ქალის სილამაზე საქართველოში

Standard

რამდენიმე თვის წინ “სპილო ოთახშის” ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერი და საქართველოში ქალთა მიმართ დამოკიდებულება იყო. ლიდერებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე გულდაწყვეტილად ითქვა – “საქართველოში რატომღაც ქალებს ავალდებულებენ (!) რომ ლამაზები იყვნენ, მათ მოეთხოვებათ უნაკლოობა”. ამაზე ალბათ ბექა ბერიკაშვილის გარდა ძალიან ცოტას თუ უფიქრია. საქართველოში ქალი უნდა შეესაბამებოდეს თითქმის მისმსოფლიოს სტანდარტებს. მე არ მაქვს საუბარი მოუვლელად და ბინძურად არსებობაზე, მაგრამ ქალის სილამაზეზე დოგმის დადება ჩემი ერთობ სუბიექტური აზრით, არ უნდა არსებობდეს.

პოსტის სათაურიად მაქვს საქართველო ხსენებული იმიტომ, რომ ალბათ მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული აზრი – ქალი თუ გამხდარი არ არის, ის მახინჯია. ეხლა იკითხავთ რატომ გხვდება ეს ყველაფერი გულზეო, იმიტომ, რომ სულაც არ მაქვს მოდელის ფიგურა და კიდევ იმიტომ, რომ ახლა, როდესაც სულ რაღაც 22 დღე რჩება ქორწილამდე, პრობლემა შემექმნა საქორწილო კაბის არჩევაზე. დღეს უკვე საფუძვლიანად დავიარე ყველა სალონი, მოვიზომე და დავათვალიერე არაერთი კაბა, იყო ისეთები, რომლებიც მომიხდა, მომეწონა, მაგრამ დეტალები არ მაწყობდა და ა.შ. მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ. 2 თუ 3 საქორწინო კაბების სალონში თითქმის ისე მომექცნენ, როგორც ჯულია რობერტს ფილმიდან “ლამაზმანი”. ერთმა ტანგიანმა გამყიდველმა ისიც კი აღნიშნა, გათხოვება რო გინდა გენაცვალე ახლა არ უნდა მოსულიყავი კაბაზე 2-3 თვით ადრე უნდა მოხვიდე და შეკვეთა მომცე თორე მკერდზე პატარა მოგივა ჩემი მოდელებიო. რამდენიმეში კი მხოლოდ მინიატურული ზომები იყო : /. ხშირად ვათვალიერებდი ინტერნეტში მოდელებს, შემდგომში ისეთი რომ შემეკერა, მაგრამ რატომღაც როგორც გამხდრებისთვის, ისევე სრული პატარძლებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანი იყო. ერთ რამეს მივხვდი – თუ არ აკმაყოფილებ იმ მასიურ მოთხოვნილებას რომელსაც “თოჯინა” ჰქვია, არც უნდა გათხოვდე (შეყვარებულიც ვერ გეყოლება), არც სამსახური გექნება ნორმალური, ვერც იმ ჯინსს ჩაიცვამ რომელიც მოგწონს (არადა სერიაში ყველა ზომაა, თუმცა საქართველოში მხოლოდ მინიატურები) და ასე შემდეგ – ჩვენს დემოკრატიულ და თავისუფალ სამშობლოში.

საწყენია. დიდ სოციუმად ქცეულ საზოგადოებაში არ მოიძებნება ბევრის ადგილი..

4 საათ ნახევარი ვიარე დღეს კაბის შესარჩევად. ბოლოს კი ისევ იმ მკერავთან მივედი, რომელიც თავიდანვე ამოვიჩემე. გაგიკვირდებათ და კაცია : )) კაცი, რომელიც მშვენივრად ერკვევა ქალის ფიგურაში, სტილსა და გემოვნებაში. უკვე იმდენად ვიყავი დათრგუნული, როცა მკითხა როგორი სტილის კაბა მქონდა შერჩეული, ოღონდ კარგად მქონდეს და სულ ერთია, თუ გინდათ ტომარა ჩამომაცვით თავზე-მეთქი. გაუკვირდა, ეგეთი რამე არასდროს მინახავს, შენზე ათჯერ დიდებისთვის შემიკერია და შენ რა გჭირს საიმისო, რომ ლამის ისტერიკაში ხარო. მაგრამ აღარც ეგ მადარდებდა უკვე..

