ქორწილის დღე

Standard

დღე აბსოლუტურად ჩვეულებრივ დაიწყო. შეგრძნება იყო თითქოს უბრალოდ რესტორანში მივდიოდი მეგობრებთან ერთად. ჯერ სახლის ლაგება იყო დილის 9 საათიდან, შემდეგ სილამაზის სალონში სამ საათიანი ვიზიტი, სახლში ძაააალიან, ძააააალიან ბევრი სტუმრის დახვედრა, საქორწილო კაბაში ჩაკვეხება და.. და ლოდინი როდის გავიდოდა სულ რაღაც ნახევარი საათი…

დააგვიანდა. სასტიკად გავბრაზდი. შევიკეტე მეჯვარეებთან ერთად ოთახში და ქაოტური გონებით მელანდებოდა მანქანის საყვირების (რა სიტყვაა ახლა ეს!) ხმა. მთელმა დღემ ისე მალე გაირბინა და ეს წუთები ისე იწელებოდა… უცებ გაფანტულად გავიგე მანქანების ხმა და კინაღამ ფანჯრიდან გადავვარდი, მეზობლებს კისრები მოეღრიცათ მესამე სართულიდან სარეცხივით გადაკიდული გამოპრანჭული პატარძლის ყურებით. ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა და ასევე ფოტოგრაფმა ეგრევე მომავალი მანქანების დაფიქსირება დაიწყო, მეჯვარეებმა დამავლეს ხელი და საძინებელში გამაქცუნეს. უცებ საუბარში გავერთე, დედაჩემი რომ შემოვიდა, ჰა, აღარ გამოდიხარო? სიტყვით ვერ აგიღწერთ, რა ხდებოდა ჩემს ისედაც პატარა მისაღებში. იმდენი ხალხი ირეოდა… თვალით ალექსს ვეძებდი და დავინახე.. თითქმის ორი წელია შეყვარებულები ვართ, მაგრამ ასეთი სხვანაირი, ასეთი უცნაური, სიმპატიური ალექსი პირველად ვნახე. გაბედნიერებული იყო რაღაცნაირად… შეუძლებელია გადმოვცე ის სიხარული და აღფრთოვანება, რაც ამ მომენტმა მომაყენა. სტუმრებმაც დამინახეს. ყველა გაჩუმდა. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდნენ, როცა ერთმა მოიფიქრა დავლოცოთ ეს ადამიანებიო…

სახლიდან გასვლის დროც დადგა.  არ ვიცი დაბნეულობისგან, თუ უყურადღებობისგან, ალექსი მის მეგობარში ამერია და მინდობილად მივყვებოდი უკან. დაიძრა მანქანები. მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მთელ ამ პროცესს ყოველთვის შორიდან ვადევნებდი თვალყურს, ვხედავდი როგორ მიდიოდა პატარძლის მანქანა და უკან მიჰყვებოდა მაყარი, მიხაროდა სხვების ბედნიერება და სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა, რაზე საუბრობენ იმ მანქანაში? ჩემს შემთხვევაში თემა ორი იყო – დედაჩემის მანქანა ვერ გვეწევა და ფეხსაცმელები სასტიკად მიჭერს! : ))

სვეტიცხოველში მეგობრებიც დაგვხვდვნენ, ჯვრისწერის მოლოდინში შუა ტაძარში ფეხზე გავიხადე და სრული ბედნიერება ვიგრძენი. ჩვენს წინ შესული წყვილის მეჯვარემ კი გამოსვლისას ჩემს ულამაზეს თაიგულს მხარი გაჰკრა და ერთი ვარდი მომიძვრა, სიჩქარეში ფეხზეც ძლივს მოვასწარი ჩაცმა, რომაულ არდადაგებში ოდრი ჰეპბერნივით დამემართა : ))) ჯვრისწერა მთავარ დარბაზში უნდა გვქონოდა და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელებულიყო, თუმცა პატარა ოთახში მხოლოდ ათი წუთი გავჩერდით და იქაც ვერ ვიკავებდით სიცილს. ალექსმა გადმომიჩურჩულა “აგე, ვიტრინაში ფეხიაო”, ამ დროს მღვდელმა “აააამეეეენ” და ჩემი ფხუკუნი გაისმა უცებ :დდ რამდენჯერაც გევრდით მივხდებოდი თვალს ვერ ვაშორებდი “ვიტრინაში ფეხს” : )))) გარეთ გამოსულმა “ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა გავიარე” და ისეთი ბედნიერი ვიყავი….

