ყველამ გაიგო….

Standard

ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საყვარელ ადამიანს ცოლობაზე თანხმობა უთხარი და აი, უკვე სამეზობლომ, სანათესაომ  და მათმა მეზობლებმაც კი უკვე იმაზე მეტი იციან, ვიდრე შენ.

ჩემს შემთხვევაში მეზობლებმა უფრო ადრე გაიგეს სიახლის შესახებ, ვიდრე მშობლებმა, ყველაფერი კი ფეისბუქზე ერთ ფოტოს მოჰყვა. სურათის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 დღეში მე უკვე გამათხოვეს და ლამის დამაორსულეს კიდეც. დედაჩემთან არაერთი უკმაყოფილო მეზობელი მისულა: “რატომ არ გვითხარი ქალი რომ გაათხოვეო”, ერთმა ისიც კი ინაგლა “ჰა, ეხლა, მაღარიჩს როდის კისრულობ, როდის მოვდივარ შენთან საქეიფოდო” : / შეიძლება ეს ყველაფერი იმას უნდა დავაბრალოთ, რომ “საქართველოში ვცხოვრობთ”, ან იმას, რომ “თბილისი პატარაა”, თუმცა მე მაინც მგონია, რომ არასდროს დაილევა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ სხვისი გაჭორვით არსებობენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი (ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანის) გაბედნიერება (?) კი არ გაუხარდათ, უბრლაოდ ერთი საათის დამატებითი სალაპარაკო თემა მიეცათ და საბოლოოდ კაცმა არ იცის რას გამოიყვანენ. სიმართლეს ვამბობ, ისეთი ადამიანები მოდიან პრეტენზიებით და ისტერიული შეკითხვებით, რომ ხანდახან მათი სახელების გახსენებაც კი მიჭირს.

ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანისათვის მოუტანია ზიანი უსაქმური მეზობლების (და ნათესავების) მომაბეზრებელ ფანტაზიას. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არასასურველმა ადამიანებმა მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგვცენ. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც “უი გათხოვდიზე”, ზოგადად, თითოეული ჩვენთაგანის პირადი სამყარო ირგვლივმყოფთათვის ყოველთვის საინტერესოა, მიუხედავად ჩვენი ცხოვრებისეული რაობის. ჩვენ ორი გზა გვაქვს, ან უნდა გავერიდოთ ყველა ნაცნობს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ან კიდე ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რომ მეზობელმა ზეინაბმა (პირობითად) ქუჩაში ვიღაც ბიჭთან/გოგოსთან ერთად დაგვინახა და თურმე დავოჯახდით (სინამდვილეში კი ეს ამბავი ან გამოგონილია, ან ვიღაცას მიგვამსგავსა, ან მართლა დაგვინახა და თავისებური ინტერპრეტაცია მისცა).

გუშინწინ სამსახურიდან საკმაოდ დაღლილი მივდიოდი სახლში, აი ერთი სული რომ გაქვს ტანსაცმელი გამოიცვალო და საწოლზე დავარდე : ))  კორპუსთან მეზობელი შემომხვდა ტექსტით: “უიმე გენაცვალე გათხოვდი ხო? ბეჭედი გიკეთია ვხედავ (არადა ხელები ჯიბეში მაქვს ჩაწყობილი !!! ), რატო არ გადახვედი ბიჭთან სახლში? (ჯერ დავინიშნე, ბლინ!!!!) , სადაურია ბიჭი, მეგრელი ხო არა? (გვარი მაქვს მეგრული და დააკავშირა ეტყობა : /)” – ნაძალადევი ღიმილით ვცადე გავცლოდი ბოლოს რომ ეპიკური კითხვა დამაწია: ” შეყვარებული იყო თუ ისე?” – ეს რა ჯანდაბას ნიშნავდა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ახლა ვნანობ, რატომ არ ვუთხარი ქუჩაში დავიჭირე, მომეწონა და ცოლად მივყვებითქო : |

ასეა თუ ისე, სანამ გაიგებენ, რომ შეყვარებული გყავთ, ტვინს გიჭამენ როდის თხოვდები, ცოლი როდის მოგყავს, მერე შეყვარებულს რომ გაიჩენ – ქორწილში იპატიჟებენ ძალით თავს, თითზე ბეჭედი თუ დაგინახეს – აი მანდ საბოლოოდ დაგერხათ : )) ნუ დაიძაბებით მსგავს შემთხვევებზე (თქმა ადვილია :დ), მათთვის აქტუალურობას რომ დაკარგავთ, შეიძლება სასიამოვნოდ გაგახსენდეთ და მოგენატროთ ამ დიდი აურზაურის საწყისი პერიოდი : )

Advertisements

6 thoughts on “ყველამ გაიგო….

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s