მეჯვარეები

Standard

ბევრ ჩვენგანს ქორწილამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მისი მეჯვარე. მეჯვარე არის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება შენს გევრდით უნდა იდგეს, ასე ვთქვათ მფარველობდეს და ჯვარს ასვამდეს ახალშეუღლებულებს.

სიტყვა “მეჯვარის” გაგონებაზე ბევრ ჩვენგანს ალბათ პატარძლის გვერდით მდგომი ლამაზ კაბაში გამოწკეპილი გოგონა წარმოუდგება, თუმცა უფროს თაობას ცოტა სხვაგვარი შეხედულება აქვს მათზე: მაგალითად, ბიჭის მეჯვარე “ჩალიჩობას” მანქანაზე, სადაც ახალდაქორწინებულები ისხდებიან, ასევე რესტორნის მუსიკის ხარჯის ნაწილიც მას ეკისრება, რომ აღარაფერი ვთქვათ ელემენტარულ საჩუქარზე. გოგოს მეჯვარე კი სადედოფლო ბუკეტს, სამკაულს და ტკბილეულს, დედოფლის ვარცხნილობასა და მაკიაჟის იღებს საკუთარ თავზე. ასევე მეჯვარეების კისერზე გადადის ჯვრისწერისა თუ ხელისმოწერის ხარჯებიც, ეკლესიის კელაპტრები, სასტუმროს ხარჯი (თუ წყვილი პირველი ღამის გატარებას სახლში არ მოინდომებს) და თუ კეთილ ნებას გამოიჩენენ სადედოფლო მაგიდის შუშხუნა ღვინოთი გაწყობაც კი.. – ასეთი სახით მოაღწია მეჯვარის “უფლება-მოვალეობებმა” დღეს ჩვენამდე.

ფილმებში ნანახი მეჯვარეები თითქოს არაფერს მსგავსს არ აკეთებენ (სამაგიეროდ ერთნაირი კაბები აცვიათ, როგორ მომწონს ^_^), თუმცა მე მაინც მგონია,  რომ “ემერიქა” და “ეუროფა” ცოტახნით კიდევ ვერ მიხვდება ქართული ქორწილის (და არამარტო) ტრადიციებს. საქმე არაა მატერიალურ მხარეში, საჩუქრებსა თუ მოვალეობებში; ვინც ჩემზე მეტად არის დაახლოებული ღმერთთან, დარწმუნებული ვარ, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვინმეა მეჯვარე, ნათლია და საერთოდ, მირონით  ნათესაობა. ზოგისთვის პრივილეგიადაც შეიძლება ჩაითვალოს – ამბობენ, როდესაც გთავაზობენ ეკლესიური გზით დანათესავებას, უფრო მეტი თაობა ძლებს, ვიდრე სისხლით ნათესაობაო. ამის დიდად არ მჯერა, ჩემთვის პირადად მეჯვარის არჩევა უფრო მეტად სასიამოვნო პროცესია, რადგან ვიცი, ადამიანი რომელსაც ენდობი, უგებ და გიყვარს, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნება.

თუმცა.. ხანდახან შეცდომებსაც ვუშვებთ.. გარემოებათა განვითარების გამო გიძნელდება კაცს შენს ოჯახში შემოუშვა მეორე ერთი მხრივ ახლობელი და თურმე სრულიად უცნობი ადამიანი.. ზოგს კი პირიქით, არჩევანი იმდენად დიდი აქვს, რომ არა ერთი, არამედ ორი და ხანდახან სამი მეჯვარეც კი ჰყოლია. ახლახანს შევიტყვე, რომ პირველად ვისაც სთავაზობ, თურმე “პირველ მეჯვარედ” ინათლება (ან ვინც მითხრა ეს მისი ახირებაა მხოლოდ), ანუ მანქანაში შენს გევრდით უნდა იჯდეს, პირველი მოაწერს ხელს, დაგიმშვენებს მხარს სუფრასთან… – სისულელეა! ჩემს გვერდით ის იქნება, ვისაც მე მივიჩნევ საჭიროდ და ამ შემთხვევაში ე.წ. ტრადიციები არ მესმის, რას მაძლევს!

მეც ორი მეჯვარე მყავს. ერთ-ერთთან რამდნეიმე წლის წინ შევთანხმდი – ვინც პირველი გათხოვდება, მეჯვარედ მეორე წაჰყვებაო, თუმცა დრომ გაიარა და ჩემმა პიროვნულმა დამოკიდებულებამ აშკარად მოითხოვა ჩემი მეორე ძალიან კარგი მეგობრის დანათესავება.

ეთო! მინდა ამ ბლოგიდან მოგმართო და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ. არ გევალება და შეგიძლია თვალი დახუჭო ბევრ რამეზე, მაგრამ გულწრფელად ვაფასებ შენს კეთილ სურვილს მე უფრო მეტად გამილამაზო დღე! მადლობას გიხდი იმისთვისაც, რომ მზად ხარ ჩემი კაპრიზი დააკმაყოფილო ნებისმიერ უმნიშვნელო დეტალთან დაკავშირებით და ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ შენს თავზე გადადის ეს საქორწილო ალიაქოთი. იმედია ჩემს გევრდით შენ იქნები ქორწილის დღეს (და არამარტო), რამე რომ დამჭირდეს, ვიცი შენი იმედი იმწამსვე მექნება.

ხომ ამბობენ, მეგობარი ჭირში იცნობაო, დამიჯერეთ არამხოლოდ ჭირში…

Advertisements

5 thoughts on “მეჯვარეები

  1. წარმომიდგენია როგორ ნერვიულობ. აფაქტობრივად კარზე გაქვს მომდგარი ქორწილი ^_^
    მე მეჯვარეზე ეხლა არ ვფიქრობ. რავიცი რა იქნება მაშინ როდესაც მე გათხოვებას გადავწყვეტ

    • ხოო ნელ ნელა რომ ახლოვდება ჟრუანტელი მივლის ხოლმე :დდ ჯერ არც იფიქრო ისე მე გირჩევ.. აი როცა გადაწყვეტ ქორწილამდე 1-2 თვით ადრე უთხარი მეჯვარეს დამიჯერე რასაც გეუბნები ვიცი :დ

  2. etka

    didi madloba gvanc, amas rom mwer, amas chemtvis didi mnishvneloba aqvs, da dzalian vafaseb. shen xar is adamiani romelic damidga gverdit mashin rodesac ar mecineboda, usityvod gamige. didi madloba ase rom mafaseb. yvelanairad vecdebi gverdit dagidge, es movaleoba ar aris, ubralo survili. dzalian kargi gogo xar, sworad iqcevi da darwmunebuli var mshvenier ojaxs aasheneb.
    qorwili dzalian lamazi da yvelaze romantikuli movlenaa gogonas cxovrebashi, darwmunebuli var, mteli cxovreba tkbilad gagaxsendebat!!))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s