იმ აზრს შევეგუე, რომ ვერც კაბა მექნება ისეთი როგორიც მინდა და ქორწილის დეტალებიც არ იქნება ჩემს ოცნებაში დახატულივით… ვიღაცისთვის მართალია, ოცნებები ხდებაო, ვიღაცისთვის ეს ნაწილობრივაა, ზოგს კი ალბათ საერთოდ ოცნებაც კი არ აქვს… ასეა, თუ ისე, მე რამდენიც უნდა ვწერო ჩემს პასიურ ბლოგზე ქართული საზოგადოების შავ წერტილებზე, როგორც ჩემმა ერთმა ჯგუფელმა მითხრა, ეს თემა იმდენად გაცვეთილია, რომ აღარც ღირს საუბარი და არც  არავის აინტერესებს, ურჩევნია იკითხოს “ბითლზის” სიმღერებისა და ისტორიების გარჩევაზე, ვიდრე ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და მსგავსი შინაარსის პოსტებით შინაგან “მეში” მაინც შეცვალოს რამე. თუ თითოეული ჩვენთაგანი დაფიქრდება, ვინ იცის, იქნებ ფეისბუქზეც არ იყოს საღადაო ფოტოები და იქნებ მოგვცეთ ჩვენც, თქვენგან განსხვავებულ ადამიანებს ბედნიერების უფლება : )

ბოლო პერიოდში რატომღაც ადელი მაქვს/მყავს აჩემებული. ჩემთვის ის იდეალურია. არ ვიცი რა ხდება მის სულიერ თუ პირად სამყაროში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი ისეა შეყვარებული ამ ქალზე, რომ სულ დაავიწყდათ თავიანთი პრინციპები – გოგო თოჯინა “ბარბი” უნდა იყოს. საინტერესოა, ადელი რომ არ იყოს წარმატებული, რომ არ ჰქონდეს ასეთი დახვეწილი ხმა და გემოვნებიანი მუსიკა, როგორ შეხედავდა ქართული საზოგადოება ერთ პუტკუნა, საყვარელ გოგონას?!

სილამაზე – ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს – ევრიპიდე

პ.ს. მართალია, პრინციპად მაქვს, რომ პოსტში მხოლოდ საკუთარი გადაღებული ფოტო უნდა მქონდეს, მაგრამ ისევ მადლობა ბექას მხარდაჭერისათვის, მოწონებისათვის და დახმარებისთვის : )

Advertisements

18 thoughts on “ქალის სილამაზე საქართველოში

  1. სილამაზის ცნება ისევე რთული აღსაქმელია ჩემთვის, როგორც გემოვნებიანი მუსიკის. ჩემთვის ლამაზი არ ნიშნავს, მაინცა და მაინც, საყოველთაოდ გავრცელებულს და აღიარებულს. ასევე, არ ვიცი რა კრიტერიუმებით ავლენენ გემოვნებიან მუსიკას :D

    • : )) მე მუსიკაზე შეიძლება ვთქვა რა კრიტერიუმებითაც ავლენენ, მაგალითად იგივე ჟღერადობა, სირთულე და ამასთანავე მარტივად აღსაქმელი, კარგი ვოკალი, ტექნიკა, განსხვავებული დანარჩენებისაგან და ა.შ. მაგრამ სილამაზე ეს ცოტა სხვა რამაა..

