ისევ სექსზე

Standard

 ჩემს ბლოგზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებისათვის გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტის დაწერა იმ თემაზე, რომელიც იმდენად აინტერესებთ, რომ დღეში 250 შემომსვლელია საძებო სიტყვებით “სექსი”, “sex in Georgia”, “სექსი ბაბუასთან”, “სექსი ბავშვებთან”, “ათი წლისამ დავიწყე სექსი” და რა ვიცი კიდევ რამდენი ასეთი..

რამდენიც უნდა ვიძახოთ ტაბუ, ქალიშვილობა და მსგავსი გაცვეთილი ფრაზები, არასდროს მოიხსნება ალბათ საქართველოში პრობლემა სახელად: “ვააა! სექსი ტო!”

მემგონი, მხოლოდ ჩენს ქვეყანში ხდება ქალი ორსულად, მაგრამ მაინც ქალიშვილი. ან 45 წლის ასაკს მიღწეული ქალბატონი, რომელიც “ქმარს ქალიშვილი უნდა ჩაბარდეს”, ან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რვაჯერ, ათჯერ შემცდარი უბედური საცოდავი გოგონა, რომელიც იმ საზიზღარმა და გათახსირებულმა ერთმა, ორმა, რვამ, თხუთმეტმა ბიჭმა “შეაცდინა” და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – თხოვდება!! (ეღირსა), მაგრამ იმ უზნეოებმა ხომ შეაცდინეს და ცხოვრება დაუმახინჯეს!!! 700 ლარად კი შეუძლია “ცხოვრება თავიდან დაიწყოს” და მერე რა, თუ ერთხელ სადმე ვინმემ წამოაძახა შე იმის გა*იმულოო!!

ერთი ნაცნობი მყავს. 25 წლის გოგოა.  დაახლოებით 8 წელია ვიცნობ და ამ 8 წლის განმავლობაში სულ უბედურებით და ვაი-ვაგლახით კვდება. ხან ერთს გაყვა, ხან მეორეს, მესამესგან ბავშვი გააჩნია, მაგრამ მამას 2 წელია შვილი არ უნახავსო ამბობს (რანაირი მამაა ეგეც!), 5 თვის წინ მომწერა  ერთი ბიჭი შემიყვარდა დამეხმარეო, მერე ვინმე როკერი ბიჭი გამაცანი, კაი ტიპი იყოსო, 2 კვირის წინ ვიღაც სიმპატიურ ყმაწვილზე მიყვებოდა, გუშინ კი შავგვრემანი, ზრდილობიანი ბიჭი გამოჩენილა, რომელიც “არ სარგებლობს მისი უბედური მდგომარეობით (ბავშვი იგულისხმება)” და აქაც რჩევას მთხოვს რამენაირად “შევაბმევინო”.

მასაც რომ ჰკითხო, არა რა სექსი!!! ძალით შეაცდინეს ალბათ.. ეგ ჩემი განსასჯელი არ არის, უბრალოდ ვბრაზდები იმაზე, რომ ადამიანებს არ უნდათ საკუთარი შეცდომების აღიარება. ერთხელ სადღაც წავიკითხე შეცდომა მაშინაა როცა პირველად აკეთებ, მეორედ კი უკვე არჩევანიაო.. ხოდა ყველას ხომ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, ვის უნდა დავაბრალოთ ჩვენი სისულელეები, იმ ბიჭებს, რომლებიც თავის მხრივ პირს არ ხურავენ გოგოს თუ ხელი გადახვიეს და მარიაჟობენ ან თუ უარი უთხრა გოგომ ეგრევე “აბოზებენ”, თუ საკუთარ თავებს, პატიოსნება, სექსი, გართობა და ბოზობა ერთმანეთში რომ ერევათ?

ხალხო! სექსი საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება!!!!

google-ში შესვლით და ჯადოსნური სიტყვა “სექსის” ჩაწერით რას ველოდებით, რას ვეძებთ, იმ რესპოდენტივით ხანდახან “პოლნოებსაც” უყურებენ ჩემს ბლოგზე მოხვედრილი უსერები, თუ მეცნიერულ გამოკვლევებს ატარებენ ბაბუასთან და ბავშვებთან სექსის ძიებით? (არადა, ღმერთმანი, მსგავსი სიტყვების კონბინაციას ვერ იპოვით ვერც ერთ პოსტში).

იევიც…..

Advertisements

2 thoughts on “ისევ სექსზე

  1. ეგ პრობლემა ყოველთვის იყო,არის და იქნება…იმიტომ,რომ ეს საქართველოა…კაი ხანი დასჭირდება ადამიანს, რომ ამ დამახინჯებულ ვითომ მენტალიტეტს თავი დააღწიოს…ერთი უკიდურესობიდან მეორემდე კი არა,ადამიანურად იცხოვროს…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s