ოჯახი – მოლოდინი და რეალობა

Standard

“დედამთილთან კარგად ხარ? თავი არავის დააჩაგვრინო, მოსვი ეგ მული ადგილზე! სახლში არაფერი გააკეთო, თვითონ დაალაგონ და საჭმელიც მარტო შენთვის გაიკეთე, ისეთები არიან დედამთილები, რომ შედიხარ ოჯახში, პირველი პერიოდი კარგად გექცევიან და მერე ყოველთვის შარს მოგიდებენ, შენი გაკეთებული თუ არ მოეწონა, ჩათვალე რომ ოჯახიდან უნდა გაგაგდოს” – ასეთია ქართული სტერეოტიპი ქმრის ოჯახსა თუ ნათესავებზე.

ჩემდა გასაკვირად, არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გათხოვებას თუ/რომ დავაპირებდი, ოჯახში “პალაჟენია” უნდა დამემყარებინა, რომ დედდამთილთან ძალიან ცუდი ურთიერთობა უნდა მქონოდა და რომ ჩემი მული ძალიან სწერვა და აუტანელი იქნებოდა.

ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება და ისე ვხედავთ, როგორც ჩვენს გვინდა, როგორი მოლოდინიც გაქვს, ისეთივე იქნება შედეგები. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახთან ერთი წელია რაც ურთიერთობა მაქვს და ქორწილის დღეს არც მული მინახავს პირველად (შარშან ზაფხულს ერთად ვისვენებდით კიდეც, სხვათა შორის, ალექსის გარეშე : )))). დღემდე არ შემქმნია პრობლემა საერთო ენის გამონახვაზე ან საჭმლის გემრიელ-უგემურობაზე, ხდება ისე, ხშირად მეკითხებიან რა როგორ კეთდება და მე კიდე ნინოს (მული) გაკეთებული სადილი ძალიან მეგემრიელება <3.

მაინცდამაინც ჩემს ოჯახურ სიტუაციაზე და ყოველდღიურობაზე წერა არ მინდა, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ როგორი განწყობითაც თქვენ მოეკიდებით თქვენს მომავალ ოჯახს (თუ უბრალო ნაცნობობას), ისეთივე იქნება რეალობა.  ჩემი ერთი მეგობარი ახლახანს გათხოვდა, რაც თავი მახსოვს სულ იმას იძახდა სანამ მულს არ გავათხოვებ იმ სახლში ჩემი ფეხი არ იქნება, არადა კარგი გოგოა, მაგრამ მული მულიაო – არ მესმის ეს დამოკიდებულება, თუ ადამიანი მოგწონს, რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა მას ჩვენი ქართული ტრადიციული სახელშერქმეობით. რომ არ მოგატყუოთ, მე დღემდე ვერ ვგრძნობ მეუღლის, ცოლის, ქმრის სტატუსს, ჩვენ ისევ შეუყავრებულები და საუკეთესო მეგობრები ვართ, მხოლოდ ერთად ვიღვიძებთ და ვიძინებთ..

გოგონებს, ვინც ფიქრობს რომ  “დედამთილი” და “მული” ავისმომასწავლებელია:

თქვენ ცდებით. უბრალოდ არიან ადამიანების კატეგორია, რომელთაც ვერასდროს შეეწყობი ცხოვრებაში და არიან ადამიანები, რომლებთანაც ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშეც კარგად გრძნობ თავს. საკუთარი და და დედა შეუცვლელია, ნუ დაუძახებთ მეუღლის მშობლებს დედ-მამას, თუ ეს მხოლოდ თქვენს ქმარს უნდა (მე პირადად არ ვეძახი), მაგრამ “როჟაობას” ნუ დაიწყებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დედა-მთილია : )) ცალკე ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ თუ ეს დიდი მშვენიერება არ გაქვთ, სახლში მაინც ნუ დაძაბავთ სიტუაციას, ახალი ოჯახი იმიტომ შექმენით, რომ ორივეს სიმშვიდე და ბედნიერება გინდათ : ) მეც ამასვე გისურვებთ.

Advertisements

2 thoughts on “ოჯახი – მოლოდინი და რეალობა

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s