მიუზიქ ბრეიქს ფრიი!

Standard

ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე დავიწყებ გუშინდელი დღის შეფასებას, კარგი და ცუდი მხარეები.

რა იყო კარგი:

    1. ის, რომ DDT მეღირსა (პირადად მე);
  • ის, რომ ბილეთის ფასი ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის;
  • ის, რომ დაცვა (თუ რა ვიცი ვინ) არ ძალადობდა მსმენელზე (მე არ შემიმჩნევია, ყოველშემთხვევაში) როგორც რამდენიმე კონცერტზე იყო;
  • ის, რომ არ იყო ხელჩართული ჩხუბი გატრერილ არსებებს შორის (ასევე – მე არ დამინახავს)
  • ხალხის რაოდენობა!!! -უდიდესი რესპექტი!
  • სცენა, განათება, ხმა (ეს უკანასკნელი ნორმალური იყო)

 

რა იყო ცუდი:

  • ტრანსპორტის ორგანიზება;
  • ადგილი – სადღაც ჯანდაბაში!
  • როგორც ყოველთვის დაგვიანება – Georgia on my mind!
  • დაუსრულებელი რიგი თბილ ლუდზე;
  • ჰოთ-დოგი – უფრო სწორად ის, რასაც ჰოთ დოგს ეძახიან – მთლიანად გადავაგდე.
  • ძალიან გვიანობამდე გაგრძელება.
  • ტუალეტები! საზიზღრობა იყო!!!

 

რა არ მომეწონა მე – სუბიექტური მიზეზებისდა გამო: 

ბოდიში ჯგუფებთან, მაგრამ თქვენს მოსასმენად იქ არ მოვიდოდი რომ არა DDT, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე დიდად უგემოვნო ვინმე მიწოდეს – როგორ გავბედე და მხოლოდ ამ რუსების მოსასმენად მივედი, მე დიდი პრობლემები მქონია თურმე (ომფგ) . სანამ შევჩუკს ველოდებოდი მოპირდაპირე მხარეს “წახემსება” გადავწყვიტე მეუღლესთან ერთად: 15 წუთი ველოდეთ, სანამ მაგიდას აალაგებდნენ; 20 წუთი ველოდეთ სანამ მენიუს მოგვიტანდნენ, 15 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე მოჰქონდათ შეკვეთილი რამეები; 10წუთი მიმტანს ვეძებდი ანგარიში რომ მომეთხოვა, კიდევ 10 წუთი ანგარიშის მოტანას ველოდებოდი, 15 წუთი ტერმინალი ვერ იპოვეს! მოკლედ, საშინელი მომსახურება ჰქონდათ!!!

გავიყინეთ! წასვლისას ვერ მივხვდი რაიმე მსოაცმელი წამეღო და ძალიან ძალიან შეგვცივდა. თან ეს კონცერტიც გაიწელა, საერთოდ ვერაფერს ვხედავდი დდტ-ს გამოსვლისას, ერთი საათი დავრჩით და წამოვედით. მთელი გული და სული იქ დავტოვე :( ეს უკვე ორგანიზატორების ბრალია! დაგეწყოთ დროზე, ვა!!!

__

ალბათ +/- ბლოკებში სათქმელი გამომრჩა. საბოლოოდ კი ნამდვილად ვერ გეტყვით ვისიამოვნე თუ ვერა კონცერტით : ) რისი მოსმენაც მინდოდა ნახევარზე მეტი ალბათ ვერ მოვისმინე, გავიყინე, გაუთვალისწინებელი ხარჯები მქონდა და უგემოვნოც აღმოვჩნდი : ) სამაგიეროდ, ლიმნის გამოსახულებიანი ჩანთა შემრჩა : ))

იმედია, შემდეგი წელი უკეთესი იქნება. ორგანიზატორებს მაინც მადლობას გადავუხდი იმისთვის, რაც იყო, ნელ-ნელა იმედია ყველაფერი დაიხვეწება და “NO BLOCK”-იც აღარ იქნება არავის პოსტში : )

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s