რესტორანშიც ხალხი დაგვხვდა. მეფე-პატარძალი ჯერ არ შეგვიშვეს, საქორწილო მარშს დაელოდეთო და ამ ლოდინში დაუშვა წვიმამ. გამიხარდა, მთელი დღე წვიმას ველოდი…

ქორწილი საკმაოდ მოწყენილად მიდიოდა… არავინ ცეკვავდა, არავინ ხმაურობდა, მეც არაფრის ხალისი მქონდა იმდენად დაღლილი ვიყავი – რამდენიმე ღამის უძინარი და უჭმელი, ფეხები კი საშინლად დამიღალა ვითომდა “ძვირფასმა” ფეხსაცმელმა… ეს თავიდან.. როგორც ხდება ხოლმე… მერე კი, მეჯვარემ რომ გამომიცეკვა (სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ), ფეხი გამისრიალდა და თეთრ მეტლახზე ზღართანი მოვადინე : )))) სასაცილო ვიყავი ნამდვილად, კიდევ კარგი, არავინ გადაიღო : ))) დანარჩენი საკმაოდ ჩვეულებრივად გაგრძელდა, თქვენთვის საინტერესოდ მოყოლას ალბათ ვერ შევძლებ..

ჩემი ახალი სახლისკენ გზა საკმაოდ უცნაური იყო. უკვე სამი დღეა აქ ვარ და და მგონი კარგად გამომდის ახლადგამომცხვარი მეუღლის როლი, ჩემმა მეჯვარემ კი სმს-ით ბორშის რეცეპტი დაწვრილებით მომწერა, ხვალ სამზარეულოში ტრიალი მხოლოდ მე მომიწევს : ))

ჩემს და ალექსის მეგობრებს დიდ მადლობას გადავუხდი გაწეული დახმარების, თანადგომისა და ყურადღებისათვის, ან უბრალოდ ამ ლამაზი დღის ჩვენთან ერთად გაზიარებაში. იმედი მაქვს, მომავალი ერთობლივი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და ტკბილი იქნება, ამ კატეგორიაში პოსტებს კი შიგადაშიგ შემოგთავაზებთ : )

აი, ასე… ჩემი ლეპტოპის ქაუნთერმა უკვე შეწყვიტა დღეების ათვლა, ახლა სხვა თარიღს დაველოდებით ალბათ…

Advertisements

7 thoughts on “ქორწილის დღე

  1. აუჰ <3
    როგორ დაეცი გოგო :დდდდდ მოვკვდი სიცილიტ რომ ვკითხულობდი და წარმოვიგინე კიდეც :დ და ისა, რა კარგია თქვენი სახლი რომ გაქვთ ე <3

    სხვა თარიღი <3 აბა თქვენ იცით ^^

    • :d გოგ არა ცალკე სახლი არ გვაქვს მაინცდამაინც, კერძო სახლია და პირველ სართულზე ჩვენ ვართ მეორეზე ალექსის ოჯახი რა.. მარა ნუ მაინც ცოტათი ცალკე გამოდის : ))) ხოდა რანაირად დავეცი არ გამახსენო :დდდ

  2. გილოცავ : )))

    რა კარგია, რომ ქორწილის დღე მოყევი, მე დაწყებული მაქვს და ბოლომდე ვერ ჩავედი :ფაცეპალმ:

    წარმატებულ თანაცხოვრებას გისურვებთ .

    პ.ს. რა დროს შენი ბორშის და სუპების გაკეთებაა, არ მიაჩვიო სასტავი, თორე დაგერხევა :დ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s