩერო უნდა გავესაუბრო ნერვიულობისგან ცივი ოფლი გასხავს ალბად ხელებს იფშვნეტავ მარა მაინც აჩერებ.. ის კი გიყვირის გაეთრიე შე იაღოველო მერე ეს სიტყვა გხვდება გულზე იაღოველი… ფიქრობ კიმაგრამ როდის მიხვდება ეს ხალხი რომ იეჰოვა აბრაამის ისააკისა და იაკობის ღმერთია ის ვინც მოსეს ცეცხლწაკიდებულ ბუჩქიდან ელაპარაკა.. ვინც ისრაელი გამოიყვანა ტყვეობიდან.. ხვდება ეს ხალხი ანდენს თუ რას შეიძლება გრძნობდეს იეჰოვას მოწმე.. რამდენს ფიქრობს 18 წლის ბიჭი როდესაც სახლიდან გადის და ხალხი მას ალბად ადამიანად არც აღიქვამს ფეხებზე კიდიათ რა გრძნობები საშუალება რო ჰქონდეს ალბად შუბლს გამიხვრეტდა… და მე ამას ვითმენ.. სიცივეს სიცხეს შიმშილს.. ლანძღვა გინებას… რამდენი ხანი 1 თვე ორი თვე ააა მოიცა ნახევარი წელი გავიდა აღარ შემიძლია ერთი ამ ფულისაც? არა 10 წელი 15 წელი შენ ითმენ ამას ჯერ კიდევ ბავშვობიდან როცა პირველად მიხვედი სკოლაში პირველ დღეს როცა შენმა კლასელებმა გაიგეს რომ შენ ხარ იეჰოვას მოწმე…..

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s