როგორ ჩაივლის დღე?

Standard

რაც უფრო მალე გადის დრო, მით მეტ სისულელეს ვაკეთებ.

ქორწილამდე დარჩა 2 დღე!

ბევრი მეკითხება “ნერვიულობ?” ჩემი პასუხია – არა! ხანდახან ზრდილობის გულისთვის – ხო რა ვიცი, ცოტა…  არ ვნერვიულობ, უბრალოდ ისეთ სულელ რამეებს ვაკეთებ, როგორიცაა ბოთლის თავსახურის ლეპტოპზე დაფარება, სიტყვების სახელების დავიწყება, ამ კვირაში უკვე მეორე სათვალე დამრჩა სხვა ადგილას. კიდევ კარგი, კოლექცია მაქვს მზის სატვალეების, თორემ რა მეშველებოდა : )) მგოინა, სულ გამოვშტერდი. არადა, მართლა არ ვნერვიულობ. მხოლოდ ინტერესი მაქვს გაცხოველებული რა იქნება 28 აპრილს, როგორ გათენდება, რას ვიზამ პირველად, როგორ წავალ სალონში, რას ჩავიცვამ სალონსი წასვლისას რომ თამ და მაკიაჟი არ გამიფუჭდეს, სახლში რომ ამოვალ გარეთ რა მოხდება (მეზობლების გადმოყოფილი ცხვირუკები), მეჯვარეები რომ მოვლენ, მერე კაბას გადმოვიღებ და ჩაცმას დავიწყებ და ასე მგონია ხუთი წუთივით გაიფრენს დრო 3ის 15 წუთამდე, სანამ სიძე ბატონი შემოაბიჯებს ჩემთან. ალბათ მე არ უნდა გავუღო კარები, არა?! : )) მოკლედ.. ისე მაინტერესებს რა მოხდება, თითქოს საყვარელი ფილმის შემდეგი სერიის გამოსვლას ველოდე, თითქოს ეს არ არის ჩემი ცხოვრება, სულ სხვა თვალით ვუყურებ – ბოლო-ბოლო, ყოველ დღე ხომ არ თხოვდები!! : ))) (ღმერთმა დაგვიფაროს ყველა).

აქ  მთელი რიგი დავწერე პრობლემების, რაც კაბაზე შემიქმნეს, დღეს კი ბოლო დეტალებს ამუშავებენ და ხვალ იდეალურ მდგომარეობაში ჩამბარდება.. ალბათ მომიხდება კიდეც, ჩემზე ლამაზ პატარძალს ძალიან ბევრს ვნახავ არამარტო 28ში სვეტიცხოველში, მაგრამ მინდა, რომ ეს დღე მართლა ბედნიერი იყოს..

მე არ ვნერვიულობ ისე, როგორც დედაჩემი : )) ძალიან საყვარელია, რამდენს აკეთებს ჩემთვის რომ იცოდეთ…

იცით, მართლა ზღაპარში მგონია თავი. მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება, ძალიან უცნაური შეგრძნებაა, რომ ვუფიქრდები – 2 დღეში სულ სხვა ცხოვრებას დავიწყებ. როგორი იქნება, ნეტა ვინმემ მითხრას! არა. არ მინდა : ))

პოსტიც არეულია. ეგ არაფერი.. გული არაფერზე მწყდება, ალბათ.. როგორც ამბობენ, ქალს ბედნიერებისათვის სიყვარული და რაღაც-რაღაცებით უზრუნველყოფა სჭირდებაო. მაგაზე საფიქრელად კიდევ თავს ჯერ არ ვიტვირთავ.. 21 წლის მანძილზე, პირველი შემთხვევაა, როდესაც არ ვფიქრობ შორეულ მომავალზე. ჯერ-ჯერობით დავდივარ, მძინავს, ვჭამ, ვსვამ მხოლოდ ერთი აზრით – როგორ ჩაივლის დღე.

ასე ხდება ხოლმე, ხან ყველაფერი ერთად გაქვს ადამიანს, ხან საერთოდ არაფერი – გავიძახოდი რაიმე სემინარი მინდა მეთქი, სადაც განაცხადები მქონდა შეტანილი, ყველა ჩემს ქორწილს ემთხვევა, სამსახური მინდა მეთქი (ახალი), ვაკანსია მაინცდამაინც ეხლა გამოაცხადა იმან, რაც მინდოდა, რამდენიმე შემოთავაზებაზე უარიც ვთქვი.. მაგრამ ალბათ არ ვინანებ.. არ მინდა ამაზე ფიქრიც კი..

მეგობრების მადლობელი ვარ, გულით უხარიათ, აინტერესებთ, მეხმარებიან.. ყველა, ვინც ჩემს გევრდით იქნებით (და ვინც ვერ) 28ში, ყველას დიდი  მადლობა ჯერ მხოლოდ იმ დამოკიდებულებისათვის, რასაც ჩემდამი იჩენთ. ბოლო დროს ვერ ვიყავი ნამეტანი ყურდღებიანი თქვენს მიმართ, მაგრამ მიყვარხართ..

მე ყოველთვის იდეალურისაკენ ვისწრაფოდი, თუმცა ამისთვის თვითონ უნდა იყო იდეალი.. ამიტომ, დავჯერდები მხოლოდ სამ სიტყვას: “ყველაფერი კარგად იქნება”…

Advertisements

10 thoughts on “როგორ ჩაივლის დღე?

  1. რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება <3 იმაზე კარგად ჩაივლის ყველაფერი ვიდრე გგონია ^_^
    მე სულმოუთქმელად ველოდები ფოტოებს ^^

    • ხოო იმედი მაქვს მეც მაგის.. ფოტოების მეშინია, არ მიყვარს ისედაც მე რომ მიღებენ და შეჩვეული იმდენად ვარ, ვფიქრობდი მე ხომ არ გადავუღო ხალხს სამზადისი და რაღაც თქო, მაგრამ გამიტყდა მერე :/

      • რა შენ ხომ არ გადაუღო ხომ არ გადაირიე :დ არ გაეკარო ფოტოებს ^^ ხომ იცი 100500 კამერა იქნება შენსკენ მომრთული და ამაყად იდექი! <3

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s