ოჯახი – მოლოდინი და რეალობა

Standard

“დედამთილთან კარგად ხარ? თავი არავის დააჩაგვრინო, მოსვი ეგ მული ადგილზე! სახლში არაფერი გააკეთო, თვითონ დაალაგონ და საჭმელიც მარტო შენთვის გაიკეთე, ისეთები არიან დედამთილები, რომ შედიხარ ოჯახში, პირველი პერიოდი კარგად გექცევიან და მერე ყოველთვის შარს მოგიდებენ, შენი გაკეთებული თუ არ მოეწონა, ჩათვალე რომ ოჯახიდან უნდა გაგაგდოს” – ასეთია ქართული სტერეოტიპი ქმრის ოჯახსა თუ ნათესავებზე.

ჩემდა გასაკვირად, არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გათხოვებას თუ/რომ დავაპირებდი, ოჯახში “პალაჟენია” უნდა დამემყარებინა, რომ დედდამთილთან ძალიან ცუდი ურთიერთობა უნდა მქონოდა და რომ ჩემი მული ძალიან სწერვა და აუტანელი იქნებოდა.

ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება და ისე ვხედავთ, როგორც ჩვენს გვინდა, როგორი მოლოდინიც გაქვს, ისეთივე იქნება შედეგები. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახთან ერთი წელია რაც ურთიერთობა მაქვს და ქორწილის დღეს არც მული მინახავს პირველად (შარშან ზაფხულს ერთად ვისვენებდით კიდეც, სხვათა შორის, ალექსის გარეშე : )))). დღემდე არ შემქმნია პრობლემა საერთო ენის გამონახვაზე ან საჭმლის გემრიელ-უგემურობაზე, ხდება ისე, ხშირად მეკითხებიან რა როგორ კეთდება და მე კიდე ნინოს (მული) გაკეთებული სადილი ძალიან მეგემრიელება <3.

მაინცდამაინც ჩემს ოჯახურ სიტუაციაზე და ყოველდღიურობაზე წერა არ მინდა, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ როგორი განწყობითაც თქვენ მოეკიდებით თქვენს მომავალ ოჯახს (თუ უბრალო ნაცნობობას), ისეთივე იქნება რეალობა. Continue reading