ახალი კატეგორიის პირველი პოსტი

Standard

დავიწყებ ბანალურად და მეც ვიტყვი: “ყველა გოგო ოცნებობს საქორწილო კაბის ჩაცმაზე…” ბევრი იუარებს და იტყვის არც ქორწილი მინდა და გათხოვებაზე ცხოვრებაში არ მიფიქრიაო, მაგრამ პირადად ჩემთვის ცოტა რთული დასაჯერებელი იქნება : )) შეუძლებელია, თუნდაც ბავშვობაში არ “გაჰყოლოდით” ვინმეს ცოლად ან არ გეთქვათ რომელიმე ვარსკვლავბიჭუნაზე “მე ამის ცოლი უნდა გავხდეო”. თამაშის დროს მაინც წამოიცვამდით ალბათ ძველ ნაჭერს თავზე ვითომ ფატაა, ჩახტებოდით დედას ფეხსაცმელებში და თავი ახლადგამომცხვარი პატარძალი გეგონათ… როგორც უნდა იყოს, ერთხელ მაინც გეყვარებოდათ ცხოვრებაში ისე, რომ წარმოგედგინათ ის ბიჭი თქვენს მეუღლედ, ეს უკანასკნელი გრძნობა თუ არ გქონიათ, მაშინ თოვლის არ იყოს-და “მოვა”…

მე არ დაგიმალავთ და, . ჩემს ბავშვურ გონებაში ვხატავდი საოცნებო ქორწილს, თეთრ კაბას, ყვავილების გადაგდებას და ა.შ. ასეა თუ ისე, ყოველწუთას ვგრძნობ, რომ ქორწილის დღე არათუ რეალობად იქცა, არამედ უფრო და უფრო ახლოვდება. აქ არ დავწერ როგორ გავიცანი, როგორ შემიყვარდა და როგორი ბედნიერი წყვილი ვართ, მაგრამ პოსტის მკითხველებს ერთ რჩევას მივცემ  (რაც ალბათ თვითონაც კარგად იციან) – როდესაც გადაწყვეტთ, რომ ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, იფიქრეთ არა მის დადებით თვისებებზე, არამედ უარყოფითზე და მერე მიხვდებით უნდა დაიწყოთ თუ არა მზადება ქორწილისათვის (თუ შემოთავაზება იქნება, რა საკვირველია : ) ))) ).

რაც შეეხება შემოთავაზებას, ალბათ ესეც ყველას თავისებურად აქვს წარმოდგენილი – ზოგს ეზოში სერენადებით და ცის ფარნებით, ზოგს რომანტიკული ვახშმით და გულის ფორმის ყუთში ჩადებული ბრილიანტის ბეჭდით და მუხლმოდრეკილი რჩეულით… თუმცა, ხშირად არ ამართლებს ხოლმე ჩვენი წარმოდგენები ამ ერთობ ღირსშესანიძნავ მომენტზე : )) აი მე, პირადად შემოთავაზება იმდენად უცნაურ და მოულოდნელ ადგილას მქონდა, გეფიცებით ყველანაირ რომანტიკას მერჩივნა : )))

ზემოთაღნიშნული კითხვის დასმის შემდეგ კი იწყება მთელი ის ქაოსი, რომლის შესახებ მოყოლასაც მომავალში ვაპირებ; სია კი ძალიან გრძელი იქნება, დაწყებული სამეზობლოდან, გაგრძელებული ოჯახების გაცნობით, მომავლის დაგეგმით, რესტორნების, კაბების, მეჯვარეების, მანქანების, თითოეული ყვავილის ფერით და რა ვიცი კიდევ რა – დამთთავრებული : )))

პირველი, გაცნობითი ხასიათის პოსტისათვის კი მგონი ამჯერად საკმარისია : )) იმედი მაქვს, კიდევ შემომივლით : ))

Advertisements

5 thoughts on “ახალი კატეგორიის პირველი პოსტი

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s