  2. najafsandal

    ნუ ჩამოყრი ყურებს, წონა არ განსაზღვრავს ადამიანის სილამაზეს, ნუ აქცევ ყურადღებას უკბილო ხუმრობებს სოციალურ ქსელებში. კაბაც საოცნებო გექნება და სხვა დეტალებიც, გისურვებ ბედნიერებას : )))

  3. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით და ვხედავთ იმას, რაზეც შენ წერ..
    არ ან ვერ ვამბობთ, არ გვყოფნის სითამამე. თუ ჩვენ არ გვეხება, თვალებს ვხუჭავთ
    თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
    სილამაზე ჩვენშია და არსად სხვაგან !

    ბედნიერებას გისურვებ !

    • ხო, მართალია, ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავთ და მერე ვწუწუნებთ, მაგრამ იმ პრობლემებისთვის რაც არსებობს, რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ შემთხვევაში?

  4. mary

    ra kargia eg problema rom ar mawuxebs, verc warmovidgendi ase tu ganicdidnen cota wonashi momatebuli adamianebi amas. putkuna iseti lamazic minaxavs tavli ver momiwyvetia da gamxdari iseti ushnoc rom meored vegar shemixedavs, ra tqma unda sigamxdre jobia da kargi tani magram tu txovdebi da uyvarxar adamians ese igi kargi putkuna xar da raga gadardebs :)))))))

  5. საერთოდაც, რაც გემოვნებას ეხება, იმაზე საზოგადო საუბარი მუდამ სუბიექტურია. პავლეს სხვა აღქმა და პეტრეს სხვა აღქმა აქვს სილამაზისა, სიმახინჯისა… რაც შეეხება შენს საქორწინო კაბას, არ მოიღუშო… ქორწილი იმდენად დიდებული რამ არის, რომ აი, ნახავ რა ფანტასტიური იქნება აბსოლუტურად ყველაფერი. ჯერ კიდევ წინ არის გემრიელობები.. ყ
    ველაფერი ფანტასტიურად იქნება! მთავარია, რომ გჯეროდეს. =*

  6. არ მგონია ასე იყოს. ყველგან არის რაღაც სტერეოტიპები და სტანდარტები. ამაზე სულ ახლახანს ვწერდი მე-20 საუკუნეში როგორ იცვლებოდა წარმოდგენა ქალის ეტალონზე და ყველგან – ამერიკაშიც კი – ქალები ხვდებიან ამ წნეხის ქვეშ. მაგრამ მხოლოდ ის ქალები, ვისაც აწუხებს, რომ რაღაც სტანდარტებში ვერ ჯდება. თორემ თვიგი ვერანაირ სტანდარტებში ჯდებოდა მარა არ აწუხებდა ეს და იმდენი ქნა თავად იქცა ეტალონად.

    იაპონიაში მაგალითად მატელს თხოვეს ბარბის ფეხები დაუმოკლე და მკერდი დაუპატარავე – ძალიან მახინჯია და ვერ გავყიდითო. :) ასე რომ ყველგანაა სტანდარტები. და ფ
    რანგი ქალები მაგალითად ზუსტად ისე ჭორავენ სხვა ქალების გემოვნებას, გარეგნობას და სრილს, როგორც ჩვენთან და კიდევ უარესად.

    ასე რომ არა მხოლოდ საქართველოში.
    ენდ თეიქ ით იზი, ან ჩვენებურად რომ ვთქვათ – უბრალოდ უნდა დაიკიდო.

  7. გვანც, მესმის, რამაც აღგაშფოთა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს სენი არ არის :) სტანდარტები ყველგანაა, მაგრამ კაბის მოდელის შერჩევა რატომაა პრობლემა, მართლა არ მესმის… ჩემი აზრით, ეგ უბრალოდ, არაპროფესიონალიზმია!
    ე.წ. “მსოფლიო სტანდარტები” კიდევ პოდიუმიდან მოდის და მსოფლიოში მილიონობით ქალს ემართება ანორექსია და ბულიმია მაგის ფონზე, ასე რომ, მხოლოდ ქართველებს ნუ დააბრალებ მაგას :)
    აჰა, ახლა გადავხედე კომენტარებს და ლორდსაც იგივე დაუწერია… მართლა უნდა დაიკიდო, ადელსაც ჰკიდია, ბიონსესაც და კიდევ ბევრ შენზე მძიმეწონიანს. მთავარი გემოვნებაა და არა პარამეტრები. საკიდზე ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ჩაცმულის მოხდენა ხელოვნებაა უკვე, ასე რომ, ენდე მაგ შენს გადასარევ მკერავს და ყველაფერი კარგად იქნება :)

