მოკლედ თსუს კაცთმოყვარეობის შესახებ

Standard

Image

ზოგადად დიდად არ მიყვარს მსგავსი სისულელეები, მაგრამ ეს ნამდვილად მეტისმეტია.

შარშან ზუსტად 15 აპრილს იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც თავისუფალი და სამართლიანი აზრისა და სიტყვის გამო თსუს ე.წ. თვითმმართველობამ მუშტი-კრივს მიმართა გაურკვეველი მიზეზებით. გავიდა თითქმის ერთი წელი და კვლავ იგივე განმეორდა. ზუსტ მიზეზებსა და ფაქტებზე კი რატომღაც ყოველთვის აზრები ორად იყოფა – ერთი აშკარად ჯანსაღი სტუდენტური მოძრაობები ან უბრალოდ სტუდენტები და მეორე, აშკარად დედის გინებაზე გადასული თვითმმართველობის წევრები.

თსუში უკვე მეხუთე კურსზე ვარ (საბედნიეროდ ვამთავრებ) და დიდად მიხარია, რომ სექტემბრიდან აღარ ვივლი სახელმწიფო უნივერსიტეტში არა იმიტომ, რომ მომბეზრდა სტუდენტობა (რომელიც რეალურად მხოლოდ პირველ კურსზე მქონდა ისიც ალაგ-ალაგ), არამედ იმიტომ, რომ 1500 ლარიდან 15 ლარის ცოდნა ვერ წამოვიღე, ვერ წამოვიღე გართობა და არანაირი კარგი დრო არ მაკავშირებს უნივერსიტეტთან რამდენიმე კარგი (დღემდე!!!) მეგობრის გარდა (ესენი კი ისედაც “ვატრაკებდით” თსუს გარეშე).

თუ ამ პოსტს  თვითმმართველობის რომელიმე წევრი კითხულობს, უმორჩილესად გთხოვთ მე მაინც ნუ მცემთ : ))) ყოველ შემთხვევაში 28 აპრილამდე : ))))

პირველ კურსზე რომ ვიყავი მაშინ მახსოვს საკმაოდ კარგი თვითმმართველობა ჩვენი დედა უნივერსიტეტისა (შამათავა რომ იყო პრეზიდენტი). შეიძლება ისინიც ცდებოდნენ ბევრ რამეში, მაგრამ მე როგორც რიგით სტუდენტს, ბევრ რამეში დამეხმარნენ (არადა ნამდვილი პინგვინი ვიყავი 2007 წელს) და გვერდში დამიდგნენ (გარკვეულწილად ამასაც უკავშირდებოდა რომ ვთქვი მხოლოდ 1 კურსზე ვიყავი ს ტ უ დ ე ნ ტ ი -მეთქი).

მოკლედ.. გასაგებია, რომ ერთი მხარე არასდროს არაა დამნაშავე, მაგრამ არამგონია, იმდენად დიდი დანაშაული მიგვიძღვოდეს თქვენს წინაშე ჩვენ, სტუდენტებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი სახლში თავგატეხილები გაუშვათ. მოლაპარაკებების მაგიდა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის.

პატივისცემით

ჯუდი

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s