დადუმებული ახალგაზრდობა

Standard

პოსტის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ ჩვენს  facebook   -ურ წუწუნს არანაირი შედეგი არ მოაქვს. გასახსენებელი ამგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. თუნდაც სტუდენტებისადმი თსუს მიმართ დიდი და სამართლიანი პროტესტი (იგივე “ლაბორატორია 1918-ის აქტივისტები), საუნივერსიტეტო რეფორმა, მოუწესრიგებელი ადმინისტრაცია, რექტორის ცინიკური დამოკიდებულება, თვითმმართველობის ყოფნა-არ ყოფნა, ცხრილები და აღარ ჩამოვწერ  ისედაც ყველასათვის ცნობილ ფაქტებს. თუნდაც იგივე გარემოს დაცვა – სოციალურ ქსელზე მეც გავაზიარე ვიღაცის გადაღებული ფოტო საცოდავი კიკვიძის ბაღის ამბავზე, იგივე გუდიაშვილის დაკარგვა, ფლორის განადგურება და რა ვიცი კიდევ რა. ყველა წუწუნებს მუნიციპალური ტრანსპორტის, პროდუქტის, საწვავის ყოველდღიურ გაძვირებაზე, უმეტესობა (მათ შორის მეც, ძალიან ხშირად) პირდაპირი მნიშვნელობით აგინებს “gwp”ს, რამდენიმე თვის წინ ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებით პოსტიც შემოგთავაზეთ… LGTB საკითხი კი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს აწუხებს (ვგულისხმობ დისკრიმინაციის პრობლემის არსებობას) და ამბობენ რომ ისინი ნორმალური ადამიანები არიან, იცავენ უცენზურო გამონათქვამებისაგან – სოციალურ ქსელებში…

ეს პრობლემატიკა ჩვენ მხოლოდ ფეისბუქის გვერდზე გვაწუხებს და ხანდახან უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილებიც 1-2 სიტყვას ჩავაგდებთ ხოლმე თავის გაქნევით –“ნწ, ნწ, ნწ! ეს რა მომხდარა, როგორ შეიძლება…” ჩემი თაობა დადუმებულია იმაზეც, რაზეც ალბათ ჩვენი მშობლები ჩვენს ასაკში კიდევ ერთ რევოლუციას მოაწყობდნენ. 4 დღის წინ ნიუს ფიდი გამევსო 23 წლის წინანდელი 9 აპრილის ამსახველი კადრებით, 20, 21 წლის ახალგაზრდები სტატუსებად იღვენთებოდნენ და სულები აცხონეო ღმერთს სწერდნენ (ფბზე!). კი მაგრამ, იმ რევოლუციაში ხომ მთელი სტუდენტობა იყო ჩართული?! ხალხს აწუხებდა რაღაც და ამას დაუფარავად აპროტესტებდა როგორც ქუჩაში, ასევე ხელოვნებაში, შნობების კედლებზე… ჩვენ რა გვჭირს?

მომდის ბევრი მოწვევა ივენტებზე, რომლის ორგანიზატორებიც ალბათ ცდილობენ და სჯერათ, რომ აიყოლიებენ ხალხს რაიმეს სამართლიანად გასაპროტესტებლად. რეალურად, კი ფაქტია, რომ არასდროს არაფერი გამოდის. ხშირად ნერვები გვეშლება, როცა ბებიები და დედები გვეუბნებიან სისხლი გაგეყინათ ამ ახალგაზრდებს და აღარაფრის გწამთ, არაფრის ხალისი აღარ გაქვთო. ვღიზიანდებით, როცა გვსაყვედურობენ მთელი დღე კომპიუტერთან ზიხარ და არაფერს აკეთებო, ვპასუხობთ – აბა რა გინდა, რომ გავაკეთო ჩემს ასაკში? და რას აკეთებდნენ ისინი, როცა ჩვენხელები იყვნენ! თითოეული ჩვენგანი მხოლოდ ვირტუალურად უერთდება წინააღმდეგობის მოძრაობებს. ახლა მე ვხვდები, რომ 20 წლის წინათ უფრო ბედნიერი ახალგაზრდობა იყო, ვიდრე ახლა ჩვენ ვართ მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ კომპიუტერი, აიპოდი და აიპადი, არ იცოდნენ აიფონის არსეობის შესახებ, არ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბოლო მოდელის მანქანების შეძენაში, მაგრამ სამაგიეროდ იბრძოდნენ იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა ყოფილიყო. ალბათ ჩვენთვის უნდოდათ უკეთესი მომავალი.. და რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ მომავლისათვის? ვიწონებთ კანონს, რომლის თანახმადაც ჩემზე 1 წლით პატარას უკვე შეუძლია დეპუტატი გახდეს და უფრო მეტი ხელფასი აიღოს? მერედა ვისთვის ან რისთვის? უკეთესი ცხოვრებისათვის თუ ფუფუნებაში ნებივრობისთვის?!

სულაც არ არის ეს “ბებრული” პოსტი, როგორც ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვის. რომ დაფიქრდეთ, მგონი მე მართალს ვამბობ.. თუ რაიმე არ მოგწონს, გააპროტესტე და იბრძოლე, შეცვალო! ფეისბუქზე წუწუნით არაფერი გამოვა, ხანდახან სტატუსს შენი მეგობრების 70% ყურადღებასაც არ აქცევს…

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s