    • ხო მოდასთან დაკავშირებით გეთანხმები ნამდვილად, მაგრამ ზოგადად ტანსაცმელიც ხომ არ იშოვება ისეთი როგორიც მოგინდება ადამიანს? მე კიდევ კარგი არ შემქმნია ამაზე პრობლემა ჯერ-ჯერობით, მაგრამ ხომ არიან ჩემზე დიდები, ვისაც არ უნდა მაინცდამაინც ეს 60 წლის ქალის ლაბადა რომ ეცვას.. ეგაა საწყენი. მარტო აქ ხდება ეგ :/

      • ეგ მარტო აქ ხდება :) იმიტომ რომ ცოტანი ვართ ეგ ერთი, ამ ცოტაში მყიდველი კიდევ უფრო ცოტა და იმ ცოტაში გემოვნებიანი სულ ცოტა-ცოტა :)
        ამიტომ რომ აიღო ერთი და იმავე ბრენდის ორი მაღაზია აქ და ვთქვათ ნუ რამე პატარა ევროპულ ქვეყანაში – დანიაში მაგალითად. ჩვენთან იქნება 70% შავი-მუქი ლურჯი-ჰა-ჰა ნაცრისფერი ტანსაცმელი და კოპენჰაგენში წითელი-ყვითელი-მწვანე-ვარდისფერი-იისფერი და მთელი ცისარტყელა კუბში. შავი და თეთრიც იქნება ცხადია. :)

  8. ჰოდა მერე მეც მაგას ვამბობ რომ მარტო აქ ხდება. ვინ დაადგინა რომ მყიდველი ცოტაა? თუ არასდროს ყოფილა მსგავსი პროდუქცია ბაზარზე

  9. იდეალური ქორწილი ვერავის ექნება, ალბათ, მაგრამ შენ შეგიძლია საკუთარ იდეალთან მაქსიმალურად მიახლოებული გქონდეს!
    რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ისინი გამხდრებსა და პირდაპირ “ვიტრინიდან გადმოყვანილებსაც” უპოვიან რამე ნაკლს, ამ შემთხვევაშიც ბუზს სპილოდ აქცევენ და როცა საკუთარ თავს ან დანარჩენებს დააჯერებენ, რომ თვითონ უკეთესები არიან, დამშვიდდებიან…
    ხანდახან (კიარადა ხშირად) ასეთები ვართ ადამიანები–ერთ წვეთ სისხლს ვეძებთ ვინმეს სხეულზე, რომ მიზეზი გვქონდეს და კბილი გავკრათ…
    არ გიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შენ ასეთი არ ხარ.
    ჰოდა, თუ ასეა, ორი… არა, სამი მიზეზი ვიცი, რატომაც უნდა გაიღიმო:
    1. შენ მათნაირი არ ხარ
    2. ისინი უბრალოდ იმ ფაქტს ვერ ეგუებიან, რომ შენ შეგიძლია ბედნიერი იყო ზედმეტი კილოგრამებითაც და მის გარეშეც. თვითონ კი ეს ვერ წარმოუდგენიათ–ხანდახან 90-60-90-ის პირობებშიც კი არ მოდის ბედნიერება… ამიტომაც შური ალაპარაკებთ
    3. და ყველაზე მთავარი: მალე შენი ქორწილი იქნება–როგორ შეიძლება, ვიღაცის სისულელეებმა ხასიათი გაგიფუჭოს?

  10. გამოხმაურება: როგორ ჩაივლის დღე? | Jood

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s